ქოქოსის ზეთი სამზარეულოში ალბათ ყველას გამოგვიყენებია, მაგრამ გარდა ამისა, ქოქოსის ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კოსმეტიკის არა ერთი საშუალება. ეს „ყველაფერი ერთში“ ინგრედიენტი ატენიანებს კანს, ხსნის მაკიაჟს… თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ქვემოთ გიამბობთ ქოქოსის ზეთის გამოყენების ყველა მეთოდს (სანამ უფრო მეტს აღმოვაჩენთ), რათა გამოიყენოთ თქვენს ყოველდღიურ, კოსმეტიკურ რუტინაში.
თმის ნიღაბი
ქოქოსის ზეთს ოთახის ტემპერატურაზე კრემისებური კონსისტენცია აქვს და თხევად მდგომარეობაში გადადის თუ 24.4 C -ზე შევათბობთ. სანამ შხაპს იღებთ ქოქოსის ზეთის ქილა თბილ წყალს შეუშვირეთ, ზედ იდინოს. შამპუნის შემდეგ ქოქოსის ზეთი წაისვით სველ თმაზე და რეზინით შეიკარით. აცალეთ სულ მცირე 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ, რათა თმა დაატენიანოს და ბუნებრივი ბზინვარება დაუბრუნოს.
სხეულის ზეთი
ქოქოსის ზეთი სხეულს სინათლის ანიჭებს და ატენიანებს. წაისვით შხაპის მიღების შემდეგ, რათა თბილ სხეულზე ადვილად შეიწოვოს. ზეთს შეიძლება ტროპიკული სუნი დაჰკრავდეს. შეგიძლიათ შეურიოთ მენთოლის ან ლავანდის ზეთი.
ტუჩის ბალზამი
დამსკდარი ტუჩები უკვალოდ გაქრება ულტრა-დამატენიანებელ ქოქოსის ზეთს თუ წაისვამთ. გადმოასხით ცოტაოდენი ზეთი კონტაქტური ლინზების კონტეინერში და ჩაიგდეთ ჩანთაში, გადაისვით თითით დღის განმავლობაში.
ნუნების დამარბილებელი
ტუჩის ბალზამის კონტეინერი, გაყოფილი ნუნების მოსავლელადაც გამოგადგებათ. გადაისვით დღის განმავლობაში ქოქოსის ზეთი თითებზე და აცალეთ რომ შეშრეს. ფრჩხილებს ამაგრებს და ნუნებს ნაზად ატენიანებს. თქვენი ხელები ასე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
ქვედა ქუთუთოს კრემი
თვალის ქვედა ქუთუთო ძალიან ნაზი და თხელია, მიდრეკილია წვრილი ხაზების, შეშუპებისა და მუქი წრეების გაჩენისკენ. თუ ძვირიან კრემებში ფულის გადახდა არ გიყვართ, მაშინ ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. სანამ წაისვამთ ქოქოსის ზეთს თითებში მოსრისეთ.
თმის დახვევის პრევენციისთვის
ბარდის მარცვლის ოდენა ქოქოსის ზეთი მოსრისეთ თითებში, რომ შეთბეს და წაისვით თმის ბოლოებზე, რამდენიმე სმ სიგრძეზე, შედეგად დღის განმავლობაში გასწორებული თმა არ დაიხვევა. თუ ძალიან სქელი და ხვეული თმა გაქვთ, თმის შუა სიგრძიდან ბოლომდე წაისვით ქოქოსის ზეთი. გარდა დახვევის პრევენციისა, ქოქოსის ზეთი თმას რბილს და ბზინვარეს ხდის.
სინათლის მიმცემი
კანს ნათელი ფერი ბუნებრივად აქვს, მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ რომ ეს ბუნებრიობა არ გაქვთ, გადაისვით ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი ყვრიმალებზე, ზედა ტუჩის მიდამოში და ზუსტად წარბებს ზემოთ, რათა დაატენიანოს კანი და შინაგანი სინათლე მიანიჭოს.
მაკიაჟის მოსახსნელი
1 ჩ.კ. ან ნაკლები ქოქოსის ზეთით მარტივად მოიშორებთ მთელ მაკიაჟს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ჩერდება კოსმეტიკა კანზე. შემთბარი ქოქოსის ზეთი მასაჟით წაისვით პირდაპირ კანზე, როგორც კი მაკიაჟი დადნება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ქოქოსის ზეთის შემცველი, სველი, მაკიაჟის მოსახსნელი ხელსახოცების დასამზადებლად: კოტონების შესაბამისი რაოდენობის – ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში. კოტონები ჩააწყეთ ზეთში და აცალეთ მთელი ღამე გაიჟღინთოს. შემდეგ შეგიძლიათ კოტონები თავისივე კონტეინერში დააბრუნოთ და ყველგან თან იქონიოთ.
ტანის სკრაბი
შეურიეთ ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი ან შაქარი იგივე რაოდენობის გამდნარ ქოქოსის ზეთს და დაიმუშავეთ კანის ყველა გაუხეშებეული ნაწილი. სკრაბი ატენიანებს და თან კანს აცლის მკვდარ უჯრედებს.
შედეგად მიიღებთ ბავშვის კანს. ქუსლებისა და იდაყვებისთვის შეგიძლიათ მარილი ან შაქარი კიდევ დაუმატოთ. სურნელებისთვის ლავანდის ზეთი გამოიყენეთ.
საპარსი კრემი
თუ გაგითავდათ საპარსი მუსი, ქოქოსის ზეთი გიშველით! თბილი წყლის ქვეშ შეათბეთ ქოქოსის ზეთის ბოთლი და წაისვით ფეხებზე. საპარსი ადვილად ისრიალებს ფეხზე და გაპარსვის შემდეგ ფეხი დატენიანებული გექნებათ. რჩევა: შხაპის ქვეშ არ გაიპარსოთ, ზეთი ძალიან სრიალებს და საპარსს მშრალი ხელით უფრო ადვილად დაიკავებთ.
წყარო:http://www.health.com/health/gallery/0,,20855271,00.html#makeup-remover-1
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები, ჩვენი რჩევები