ქარში, სიცივეში, ტემპერატურის ცვლილებისას ხელები წითლდება და უცებ გამოშრება. ერთი თხილისგულის ოდენა ხელის კრემი ხელებს სირბილეს უბრუნებს, თუმცა საინტერესოა როგორ შევარჩიოთ ხელის კრემი?
ის რასაც ხელის კრემი უნდა შეიცავდეს…
- ცხიმოვანი მჟავები და კერამიდები
ეპიდერმისის რქოვანი შრის აღსადგენად საუკეთესო ინგრედიენტებს წარმოადგენს, ომეგა-3 და ომეგა-6-ით მდიდარი მცენარეული ზეთები (არგანი, გარგარი, თხილი, ნუში, ჟოჟობა) და კარაქები (შიისა და მანგოს კარაქი). ესენი არიან სწორედ ბრწყინვალე საშუალებები, როცა საქმე რეგენერაციას ეხება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ქიმიური ნივთიერებებიც (პალმიტინის მჟავა და სტეარინის მჟავა).
- ცვილები
ცვილები ეპიდერმისის მიერ წყლის დაკარგვის შესაჩერებლად არიან მოწოდებული. კანის ზედაპირზე ქმნიან ოკლუზიურ და ნახევრად-ოკლუზიურ შრეს. ეს უკანასკნელი ხელს უშლის ქსოვილებში არსებული წყლის აორთქლებას და ხელის გამოშრობას. ამ მიზნით, ბუნებრივ პირობებში, ფუტკრის ცვილს ან ქოქოსის ზეთს ვხმარობთ. ტრადიციულ კოსმეტიკაში ხმარობენ მინერალურ ზეთებს (მიკროკრისტალური ცვილი).
- დამატენიანებელი შემადგენლები
გლიცერინი (ან გლიცეროლი) ნამდვილი ხაფანგია კანის ზედაპირზე არსებული სითხისთვის. შემადგენლობაში ასევე შეიძლება ვნახოთ ე.წ. NMF (ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორი), შარდოვანა, სკვალანი, სინთეზური ან ბუნებრივი წარმოშობის, რომელთა შემადგენლობა ახლოს არის ადამიანის ცხიმთან.
- ანტირადიკალები
E ვიტამინი, კენკრა (მოცვი, ბროწეული…) კანს გარეგანი აგრესიისგან იცავენ.
- შეხორცების ხელშემწყობი აგენტები
ესენი კანზე არსებულ პატარა ნაკაწრებს აღადგენენ. მაგალითად პანთენოლი (პროვიტამინი B5), რომელიც ქსოვილის აღდგენას უწყობს ხელს და აუმჯობესებს მისი ტენიანობის ხარისხს.
- დამამშვიდებელი აგენტები
კალენდულა, ვარდის წყალი, ან ბისაბოლოლი (ამ ნივთიერებებს ხელის მოვლის ყველა საშუალებაში ვნახავთ).
- და ასევე…
ტექსტურის აგენტები. ემულსიფიკატორები (გლიცერინის სტეარატი, ნატრიუმის სტეაროილ გლუტამატი) რომლებიც კრემის ხელზე მარტივად წასმას უწყობენ ხელს.
ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (კაპროლოილ გლიცინი) კრემის თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფენ.
ის რასაც უნდა ვერიდოთ…
- სილიკონები
ამ ნივთიერებებს იყენებენ კანზე მექანიკური ბარიერის შესაქმნელად. სილიკონები კანს იცავენ კლიმატის აგრესიული და ქიმიური ზემოქმედებისგან, თუმცა კანს არ უვლიან.
წყარო: Top Santé, N°258 Mars 2012, p.34
Catégories :ჩვენი რჩევები