ვანილის ღერები პატარა სურნელოვან მარცვლებს შეიცავს, რომლებსაც იყენებენ როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ისე კოსმეტიკაში. გარდა ამისა, ვანილი უამრავ სასარგებლო მოლეკულას შეიცავს, რომლებიც კანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს უნარჩუნებენ.
მადაგასკარის მაცხოვრებლები ვანილის ღერებს ნაყავენ – სილამაზის რეცეპტების შესაქმნელად. შემდეგ ურევენ სხვა ინგრედიენტებთან და მზისგან დამცავ ნიღბებს ამზადებენ. შანელის ფირმა ამ ტრადიციით დაინტერესდა და ჩაატარა კვლევა, აღმოჩნდა რომ მადაგასკარის ვანილი დიდი რაოდენობით პოლიკეტონებს შეიცავს.
ეს ბუნებრივად დამცავი მოლეკულები გამოიყოფა, როდესაც მცენარე დაზიანდება, ისინი შეხორცებას უწყობენ ხელს. In vitro კვლევამ აჩვენა რომ პოლიკეტონები კანის ფუნქციებს ასტიმულირებენ, ამაღლებენ ზრდის ფაქტორების პროდუქციას. ასევე კანის ფერის ჰომოგენურობას უწყობენ ხელს, ატენიანებენ კანს, აღადგენენ და ამკვრივებენ. როგორც შანელის სამეცნიერო ურთერთობის სამსახურის უფროსი, მარი-ელენი გვეუბნება, ვანილი კანის დაბერების ნიშნებზე ერთიანად მოქმედებს.
თუ მცენარის სხვადასხვა ნაწილებზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს, ვანილის ყვავილები უკვე გამოჩნდა კოსმეტიკური საშუალებების ფორმულებში. ყვავილები დამატებით გლიკოზიდებს შეიცავენ და კანის რეგენერაცია/აღდგენაში კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ.
ვანილის ზეთოვანი მაცერატის რეცეპტი – კანის სანიმუშო დამატენიანებელი
- 1 ან 2 ვანილის ღერი
- 100 მლ რომელიმე მცენარეული ზეთი (ჟოჟობა, ალისარჩული (Carthamus)…)
ზეთი ჩაასხით მინის გამჭვირვალე ჭიქაში;
ვანილის ღერები დაჭერით სიგრძეზე;
ვანილის მარცვლები გადაფხიკეთ დანის წვერით, შედეგ ღერებთან ერთად ჩაყარეთ ზეთში;
აცალეთ მაცერაცია მზის შუქზე ორი-სამი კვირის განმავლობაში. დრო და დრო მოურიეთ და შეანჯღრიეთ.
შემდეგ ამოიღეთ ღერები და მაცერატი არ გაფილტროთ.
შედეგად მიიღებთ ძალიან სურნელოვან მაცერატს. წაისვით გამომშრალ და მარცვლებიან კანზე, კანს დაატენიანებს და დაამშვიდებს. ასევე შეგიძლიათ გამომშრალ და მტვრევად თმაზე წაისვათ. თმის ბოლოებზე, ან ნიღაბი გაიკეთოთ. ვანილის მაცერატი კვებავს, არბილებს თმას, ბზინვარებასა და სურნელებას ანიჭებს. ეს მაცერატი სურნელოვანი აბაზანის მისაღებადაც გამოგადგებათ ანდა მასაჟისთვის.
წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 32-33.
Catégories :სილამაზის რეცეპტები