თუ თქვენი პატარა საღამოს, ჭამის შემდეგ, ტირის და ვერ ისვენებს ნამდვილად კოლიკი აქვს, რაც ძალიან ხშირია ჩვილებში. იხილეთ რამდენიმე რჩევა ამ თემაზე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო, კოლიკი აწუხებთ როგორც ძუძუზე, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს. დღის ბოლოს ხანგრძლივი ტირილი ამის პირველი ნიშანია. ჭამის შემდეგ პატარა წითლდება, ტირის, ვერ ისვენებს, ფეხები მიაქვს მუცელთან და გადის გაზებზე. ეს მდგომარეობა დედისთვისაც ძალიან სტრესულია. საბედნიეროდ კოლიკი დიდხანს არ გრძლდება. დაბადებიდან დაახლოებით 3 კვირაში ჩნდება და 3 თვის ასაკისთვის ქრება, ან ბავშვი რომ მიაღწევს 5 კგ-ს.
რა მოვიმოქმედოთ რომ ჩვილი დავამშვიდოთ?
ჭამის შემდეგ მუცელზე მასაჟი გაუკეთეთ: დაიწვინეთ გულზე, ისე რომ კანი კანს ეხებოდეს, ერთი ხელი დაადეთ მუცელზე და საათის ისრის მიმართულებით ნაზად მოუსვით. თუ ეს არ მოეწონება მაშინ ხელზე დაიწვინეთ მუცლით და ნაზად აქანავეთ, უმღერეთ, გაასეირნეთ. მუცლის გათბობა საჭმლის მონელებას აჩქარებს და აადვილებს.
მცენარეებს თუ აქვთ დამამშვიდებელი მოქმედება?
ცაცხვი, გვირილა, ბარამბო (Melissa Officinalis), ფენხელი (Foeniculum vulgare), სვია (Humulus lupulus), ფორთოხლის ყვავილი – ბუნებრივი ანტისპაზმური საშუალებებია. თუ ძუძუს აჭმევთ შეგიძლიათ თავად დალიოთ ამ მცენარეების ნაყენი. თუ არადა 1 სუფრის კოვზი რომელიმე ამ მცენარით ვამზადეთ ნაყენს და პიპეტით ვაძლევთ ჩვილს 10 მლ, დღის განმავლობაში. ამ მცენარეების ექსტრაქტები ასევე იყიდება აფთიაქებში.
და საკვები დანამატები?
შეიძლება ვცადოთ პრობიოტიკები, რომლებიც აძლიერებენ ნაწლავურ ფლორას და აადვილებენ საჭმლის მონელებას. პრობიოტიკები ცივად უნდა შეინახოთ, პაკეტებშია ფხვნილის სახით და ბოთლით უნდა მივცეთ. ასევე არსებობს წვეთების სახით. წვეთები შეიძლება ძუძუზე დავიწვეთოთ სანამ ძუძუს მივცემთ. ასევე კირის წყალი – კალციუმის წყალი (კალციუმის ოქსიდი) ზოგჯერ კარგ შედეგებს იძლევა. კიდევ ერთი საშუალება არის მწვანე თიხის წყალი: გახსენით 1 ს/კ ნახევარ ჭიქა წყალში და ყოველი ჭამის წინ მიეცით 10 მლ პიპეტით. ჭიქის ფსკერზე ნალექი დატოვეთ, არ აამღვრიოთ.
რას გვთავაზობს ჰომეოპათია?
თუ ჩვილი ცუდ ხასიათზეა შეგვიძლია მივცეთ Chamomilla 9CH. თუ აბოყინებს და ეტყობა რომ გაზები აწუხებს: Carbo vegetabilis 7CH შეგვიძლია მივცეთ. ეს მედიკამენტები ერთადაც შეიძლება მივცეთ. მიეცით 1 გრანულა ჭამამდე, ან 4-5 გრანულა გახსენით ცოტაოდენ წყალში და ბოთლში ჩაამატეთ დღის განმავლობაში.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 76-77
Catégories :0-დან 18 წლამდე