საუბრობს მიშელ პოპოფი, ანაერობული ბაქტერიებისა და ბოტულიზმის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პასტერის კვლევითი ინსტიტუტი, პარიზი, საფრანგეთი
ბოტულიზმი იშვიათი დაავადებაა, მაგრამ მის განვითარებას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები, როგორც წესი კვებითი ინტოქსიკაციის შედეგია, რასაც შინ დამზადებული კონსერვები იწვევენ. თუმცა ბოტულიზმი ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამარილებულმა საკვებმა და გაყინულმა შეფუთულმა პროდუქტებმა, რომელიც დიდ დისტრიბუციებში გვხვდება. „როდესაც ეს პროდუქტები, ცუდად არის სტერილიზებული მათზე ბაქტერიები მრავლდება, მათ შორის Clostridium botulinum, რომლის ტოქსინიც (შხამი) ნეირონების პარალიზებასა და კუნთების შეკუმშვას იწვევს“ – ამბობს ექსპერტი.
მთავარი პრობლემა ცუდად სტერილიზებული საკვებია…
მხედველობის გაძნელება, პირის სიმშრალე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სახის დამბლა, რომელიც ყელამდე და სასუნქთ კუნთებამდე შეიძლება გავრცელდეს, ზოგჯერ ღებინება და დიარეა… ეს სიპტომები ინტოქსიკაციიდან 12-36 საათში ჩნდება ადამიანებში, რომლებმაც ერთი და იგივე საკვები მიიღეს. ამ ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ უნდა მივაშუროთ საავადმყოფოს. მოწამლული ადამიანების 5 დან 10%-მდე სუნთქვითი უკმარისობით იღუპება. საბედნიეროდ ანტიტოქსინის წყალობით ადამიანების უმრავლესობა დაზიანებების გარეშე გამოჯანმრთელდება. საჭიროების შემთხვევაში ასევე მიმართავენ ხელოვნურ სუნთქვას. მკურნალობამ და გამოჯანმრთელებამ შეიძლება რამდენიმე თვე გასტანოს. ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ უჟანგბადო გარემოში მრავლდება. ხელსაყრელი პირობაა არასრული სტერილიზაციის შედეგად მიღებული მცირე მჟავიანობა (pH >4,6). მწვანე ლობიოს, სოკოს, ისპანახის, ჭარხლის კონსერვი, დაკონსერვებული თინუსი, დამარილებული და შებოლილი თევზი და ხორცი, ძეხვეული, ზოგიერთი ყველი …
თუმცა მურაბები უსაფრთხოა …
„მჟავე კონსერვები, ხილი სპირტში, მურაბები, რომლებიც სულ მცირე 50%-ით შაქარს შეიცავენ ბოტულიზმის რისკს არ წარმოადგენენ. ნებისმიერი შემთხვევაში 1 წლამდე ბავშვს არ მისცეთ თაფლი, რადგან ბაქტერიის სპორებს შეიცავს, რომლებმაც ტოქსინი შეიძლება გამოათავისუფლოს“ – ამბობს მიშელ პოპოფი. ფრთხილად იყავით შინ დამზადებულ კონსერვებთან, ასევე გლეხებისგან შეძენილ პროდუქტებთან, რაზეც მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ეკოლოგიური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო … უმჯობესია კონსერვები ცივად შეინახოთ სარდაფში, მაქსიმუმ 1 წელი. არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ თაღიანი თავსახურის ქვეშ შენახული პროდუქტი, ასევე სახურავი თუ ადვილად იხსნება, ობიანი, საეჭვო სუნის მქონე საკვები.
სტერილიზაციის 5 წესი:
- გარეცხეთ ბოსტნეული, მიწის ნაწილაკები მთლიანად მოსცილდეს, ხორცი კარგად გაასუფთავეთ;
- კარგად მოხარშეთ ხორცი სანამ ქილებში ჩააწყობთ და სტერილიზაციას გაუკეთებთ;
- მოამზადეთ კონტეინერები: გულდასმით გარეცხეთ ქილები და ცხელ წყალში გაავლეთ. შეამოწმეთ რომ ხრახნები ყველას წესრიგში ჰქონდეს;
- სტერილიზაცია. ქილებს ჰერმეტულად დაახურეთ, ჩააწყეთ მდუღარე ორთქლის აბაზანაში (95°C დაახლოებით) მინიმუმ 20-30 წუთი. როგორც კი ქილებს ცხელი წყლის აბაზანიდან ამოიღებთ ცივი წყალი გადაავლეთ;
- შეამოწმეთ თავსახურები თუ მჭიდროდ არის მორგებული.
წყარო: Top Santé, N°256, Janvier 2012, p. 70
Catégories :რაციონალური კვება