ვინც მიკოზის ხშირი მსხვერპლია კარგად იცის რომ ზაფხული საშიში სეზონია. თუმცა, ვაგინალური ფლორის დაბალანსებით შეგვიძლია რეციდივი თავიდან ავიცილოთ.
ის რაც ვიცით
საშოს თავისი ბაქტერიული ფლორა აქვს. განსაკუთრებით ბევრია ლაქტობაცილები, რომლებიც საშოს ლორწოვანს ამოფენენ და გარეგანი პათოგენური აგენტებისგან იცავენ. ასევე ვხვდებით საფუარებს – კანდიდა ალბიკანს – Candida albicans. ჩვეულებრივ ეს ორი მიკრობი ჰარმონიულ თანაცხოვრებაში არიან.
თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში „ცუდ“ და „კარგ“ ბაქტერიებს შორის თანაფარდობა ირღვევა. კლასიკური მაგალითი: ანტიბიოტიკების მიღება. ეს მედიკამენტები ლაქტობაცილების რიცხვს ამცირებენ და აადვილებენ სოკო კანდიდას ფიქსაციას. მენსტრუაციის მოახლოებასთან ერთად მატულობს პროგესტერონის დონე, საშოში მცირდება მჟავიანობა და ეს ყველაფერი ხელს უწყობს როგორც კანდიდა ალბიკანსის, ისე სხვა მიკრობების გამრავლებას. სიცხე, არასწორი ინტიმური ჰიგიენა, – გამაღიზიანებელი საშუალება, ან უბრალოდ, სოკოსადმი მგრძნობიარე ქალებში, სველი საცურაო კოსტუმის დიდხანს გაჩერება, საკმარისია ვაგინალური ფლორის დისბალანსისთვის.
სადღეისოდ, პრევენციის მიზნით შეგვიძლია მივიღოთ პრობიოტიკები. ამ საშუალებებს თავიანთი ეფექტურობა მეცნიერულად ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა მათი გამოყენება დიდ ინტერესს იწვევს. თუ ანუსში მოვათავსებთ სასარგებლო ბაქტერიებს, ისინი მიგრაციას განიცდიან საშოში. დღეს კვლევები ტარდება ბაქტერიების ეფექტური რაოდენობის დასადგენად, რაც საჭირო იქნება აბსორბციისთვის.
სასარგებლო პრობიოტიკები:
- Lactobacillus rhamnosus;
- Lactobacillus fermentum;
- Lactobacillus gasseri.
ის რაც შეგვიძლია გავაკეთოთ
ვულვო-ვაგინალური მიკოზები შეიძლება არასოდეს არიან საშიშნი, მაგრამ ძალიან შემაწუხებლები არიან. სოკომ შეიძლება თავისით გაიაროს, მაგრამ განმეორების საშინელი ტენდენცია აქვს. კარგი გამოსავალი იქნება თქვენს გინეკოლოგს მიმართოთ და ნაცხის ანალიზი გაიკეთოთ: ზუსტად გავიგოთ გამომწვევი შტამები და შევარჩიოთ სათანადო მკურნალობა, რომელიც თქვენთვის იქნება ეფექტური.
თუ საქმე ეხება მარტივ მიკოზს ანტიფუნგიციდური სანთლები საკმარისია. ათიდან ექვსს შემთხვევაში გვაქვს „სუფთა“ მიკოზი, ვაგინალური მიკროფლორა აყვავებულია სოკოთი, მაგრამ ეს მხოლოდ კანდიდა ალბიკანსია. სამკურნალოდ ანტიფუნგიციდური სანთლების გამოყენება, 1-3 დღის განმავლობაში, დაწოლის წინ, საკმარისი იქნება.
თუ სხვა მიკრობებიც გვაქვს, დამატებით პრობიოტიკები შეგვიძლია მივიღოთ. ათიდან ოთხ შემთხვევაში კანდიდა ალბიკანსთან სხვა შტამებიც არიან ასოცირებული. ამ შერეული მიკოზის სამკურნალოდ ანტიფუნგიციდური საშუალებების ადგილობრივად გამოყენებაა საჭირო, თუმცა არასაკმარისი. აუცილებელია პრობიოტიკები მივაშველოთ. რამდენადაც, ეს სასარგებლო ბაქტერიები ბუნებრივად არიან საშოში წარმოდგენილნი მათი დამატებით შეტანა ბაქტერიული ბალანსის აღდგენაში დაგვეხმარება.
ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ პრობიოტიკებით გაჟღენთილი ტამპონები მენსტრუაციის დროს. გარდა მათი ძირითადი ფუნქციისა ისინი სამკურნალოდაც გამოდგება. იმისათვის რომ ამ ტამპონების სიკეთით ვისარგებლოთ დღეში სულ მცირე სამი ცალი უნდა ვატაროთ, სამი დღის განმავლობაში. და ყოველი ექვსი ციკლიდან სამი ციკლის დროს.
ინტიმური საპნები, რომლებიც პრობიოტიკებს შეიცავენ, სასარგებლოა?
ზოგიერთმა მარკამ დაიწყო ინტიმური ჰიგიენის საშუალებებში პრობიოტიკების დამატება. იდეა საინტერესოა, რამდენადაც ჩვენ ჯერ არ ვიცით რა დოზით არის ლაქტობაცილები საჭირო ბაქტერიული ბალანსის შესანარჩუნებლად, რომლებიც ამოფენენ ლორწოვანს. თუმცა, ამ ფორმით მიღებული პრობიოტიკები ნაკლებად ეფექტურია რა თქმა უნდა. ის რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: კარგი ინტიმური საპონი ეს არის პროდუქტი, რომელიც აუცხიმოვნებს, არ შეიცავს ანტისეპტიკს და რომლის pH მერყეობს 4,8-დან 9-მდე, ანუ არც ძალიან ტუტეა და არც ძალიან მჟავე.
წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 51
Catégories :ჩვენი რჩევები