პრობიოტიკები: როდის მივიღოთ და რომელი?

drugs-206150_1280

დღითიდღე აფთიაქებში პრობიოტიკებზე დამზადებული მედიკამენტების სულ უფრო მრავლფეროვანი არჩევანი გვხვდება. ეს უბრალოდ მოდაა თუ მართლაც სასარგებლოა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის? მოდით, შევაჯამოთ ის რაც ვიცით ამ მეგობარ ბაქტერიებზე და მათ გამოყენებაზე, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ მათგან.

უკვე 25 წელიწადია იოგურტის ყუთში მოთავსებულმა ბიფიდუმ ბაქტერიებმა ფართო საზოგადოებას გააცნო პრობიოტიკები. თუმცა, ამ პატარა მიკროორგანიზმებით დაინტერესება, რომლებსაც საკვებად ვიყენებთ, ბევრად დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამ ბაქტერიებს აქვთ უნარი შეერწყან ნაწლავურ მიკროფლორას. 1930 წელს საჭმლის მონელებაზე მათი სასარგებლო მოქმედება უკვე აღიარებული იყო. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ეს მხოლოდ ემპირიული ცოდნა იყო. ჩვენ ვიცოდით რომ ეს ბაქტერიები სასარგებლო იყო, მაგრამ მათი მოქმედების მექანიზმი არ იყო ცნობილი. მეცნიერები ტექნიკურ სირთულეებს აწყდებოდნენ. რთული იყო შეესწავლათ რა ხდებოდა ნაწლავის ეკოსისტემაში. ამ ბაქტერიების უმეტესობა მსხვილი ნაწლავის წყვდიადში ცხოვრობს და მათ კულტივაციას თუ მოვინდომებდით ჟანგბადთაან შეხებისას იღუპებოდნენ.

მოლეკულური ბიოლოგიის წყალობით ამ მიკროორგანიზმების როლი უკეთესად შევისწავლეთ

2010 წელს ჩატარდა ევროპული პროექტი MétaHIT აგრონომიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, ამან საშუალება მოგვცა დაგვედგინა ათასობით ბაქტერიის გენეტიკური პროფილი, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში საკმაოდ დიდი რაოდეობით უნდა ცხოვრობდნენ. ნაწლავურ ფლორაზე ამ ცოდნის მიღებამ ძალიან დიდ სამეცნიერო და სამკურნალო შესაძლებლობებს გაუღო კარი. ამის შემდეგ ეს ცოდნა სულ უფრო მეტად დაზუსტდდება და დაიხვეწება, რამდენადაც ყველა პრობიოტიკი ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელბაზე. მაგალითად, თუ პრობიოტიკების გარკვეული შტამები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, სხვები ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და მკურნალობენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. ასევე არსებობს შტამები, რომლებიც ვაგინალურ მიკროფლორას აბალანსებენ.

ეგზემა, დიაბეტი, სიმსუქნე, კვლევები გრძელდება…

ამ დროისთვის კვლევები ტარდება ცხოველებზე, მაგრამ ინტერესის სფეროს წარმოადგენს ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობის კავშირი ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა ეგზემა, დიაბეტი და სიმსუქნე. ამერიკელმა მკვლევარმა ჯეფრი გორდონმა დაადგინა რომ გამხდარი ადამიანები 90%-ით ფლობენ Bacteroidetes დიდი ოჯახის ბაქტერიებს (bacteroides, flavobacterium) და 10%-ით Firmicutes (Clostridium bacillies, lactobacilles). ხოლო მსუქან ადამიანებში ეს უკანასკნელნი უფრო რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, ვიდრე Bacteroidetes. ეს განსხვავება რითია გამოწვეული? სხვადასხვა კვებითი ჩვევით? თუ ბაქტერიების ეს სპეციფიური კომპოზიცია, თავად არის სიმსუქნის წყარო? სწორედ ამას გავიგებთ კვლევებიდან, რომლებიც მომდინარეობს.

წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 48-49.

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s