საუბრობს სამეანო-გინეკოლოგიური და რეპორდუქციული ცენტრის დირექტორი პილიპ ჟუდლინი (ნანსი, საფრანგეთი)
როდესაც კვერცხუჯრედი განვითარებას იწყებს საშვილოსნოს ღრუს ნაცვლად საშვილოსნოს მილში, უნდა ჩავერიოთ და ზოგჯერ გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. ეს არ არის მარტივი პრობლემა, მითუმეტეს თუ საქმე პირველ ორსულობას ეხება.
ექოგრაფიისა და ჰორმონული ანალიზების განვითარებასთან ერთად საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტირება სულ უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება, რაც ქირურგიულ ჩარევას გვაცილებს თავიდან. თუმცა ეს შემთხვევები მაინც არ არის იშვიათი. ყოველ ორას ორსულობაზე ერთი გარეორსულობა გვხდება. კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში ჩასვლის ნაცვლად ზრდას იწყებს იქ სადაც მოხდა განაყოფიერება – მილში. მილი დილატაციას განიცდის, სისხლძარღვები სკდება და ქალი საშიშროების წინაშე დგება. როდესაც ორსულობა ახალი დაწყებული (როგორც კი მენსტრუაცია გადაცდება) და მცირედ განვითარებულია (სისხლში ჰორმონების ძალიან დაბალი დონე) ვიწყებთ მკურნალობას. ექიმი პირდაპირ მილში აკეთებს მეტოტრექსატის ინექციას. მიზანია ორსულობის შეწყვეტა და ბუნებრივი გზით მისი გამოდევნა, როგორც თვითნებური მუცლის მოშლის დროს ხდება. ეს ნივთიერება მილებისთვის ტოქსიური არ არის, არც შემდგომი ორსულობებისთვის. ყველაზე დიდი გულისრევას იწვევს.
შეიძლება ლაპარასკოპიული ოპერაცია გახდეს საჭირო
თუ ჰორმონების დონე არ იკლებს, ორსულობა საკმაოდ განვითარებულია, ქალს ტკივილები და სისხლდენა აქვს ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ქირურგი ხსნის მილს, იღებს კვერცხუჯრედს, ხურავს მილს, ან იძულებულია მილიც ამოიღოს (საკვერცხეს ტოვებს). ზოგჯერ მილის დატოვებას ამოღება ჯობია, რადგან დაზიანული მილში შეიძლება რეციდივი მოხდეს. ეს ოპერაცია მთლიანად ლაპარასკოპიულად მიმდინარეობს (მუცლის ღრუს გახსნის გარეშე) და რჩება პატარა ჭრილობა.
ზოგჯერ მეორე დღესვე შეგვიძლია სახლში დაბრუნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გამოვჯანმრთელდით. ფსიქოლოგიური ტრავმა, გულისრევები, ლაპარასკოპიით მიღებული უხერხულობა (მუცელში შედის გაზი, რომ ორგანოები გაიწიოს), ეს ყველაფერი ქალმა უნდა გადაიტანოს. უმჯობესია თუ სახლში დარჩებით თქვენს გულშემატკივრებთან ერთად, სანამ ძაფები გაიწოვება. სახლში ჩასატარებელი მკურნალობა მარტივია – სამი ჭრილობის დეზინფექცია: ჭიპის დონეზე არსებული ჭრილობა ყველაზე გვიან ხორცდდება და ზოგჯერ შეხორცების ხელშემწყობ კრემს მოითხოვს. სამი თვის შემდეგ კიდევ შეგვიძლია დაორსულებაზე ვიფიქროთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ სპირალსა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.
რატომ მე?
ყველაფერმა, რაც საშვილოსნოს მილებს აზიანებს შეიძლება გარეორსულობა გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა, თამბაქო, რამდენადაც ნიკოტონი აზიანებს საშვილოსნოს მილის კედელზე არსებულ მოციმციმე ეპითელიუმს. ინფექციური დაავადებები, რომელიც გადავიტანეთ და ვიმკურნალეთ (ანტიბიოტიკების მიღება სალპინგიტის სამკურნალოდ), ან რომლის არსებობა არც კი შეგვიმჩნევია (ქლამიდიას ოჯახის მიკრობები). მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში მიზეზი არ ვიცით. ხანდახან ხდება ისე, რომ ნამდვილი ორსულობა ცოტა გვიან დგება, ჯანმრთელი პატარას დაბადებით.
წყარო: Top Santé, N°256, Janvier 2012, p. 88
Catégories :ჩვენი რჩევები