პრობიოტიკები დიარეის სამკურნალოდ

drugs-206150_1280

არავინ არის დაზღვეული დიარეისგან მოგზაურობის დროს, სადაც განსხვავებული საკვები და ცხოვრების წესი გვხვდება. რამდენად დაგვიცავს ამ პრობლემისგან პრობიოტიკები, რომლებიც აფთიაქებშია წარმოდგენილი?

ის რაც ვიცით

როგორც გასტრო-ენტეროლოგი თიერი პიში ამბობს, პრობიოტიკებმა თავიანთი ეფექტურობა დიარეის წინააღმდეგ აჩვენეს, ოღონდ მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობისას. ამ თემაზე ჩატარდა 63 კლინიკური კვლევა,11 000 ინდივიდის მონაწილეობით და 42% შემთხვევაში დიარეის განვითარების რისკი შემცირდა. მაგრამ მეცნიერება ჯერჯერობით არ ფლობს მტკიცებულებებს რამდენად ეფექტურია პრობიოტიკები მოგზაურობის დროს დიარეის თავიდან ასაცილებლად.

„ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მედიკამენტები სრულიად უსარგებლოა“ – აზუსტებს ექიმი. თუმცა მათ ეფექტურობაში დასარწმუნებლად დამატებით კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამ შედეგების მიღებამდე, დღევანდელი რეკომენდაციით, პრობიოტიკების დალევა მიზანშეწონილია დიარეის ყოველი ეპიზოდის შემდეგ, რათა მოხდეს ნაწლავური ფლორის დაბალანსება.

medications-342458_1920

პრობიოტიკები, რომლებიც კაფსულების ან პაკეტების ფორმით არ არის,მაცივარში უნდა შევინახოთ.

ის რაც შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ჩაიტარეთ პრობიოტიკებით ერთ კვირიანი მკურნალობა სანამ გაემგზავრებით და შემდეგ სვით მთელი მოგზაურობის პერიოდში.
  • დაიცავით უსაფრთხოების ზომები: ხელები საპნით დაიბანეთ ყოველი ჭამის წინ, მიირთვით კარგად შემწვარი და მოხარშული ხორცი, უარი თქვით ხილზე, რომელიც თქვენს თვალწინ არ არის გაფცქვნილი. დალიეთ მხოლოდ ბოთლის ან ანადუღარი წყალი. ფრთხილად იყავით ნაყინებთან, რომელიც, როგორც წესი, ონკანის წყლით არის დამზადებული.
  • და თუ მაინც ვერ აიცილეთ თავიდან ტურისტის დიარეა… დროებით ამოიღეთ თქვენი მენიუდან ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და ალკოჰოლი. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ საჭმელს – ბრინჯზე დამზადებულს, ბანანი, კომპოტები, თეთრი ხორცი. წყლის დაკარგვის საკომპენსაციოდ დალიეთ ბევრი წყალი ან მცენარეული ჩაი.  ნაწლავური ფლორის სწრაფად აღსადგენად იმკურნალეთ პრობიოტიკებით. მიუხედავად ამ ზომებისა, თუ დიარეა მაინც არ ნებდება და თან დაღლილობის შეგრძნება ახლავს თან, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შტამები, რომლებიც დიარეის სამკურნალოდ არის მოწოდებული:

lactobacillus rhamnosus

lactobacillus acidophilus

lactobacillus casei

წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 50

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s