პირველ რიგში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციას უნდა შევხედოთ: სპორტული აქტივობა ფიზიკური აქტივობის ქვე პუნქტია. ფიზიკური აქტივობა მოიცავს როგორც სპორტს, ასევე მოძრაობას შინ, სამსახურში, ქუჩაში …. 30 წუთი სახლის დალაგება ან საყიდლებზე ფეხით წასვლა ფიზიკურ აქტივობად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა გარკვეული რითმით მივსდიოთ ფიზიკურ აქტივობას.
- ფიზიკური აქტივობა საშუალო დატვირთვით (სწრაფი სიარული, ცეკვა, ბაღში ფუსფუსი, ხელოსნობა …) გარკვეულ ძალისსხმევას მოითხოვს და გულის მუშაობას აჩქარებას. ამ საქმით, დღეში, სულ მცირე 30 წუთი უნდა დაკავდეთ. ეს თუ ბევრია 15 წუთიან აქტივობებად დაყავით.
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა (სირბილი, აერობიკა, ცურვა …) დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სუნთქვასა და გულის მუშაობას მნიშვნელოვნად აჩქარებს. იდეალურ შემთხვევაში კვირაში სამჯერ უნდა ვივარჯიშოთ 20 წუთიანი სეანსებით.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 150
Catégories :ჩვენი რჩევები