ყავის ნალექი და სილამაზის 6 რეცეპტი

coffee-206142_1280

ეს პატარა მუქი მარცვლები ჩვენი დილის რეფლექსია. ყავა ცნობილია როგორც ენერგიული სასმელი, მეხსიერებისთვის სასარგებლო და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული. ამ თვისებებს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ პირობით თუ დღეში 3 ჭიქას არ გადავაჭარბებთ. თანდათან კოსმეტიკაც კოფეინზე დამოკიდებული ხდება. გასახდომი, გასამკვრივებელი კრემები .. სხვადასხვა მარკები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ მასტიმულირებელ ნივთიერებას. კოფეინი აღიარებულია გასახდომი პროდუქტების სამყაროში თავისი ლიპოლიზური თვისებების წყალობით: კოფეინს არ ჰყავს ანალოგი ადიპოციტების დრენირებაში (ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმის გამოდევნა).  ასევე აქვს „ამწევი – ლიფტ“ ფუნქცია და ჭარბ სითხეს გამოდევნის ქსოვილებიდან, იყენებენ ქუთუთოების ქვეშ ჯიბეების შესამცირებლად. ამიტომ ვხვდებით კოფეინს დღის კრემებისა და თვალის კონტურის კრემების შემადგენლობაში.
კარგი ის არის, რომ ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი თვისება თავმოყრილია ყავის ნალექში! ინგრედიენტი, რომელიც ყოველთვის ხელთ გვაქვს!

1. ნაზი კანის ნიღაბი

  • 1 ს.კ. ყავის ნალექი
  • 1 ს.კ. ნუშის ზეთი
  • 1 ს.კ. თაფლი

ყველა ეს ინგრედიენტი ჩაასხით თასში. აურიეთ და წაისვით სახეზე, მოერიდეთ თვალის კონტურს. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.

2. თვალის კონტურის შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბი

  • 1 ჩ.კ. ყავის ნალექი
  • 1 ჩ.კ. არაჟანი (ან მაწონი)
  • 1 ცალი ლიმონი

აურიეთ ყავის ნალექი და არაჟანი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. მომზადებული ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში შედგით მაცივარში. შემდეგ ნარევი წაისვით თვალის კონტურზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ბოლოს კოტონით მოიშორეთ.

3. დაღლილობის მომხსნელი, „ლიფტინგ“ ნიღაბი სახისა და ყელისათვის

  • 1 კვერხის ცილა
  • 1 ს.კ. ყავის ნალექი
  • 1 ს.კ. თაფლი

ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ ყავის ნალექი, სირბილის მისაცემად შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი. ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, აცალეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კვერცხის ცილასა და კოფეინს ერთდროულად დაუყოვნეველი „ლიფტინგ“ ეფექტი აქვს.

4. მომნუსხველი ექსფოლიაციური  სკრაბი სხეულისათვის

  • 1 ს.კ. ყავის ნალექი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ყველაფერი აურიეთ დიდ თასში, მასაჟით წაისვით სხეულზე ქვევიდან ზევით, შემდეგ დაიბანეთ. ეს სკრაბი წაისვით კვირაში 1-2-ჯერ. ზეითუნის ზეთისა და თაფლის დამატენიანებელი თვისებები, ყავის ნალექის ექსფოლიაციურ მოქმედებასთან ერთად ასუფთავებს ფორებს, ახდენს დრენირებას და კანს ანიჭებს ტონუსს.

5. დამარბილებელი, ანტიცელულიტური ბალზამი

  • 1 ს.კ. ყავის ნალექი
  • 1 ს.კ. ავოკადოს ზეთი
  • 1 ს.კ. თხევადი საპონი

ყავის ნალექი და ავოკადოს ზეთი (მკვებავი და დამარბილებელი) ჩაასხით თასში. შემდეგ დაუმატეთ თხევადი საპონი თქვენი გემოვნებით. აურიეთ და ცელულიტური ზონები კარგად დაიზილეთ ამ ნარევით დაბანის დროს.

6. ბზინვარება მუქი ფერის თმისთვის 

  • 2 ს.კ. ყავის ნალექი

დაბანის შემდეგ სველ თმაზე წაისვით ყავის ნალექი და კარგად შეიზილეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბის რეგულარული განმეორება სიცოცხლესა და ბზინვარებას მიანიჭებს თმის ბუნებრივ ფერს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წაბლისფერიდან შავ ფერამდე ყველა ტონის თმაზე.

წყარო: Top Santé, N°256, Janvier 2012, p. 46-47

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm – house
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39

ალ. ყაზბეგის გამზირი 14 და 14ა
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, შარტავას 6
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s