კერძოდ რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტები?
ეს არის ორგანიზმი, რომელსაც შეცვლილი აქვს გენეტიკური ინფორმაცია, იმისათვის რომ შეიძინოს ახალი თვისება. არსებობს სხვადასხვა სახის პროდუქტები: ზოგი მათგანი იქმნება კვლევების ჩასატარებლად, ასევე სამეურნეო და სამედიცინო თვალსაზრისით (მაგალითად ინსულინის წარმოება). საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევენ გენმოდიფიცირებული მცენარეები. 70-იან წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეებს ქმნიან ლაბორატორიულ პირობებში, მათ გენეტიკურ კოდში ისეთი თვისებების ჩანერგვით, რაც ბუნებაში შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს. ეს ჩარევა მათ აძლევს „არაბუნებრივ“ შეხედულებას, იმ ახალ ჯიშებთან შედარებით, რომლებიც მცენარეების შეჯვარებით მიიღეს (მაგალითად უფრო მსხვილი ნაყოფის მისაღებად). ეს ტრადიციული ტექნიკა ასევე ცვლის მცენარის გენეტიკურ მემკვიდრეობას.
რა მიზნით იქმნება გენმოდიფიცირებული მცენარეები?
ბევრი იქმნება იმისათვის, რომ ჰერბიციდებს გაუძლოს, ამგვარად, როდესაც მცენარეზე ჰერბიციდს შევასხურებთ, აღარ იღუპება, ხოლო სარეველა კვდება. ზოგიც იქმნება იმისათვის, რომ პარაზიტ მწერებს გაუძლოს. მიზანი ყოველთვის ერთია, ადამიანს გაუადვილდეს საქმე და მიიღოს დიდი მოსავალი. ამჟამად იკვლევენ მცენარის გვალვაგამძლე თვისებებს.
რატომ წარმოადგენს პრობლემას გენმოდიფიცირებული პროდუქტი?
ჩვენ ვეჭვობთ რომ შეცვლილი გენები, დამტვერვით შეიძლება სხვა მცენარეებზეც გავრცელდეს. ასევე ვღელავთ პესტიციდების დაგროვებაზე, შედეგად მომხმარებელთან მოწამლული პროდუქტი ხომ არ მიდის? გარდა ამისა, ეს მცენარეები მწერებსაც ვნებენ, რომლებიც ასევე საჭირო არიან ბუნებაში. გმო -ს საბოლოოდ „კოლატერალური მსხვერპლები“ ჰყავს და აძლიერებს ინსექტიციდებზე რეზისტენტული მწერების გაჩენას.
რა ვიცით დანამდვილებით ამ რისკების შესახებ?
სადღეისოდ რეზისტენტობის გაჩენა დადასტურებულია, როგორც მცენარეებში, ისე მწერებში, იმ რეგიონებში სადაც ფერმერები მასიურად თესავდნენ გენმოდიფიცირებულ მცენარეებს. ამ რეზისტენტობის გამო უფრო მეტი ჰერბიციდისა და პესტიციდის გამოყენება გახდა საჭირო თვითონ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებში პესტიციდების აკუმულირებაზე ცოტა კვლევებია ჩატარებული და ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
სულ ეს არის პოლემიკის საგანი?
არა. არსებობს კიდევ გარემოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ეკონომიკური და ეთიკური, როგორიცაა ცოცხალი ორგანიზმის პატენტი. გმო და ჰერბიციდები იყიდება მეთესლეების მიერ, კულტივატორი კი მათზე დამოკიდებული ხდება.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 18
Catégories :მეცნიერება