ხველის დროს არ არის აუცილებელი სიროფი დავლიოთ, რამდენადაც ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. რესპირატორული ინფექციის დროს ეს რეფლექსი მიკრობებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება. სიროფი უნდა მივიღოთ მაშინ, როდესაც ხველა შემაწუხებელი ხდება.
მშრალი ხველა
წვისა და ჩახევის შეგრძნებას იწვევს, ვირჩევთ იმ ხველის საწინააღმდეგო სიროფს, რომელიც გაღიზიანებას ამშვიდებს და ხშირად შემაწუხებელ ხველას აჩერებს.
სველი ხველა
თან ახლავს ნახველი, ისეთ სიროფს ვირჩევთ, რომელიც ნახველს გაათხელებს და სეკრეციას ხელს შეუწყობს.
მნიშვნელოვანია ზუსტად აუხსნათ ფარმაცევტს რა ტიპის ხველა გაწუხებთ. ეს მედიკამენტები მკურნალობის მხოლოდ დამხმარე საშუალებებია და თუ ხველა შენარჩუნდება ექიმს მიმართეთ.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 157
Catégories :ჩვენი რჩევები