ქლამიდია: სკრინინგის აუცილებლობა

tube-786932_1280

კითხვებს პასუხობს გინეკოლოგი, ბრიჯიტ ლეტომბი (ლილი, საფრანგეთი)

  • ამ ინფექციით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს?

ბაქტერია chlamydia trachomatis დაუცველი სექსუალური კავშირით გადაეცემა. ამ ინფექციით შეიძლება დაავადდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები თუ ერთ დღესაც პრეზერვატივი დაავიწყდებათ. თუმცა, ბოლოდრონდელი კვლევების თანახმად ამ ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდები. ამ ასაკობრივ ჯგუფში ქალების 3,2% და მამაკაცების 2,5%-ია დაინფიცირებულია, შედეგად კი ახალგაზრდებში ქლამიდია სექსუალურად გადამდებ ინფექციებს შორის პირველ ადგილზეა.

  • რა არის მთავარი სიმპტომები?

მუდმივად შემაწუხებელი გამონადენი, რომელიც ალაქავებს, აუცილებლად უნდა გახდეს კონსულტაციის საგანი. ეს ქლამიდიას არსებობის ნიშანი შეიძლება იყოს. ასევე ყურადღებით იყავით მენსტრუაციის გარეშე სისხლიანი გამონადენის მიმართ, სიმპტომებთან, რომელიც ცისტიტს ჰგავს. ქლამიდიას ახასიათებს ტკივილი მენჯის ღრუში, განსაკუთრებით სექსუალური აქტის დროს. ყველა ეს სიმპტომი ინფექციის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

  • შეიძლება ისე დავინფიცირდეთ რომ ვერ გავიგოთ?

დიახ და ქლამიდიას მთავარი პრობლემაც ეს არის. თუ ვერ გამოვავლინეთ მისი არსებობა შეიძლება ჩუმად იბატონოს წლების განმავლობაში, აინფიცირებს მთელს სასქესო სისტემას, საშვილოსნოს მილებს და იწვევს ადგილობრივ ანთებას. ამ სალპინგიტს (საშვილოსნოს მილების ანთება) ახასიათებს ტკივილი მენჯის ღრუში და გარე ორსულობის მაღალი რისკი. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს მილში ჩერდება, ნაცვლად ჩასვლისა და საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ანთებით პროცესს საშვილოსნოს მილის ობსტრუქციაც შეიძლება მოჰყვეს. და ეს ყველაფერი თითქმის ყოველთვის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აი ამიტომ იყო სალპინგიტი დიდი ხნის განმავლობაში ინ ვიტრო განაყოფიერების ნომერ პირველი ჩვენება. დღესაც, როდესაც უშვილობის მიზეზს ვეძებთ, ხშირად აღმოჩდება ხოლმე ქლამიდიას ინფექციის შედეგები, რომელიც წლების წინ მოხვდა სასქესო სისტემაში.

  • პაპ ტესტის რეგულარული გაკეთება არ არის საკმარისი?

პაპ ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენას ემსახურება და ქლამიდიას ინფექციასთან კავშირი არ აქვს. აუცილებელია სულ მცირე ერთი სპეციფიური გამოკვლევის გაკეთება, რომელიც ქლამიდიას არსებობას გამოავლენს. აი აქ ვხვდებით ყოველწლიური გინეკოლოგიური მეთვალყურეობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სექსუალური ცხოვრების დაწყებისას. საშვილოსნოს ყელს ვათვალიერებთ გამადიდებლით და პალპაციას ვაკეთებთ ვაგინაზე და მუცლის ზედაპირზე, თუ ეს მტკივნეულია ინფექციისა და ანთების არსებობაზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი. დიაგნოზის დასასმელად საშვილოსნოს ყელიდან კოტონის ჩხირით უნდა ავიღოთ ნაცხი, რომელიც 24 – 48 საათში ბაქტერიული შტამის არსებობას დაადასტურებს. ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ლაბორატორიაში უბრალოდ შარდის ჩაბარებაც სანდო პასუხს მოგვცემს.

medic-563425_1280

  • ეს ინფექცია ადვილად განიკურნება?

სანერვიულო არაფერია, ქლამიდია ძალიან კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკოთერაპიას. ექიმებს ჯერ არ გამოუვლენიათ ბაქტერიული რეზისტენტობა ამ ინფექციაზე. სექსუალურად გადამდები  ეს ინფექცია კვალს არ ტოვებს საშვილოსნოს მილების დონეზე და ხელს არ უშლის შემდგომ ორსულობებს. მაგრამ ამისთვის საჭიროა ინფექციის საწყისს სტადიაზე იქნეს გამოვლენილი. ქლამიდიას თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეზერვატივის მუდმივად გამოყენება და ყოველწლიური, რეგულარული გინეკოლოგიური მეთვალყურეობა.

  • პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს?

კაცებში ქლამიდიას ახასიათებს შარდსადენის ანთება, საშარდე სისტემის ინფექცია ან/და სათესლე პარკების ტკივილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები ქლამიდიას ჯანმრთელი მტარებლები არიან. აი ამიტომ, სიმპტომების არ არსებობის  დროსაც კი ექიმი კაცსაც უწერს ანტიბიოტიკებს, რათა ხელახლა არ დააინფიციროს უკვე გამოჯანმრთელებული პარტნიორი. ასევე, დაიცვას კაცი უშვილობისგან: ქლამიდია შეიძლება დასახლდეს სათესლე პარკის არხებში.

  • არსებობს სხვა ინფექციები, რომლებსაც შემაწუხებელი გამონადენი ახასიათებს?

ყვითელი გამონადენი, რომელსაც წვა და და ქავილი ახლავს ყოველთვის უნდა იყოს კონსულტაციის საგანი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქლამიდიას, მიკოპლაზმას ანდა კიდევ გონოკოკის არსებობით. ეს სექსუალურად გადამდები დაავადებები, მკურნალობის გარეშე, სოკოვანი ინფექციის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე საშარდე სისტემის ინფექციებსა და სალპინგიტს. ზემოთხსენებული ინფექციებიც ძალიან მარტივი გამოსავლენია და მარტივად განიკურნება ანტიბიოტიკების დახმარებით.

წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 104-106

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s