ხველის სიროფები, რომელიც საშიშია პატარასთვის

baby-1426651_1280

2010 წლიდან ჩვილებში ხველის საწინააღმდეგო სიროფის გამოყენება აიკრძალა (საფრანგეთი). თუმცა პატარები ახველებენ და ამისათვის არაერთი მარტივი გამოსავალი არსებობს, ისე რომ მკურნალობას თავი ავარიდოთ. ხველისაწინააღმდეგო სიროფი არასახარბიელო გავლენას ახდენს ამ ასაკში პატარაზე.

ზოგჯერ ხდება რომ პატარა ძნელად სუნთქავს, ახველებს, ცხვირიდან გამონადენი აქვს … ცხვირს ვუსუფთავებთ, მაგრამ პატარა მაინც წუხს. ღამით მდგომარეობა უფრო მძიმდება. თავს უმწეოდ ვგრძნობთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიზღუდა ხველის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტის (გამათხელებელი, დამაწყნარებელი) გამოყენება. რეალურად სიროფს, რომელიც ბრონქული ნახველის გასათხელებლად და ამოსაღებად გამოიყენებოდა არ ჰქონდა ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. ეს სიროფები უსაფრთხო ნამდვილად არ არის, სინამდვილეში აცობს ბრონქებს – მოქმედებს იმის საწინააღმდეგოდ ვიდრე ჩვენ გვსურდა. ეს ხდება განსაკუთრებით ყველაზე პატარებში. გართულებების ნახევარი სწორედ წლამდე ბავშვებზე მოდიოდა. ასევე აღსანიშნავია ნევროლოგიური გართულებები: კრუნჩხვები, აჟიტირება… აი ამიტომ, ეს ამოსახველებელი სიროფები 2 წლამდე ბავშვებში აიკრძალა. თუმცა არსებობს სხვა საშუალებები, რითიც შეგვიძლია პატარას ხველა დავაწყნაროთ.

ხელი შეუწყეთ ჰაერის მიმოქცევას

თუ პატარა ახველებს, ეს პირველ რიგში დამცველობითი რეაქციაა და სასუნთქი გზების გათავისუფლებას ემსახურება. ამიტომ უნდა დავეხმაროთ რომ თავისუფლად ისუნთქოს.

  • გულდასმით გამოურეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით
  • გაანიავეთ ოთახი და შეინარჩუნეთ 19°C ტემპერატურა
  • არ მოწიოთ სახლში
  • მატრასის ქვეშ პატარა ბალიში დაუდეთ
  • რეგულარულად დაალევინეთ წყალი
  • საჭმელი  პატარა ულუფებად დაყავით და ხშირად მიეცით. როცა პატარა ცუდად სუნთქავს, მადაც ეკარგება.

დაიხმარეთ ჰომეოპათია

მაგალითად chamomilla 5 CH,  5 გრანულა დღეში სამჯერ მიეცით პატარას, რომელიც გაცივდა, აქვს მშრალი ხველა და ღამით ემატება. ან Aconitum (იგივე დოზით) თუ მყეფარე ხველა აქვს (ლარინგიტი) და ძილის დროს აღვიძებს.

მიმართეთ ექიმს თუ უსტვენს

პირველივე წამოხველებაზე ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ ყურადღებით იყავით და გაშიფრეთ საგანგაშო სიგნალები. უნდა მიმართოთ ექიმს თუ პატარა ძნელად სუნთქავს და უსტვენს. ასევე თუ სამ დღეზე მეტი აქვს 38°C ზე მაღალი ტემპერატურა, თუ აქვს სიწითლე და გამონაყარი, ან 7 დღეზე მეტ ხანს ახველებს. და ბოლოს, ექიმს მიმართეთ თუ ქცევას შეიცვლის, გახდება წუწუნა, აპათიური …

პატარას არ მისცეთ ევკალიპტი და ქაფური!

ხშირად მივმართავთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს, მაგრამ აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ანოტაცია კარგად წავიკითხოთ. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ევკალიპტსა და ქაფურს შეიცავენ პატარებში ნევროლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიონ. ამიტომ მათი გამოყენება 30 თვემდე აკრძალულია. ასევე, წლამდე ბავშვებში არ შეიძლება თაფლი, ალერგიისა და ასფიქსიის გამო. ასე რომ ფრთხილად იყავით, არ მიმართოთ უსარგებლო ან/და საშიშ სამკურნალო მეთოდებს. 

წყარო: Top Santé, N°256, Janvier 2012, p. 86

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s