ზოგჯერ თავს უგუნებოდ ვგრძობთ და არის მომენტები, როდესაც ძნელია დავძლიოთ ეს შინაგანი დისკომფორტი. ეს ნორმალურია? კითხვებზე პასუხობს ექიმი, კლოდ ლეიშერი (საფრანგეთი).
ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს ძალიან დაღლილი, მითუმეტეს როდესაც ვიცით ამის მიზეზი: მძიმე სამუშაო გრაფიკი, უძილობა, გაციება … თუმცა ზოგჯერ შეიძლება უმიზეზოდ ვიყოთ დათრგუნულნი და ჩვენს თავს ვეკითხებოდეთ, რატომ?
კარგი იქნება ექიმს თუ მიმართავთ და კლინიკურ გამოკვლევებს ჩაიტარებთ: სისხლის ანალიზი, ფილტვების რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოგრაფია. ეს გამოკვლევები საკმაოდ ინფორმატიულია და ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
დაბალი წნევა
პაციენტები დაღლილობის მიზეზად ხშირად ასახელებენ დაბალ წნევას, მაგრამ ეს მიზეზი მოჩვენებითია და ამას ხშირად ადასტურებს წნევის გაზომვა, ამბობს ექიმი ლეიშერი. დაბალი წნევა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ძალიან ხშირად დაღლილობის არც გამომწვევია და არც შედეგი. ამ პატარა წნევამ შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს თუ ვზივართ და უცებ ფეხზე ავდგებით, მაგრამ არა ქრონიკული დაღლილობა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში დაბალმა წნევამ და დაღლილობამ ერთად შეიძლება თირკლმეზედა ჯირკვლის პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ ამის ალბათობა მართლა ძალიან დაბალია.
დეპრესია
ხანგრძლივი დაღლილობის შეგრძნება შემდეგ მორალზე მოქმედებს და პირიქით, გახანგრძლივებული დეპრესია დაღლილობის შეგრძნებას იწვევს – გვიხსნის კლოდ ლეიშერი. პაციენტს ყოველთვის სჭირდება ძილი, აქვს თუ არა ამის ფიზიოლოგიური მოთხოვნა მაინც. ეს უფრო დეპრესიისგან თავის დაღწევის სტრატეგიაა. ჩივილებს გულდასმით უნდა მოვუსმინოთ და პაციენტს დავეხმაროთ აღიდგინოს ფსიქოლოგიური ენერგია. ამ შემთხვევაში, ხშირად საჭიროა სამსახურზე თავის დანებება, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია.
ფარული ავადმყოფობა
ბევრი დათრგუნული პაციენტი უმალ კიბოზე იწყებს ფიქრს. როგორ წესი ცდებიან, რამდენადაც დაღლილობა კიბოს პირველი სიმპტომი არ არის. მოთენთილობა კიბოს მხოლოდ განვითარებულ სტადიებზე იჩენს თავს. რამდენჯერაც პაციენტი დაიღლება სიმსივნეზე არ უნდა იფიქროს, თუნდაც ქრონიკული იყოს ეს უგუნებობა. თუმცა, ასეთ შეითხვევაში კარგი იქნება თუ პაციენტს სისხლის ანალიზს დავუნიშნავთ მონონუკლეოზზე (ინფექციური დაავადება, რომელსაც ებშტეინ ბარის Epstein-Barr ვირუსი იწვევს). ზოგიერთი ინფექციური დაავადება გამანადგურებელ დაღლილობას იწვევს. ზოგჯერ საქმე გვაქვს ვირუსულ ინფექციასთან, მაგალთად გრიპთან, რომელიც ცხელებას არ იწვევს, თითქმის შეუმჩნეველია, ხოლო ადამიანს ღლის. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ დასვენება გვჭირდება, სხვას ვერაფერს გავაკეთებთ.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
პაციენტები ხშირად სვამენ კითხვებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, რომლებსაც ქრონიკული დაღლილობა აქვთ. თუმცა, როდესაც ნამდვილად ამ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, დაღლილობა, ერთერთი სიმპტომია, სხვა სიმპტომებთან ერთად – აზუსტებს ექიმი ლეიშერი. მაგალითად, ჰიპოთირეოზს თან ახლავს წონის მატება, ადამიანის მოქმედებები თითქოს უფრო შენელებულია, ვიდრე დაღლილი. ჰიპერთირეოზს უფრო წონაში კლება ახასიათებს, გულის აჩქარებული რითმი, დაბალი ტემპერატურა … აქაც, დაღლილობა არ არის ამ დაავადების დამახასიათებელი სიმპტომი. იმისათვის რომ სინდისი სუფთა გვქონდეს პაციენტს TSH – ის ანალიზს ვუწერთ.
გადაღლა
აქ რეაქციულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, დაღლილობა არის ტოქსიური გარემოს შედეგი. ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ან მწვავე სტრესი, მდგომარეობა, სადაც ადამიანი ვერ ახერხებს თავის დაცვას. მაგალითად, მუდმივად დაძაბული სამუშაო გარემო. ამ შემთხვევაში აუცილებელია დასვენება და ძალების აღდგენა. მიდგომა იგივეა, რაც დეპრესიის დროს (ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია…).
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 62
Catégories :ფსიქოლოგიის დღიურები