რას ვთხოვთ ტონალურ კრემს?
სახეზე შეუმჩნეველი უნდა იყოს, ბუნებრივი, კანის ტექსტურასთან ახლოს მყოფი, თითქოს საერთოდ არ გვაქვს მაკიაჟი. არც ზოლებს უნდა ქმნიდეს და არც სისქეს.
კანს სუნთქვის საშუალებას უნდა აძლევდეს, ანუ ფორები არ უნდა დააცოს.
კანი ერთიანად გლუვი უნდა წარმოარჩინოს, პატარა წერტილები, ნაოჭები, ჩარღმავებები უნდა შენიღბოს.
კანი უნდა გამოაცოცხლოს, მიანიჭოს ნათელი, თითქოს ეს ჩვენი ბუნებრივი გარეგნობაა.
ტონალური კრემი უნდა შეიცავდეს …
- წყალს
წყალს შეიცავენ ემულსიები, 20% ზოგჯერ 40% შემცველობით.
- გამჭვირვალე პიგმენტებს
ესენი არიან სილიციუმი, იგივე კაჟი (სილიციუმის დიოქსიდის სახით), აკრილატები (აკრილმჟავას ეთერები) ან ნეილონი. ეს პიგმენტები საჭიროა კანზე წერტილებისა და კანის ბუნებრივი ფერის შესანიღბად. ისინი ტონალურს პუდრირების გარეშე ხდიან ჰომოგენურსა და ნათელს.
- მეტნაკლებად აქროლად ზეთებს
ნატურალური ან სინთეზური გზით მიღებული ზეთები, მეტნაკლებად სწრაფად ორთქლდება და ტონალურს აძლევს მსუბუქ ტექსტურას, ხდის შეუჩნეველს და ანიჭებს სირბილეს.
- პოლიმერებს ან სილიკონურ გელებს
ესენი უზრუნველყოფენ ტონალური კრემის ჰომოგენურობასა და კანზე შეკავებას, ასევე თანაბრად გადანაწილებას.
- ფერად პიგმენტებს
ესენი ტონალური კრემის ფორმულაში 10-15% შემცველობით გვხვდება და ყოველთვის ერთი და იგივე ნივთიერებებია: რკინის წითელი და შავი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი და სინთეზური პიგმენტები. ასევე შეიძლება იყოს შემოგარსული, დაფარული პიგმენტები ნათების მისანიჭებლად, ანდა ფირფიტოვანი … ეს ყველაფერი ნაოჭებისა და ფორების შესანიღბად არის საჭირო.
- სადაფს
სინათლის ასარეკლად გამოიყენება.
- და ასევე „სამკურნალო“ ინგრედიენტებს…
გლიცერინი – კანის დასატენიანებლად, დაბარების საწინააღმდეგო ელემენტები, ანტიოქსიდანტები, ყვავილოვანი წყალი და ა.შ.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 44
Catégories :ჩვენი რჩევები