ზამთარი კარსაა მომდგარი, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ მცენარეული ჩაის რეცეპტები, რომელიც გაციებას, სისუსტეს, უძილობას, სტრესს… თავიდან აგვაცილებს.
ანტისტრესული მცენარეული ჩაი
ინგრედიენტები:
- 30 გ. ტყის ჩიტისთვალას ყვავილი (Galium odoratum, სინ. Asperula odorata L.)
- 30 გ. კუნელის ყვავილი (Crataegus monogyna)
- 30 გ. თავშავას ყვავილი (Origanum majorana)
- 30 გ. მწარე ფორთოხლის ფოთლები (Citrus aurantium var amara, Citrus aurantium L.)
- 30 გ. ბარამბოს ფოთლები (Melissa officinalis)
მომზადების წესი:
ორი ს.კ. მცენარეების ნარევი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში.
აცალეთ 15 წუთი და შემდეგ გაფილტრეთ.
დალიეთ ერთი ფინჯანი დღეში ორ-სამჯერ. ეს ნაყენი ცივიც შეგიძლიათ მიირთვათ. მოერიდეთ გაცხელებას, რადგან მისი სასარგებლო ნივთიერებები ადვილად აქროლადია.
მცენარეული ჩაი მშვიდი ძილისთვის
- 30 გ. პასიფლორას, იგივე „ვნების ყვავილის“ ჰაეროვანი ნაწილები (Passiflora)
- 10 გ. რომაული გვირილის ყვავილები
- 30 გ. ცაცხვის ყვავილი
- 1 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 1 ჩ.კ. თაფლი
მომზადების წესი:
2 ჩ.კ. მცენარეების ნარევი ჩაყარეთ ერთ ფინჯან მდუღარე წყალში, აცალეთ 5 წუთი და შემდეგ გაფილტრეთ.
დაუმატეთ თაფლი, (თუ შესაძლებელია ლავანდის), რომელშიც ლავანდის ეთერზეთს წინასწარ ჩააწვეთებთ.
მიირთვით ერთი ფინჯანი ძილის წინ.
დაბერების საწინააღმდეგო მცენარეული ჩაი
ჩაი ანტიოქსიდანტი
ინგრედიენტები:
- 20 გ. ბექქონდარას ფოთლები (Thymus vulgaris)
- 20 გ. სალბის ფოთლები (Salvia officinalis)
- 30 გ. ურცის ფოთლები (Thymus serpyllum)
- 30 გ. როზმარინის ყვავილები (Rosmarinus officinalis)
- 50 გ. შავი მოცხარის ფოთლები (Ribes nigrum)
მომზადების წესი:
2 ჩ.კ. მცენარეების ნარევი ჩაყარეთ ერთ ფინჯან ადუღებამდე მისულ წყალში.
აცალეთ 10 წუთი.
მიირთვით დილაობით.
დეტოქსიკაციური მცენარეული ჩაი
ეს ნაყენი წვეულების მეორე დღეს დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში.
ინგრედიენტები:
- ქონდარი (ნედლი ან ხმელი)
- როზმარინი (ნედლი ან ხმელი)
- 1 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 1 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 1 ჩ.კ. თაფლი
მომზადების წესი:
სამი თითით, ცოტ-ცოტ აიღეთ ყველა მცენარე და ჩაყარეთ ადუღებამდე მისულ ერთ ფინჯან წყალში. აცალეთ 5 წუთი და გაფილტრეთ.
თაფლს დაუმატეთ ეთერზეთები.
მიირთვით დღეში ორი ფინჯანი, სამი დღის განმავლობაში.
ტონუსის მომცემი მცენარეული ჩაი
ეს ნაყენი მდიდარია ენერგიის მომცემი C ვიტამინითა და ეთერზეთებით.
ინგრედიენტები:
- 3 ცალი ასკილი
- 4 ცალი ხეტუხტის ყვავილის ქვედა მწვანე ფურცლები, (ხეყვავილა, ხევარდი, Hibiscus)
- 1 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 1 წვეთი ჯანჯაფილის ეთერზეთი
- 1 ჩ.კ. თაფლი
მომზადების წესი:
ასკილი და ხეტუხტის ყვავილის მწვანე ფურცლები ჩავყაროთ ერთ ფინჯან ადუღებულ წყალში და ვაცადოთ 5 წუთი.
გაფილტრეთ და დაუმატეთ თაფლში გახსნილი ეთერზეთები.
მიირთვით დღეში ორი ფინჯანი, 4 დღის განმავლობაში.
კუჭნაწლავის დასამშვიდებელი მცენარეული ჩაი
ეს ჩაი მოგიხსნით მუცელში სიმძიმის შეგრძნებასა და შებერილობას.
ინგრედიენტები:
- 10 გ. ბარამბოს ფოთლები
- 5 გ. პიტნა
- 10 გ. მწვანე ანისი (თესლი)
- 20 გ. სურნელოვანი ვერბენას ფოთლები
- 20 გ. როზმარინის ფოთლები
მომზადების წესი:
1 ს.კ. მცენარეების ნარევი ჩაყარეთ 1/4 ლიტრ ადუღებულ წყალში.
აცალეთ 5 წუთი გაიჟღინთოს, გაფილტრეთ და შემდეგ 10 წუთი დაისვენოს.
მიირთვით დღეში ორი ფინჯანი ჭამის შემდეგ, ცხელი და თაფლით დამტკბარი.
წყარო: Top Santé, Décembre 2012, p. 82-84
Catégories :ფიტოთერაპია