როგორ შევარჩიოთ წნევის აპარატი?

blood-pressure-1006791_1280

ბაზარზე წარმოდგენილი უამრავი მოდელიდან უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ელექტრონულ წნევის აპარატს სამკლავურით, რომელიც მხრის დონეზე მაგრდება. ეს მოდელია ყველაზე სანდო და მარტივი გამოსაყენებლად. მაჯის დონეზე თუ გავიზომავთ წნევას, სხვადასხვა მონაცემებს მოგვცემს, რადგან სამაჯურისა და ხელის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე თითის დონეზე გაზომილი წნევა ვერ იქნება ზუსტი.

ბაზარზე სხვადასხვა ფირმებია წარმოდგენილი და ფასებიც შესაბამისად განსხვავებულია. არსებობს ელექტრონული წნევის აპარატები: BPA100+ (Microlife), TB-101(Spengler), ან Auto M3 V2 (Omron). კიდევ არსებობს აპარატები, რომლებიც აიფონზე ან აიპადზე შეგიძლიათ შეაერთოთ. მათი მეშვეობით არა მარტო წნევის გაზომვა და შენახვა შეგიძლიათ, არამედ მონაცემები გაუგზავნოთ ექიმს.

წნევის თვითგაზომვის სამი წესი:

იმისათვის რომ წნევა თავად გაიზომოთ, დაჯექით მაგიდასთან და ხელი გაშალეთ მაგიდაზე. შემდეგ რამდენიმე წუთი მოისვენეთ.

  • დილით გაიზომეთ სამჯერ, ადგომიდან სანამ საუზმეს მიირთმევთ და წამლებს დალევთ.
  • ამჯერ გაიზომეთ საღამოს, სანამ დაწვებით
  • გაიზომეთ ყოველ მესამე დღეს. ყოველდღე წნევის გაზომვა არ არის საჭირო: ექიმთან მისვლამდე თუ ჩაიტარებთ გაზომვების ამ სერიას სრულიად საკმარისია.

წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 60

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s