თუ უეცრად მხედველობის არეში შავი ლაქები გაჩნდა, პერიოდული განათებებით, სასწრაფოდ მიმართეთ ოფთალმოლოგს. საქმე შეიძლება ბადურის ჩამოშლას ეხებოდეს და მკურნალობა დროულად უნდა დავიწყოთ.
საუბრობს ქირურგი-ოფთალმოლოგი სედრიკ აკნინი, საფრანგეთი.
ბადურის ჩამოშლა ყველაზე ხშირად 50 წლის შემდეგ გვხვდება
ბადურის ჩამოშლა ხდება მასზე პატარა დაზიანებების გაჩენის შემდეგ. ბადურა თხელი მემბრანაა, რომელიც თვალის უკანა კედელს ამოფენს. დაზიანებები გამოწვეულია მინისებური სხეულის მოძრაობებით (გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც თვალის კაკალს ამოფენს), და მასთან ერთად ბადურას. არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ დაავადებას: მიოპია, დიაბეტი, ქირურგიული ჩარევა (კატარაქტა)… ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის ტრავმით.
სწრაფად უნდა ჩავერიოთ, რათა მოხდეს ბადურის ხელახლა მიმაგრება
ბადურა ჩამოშლის შემდეგ იკუმშება. „ბადურის ჩამოშლა თუ მიაღწევს მხედველობის ცენტრს მისი კვლავ მიმაგრება უნდა მოხდეს 48 საათში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობას საფრთხე ემუქრება“ – გვაფრთხილებს ქირურგი. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ბადურის კვლავ მიმაგრებას თვალის უკანა კედელზე და დაზიანების დახურვას.
განაკვეთი კეთდება ცივი წვით (კრიოთერაპია) ან ლაზერით, შემდეგ ხდება ბადურის შეკავება სანამ შეხორცდება, რაც ორი გზით კეთდება: თვალის გარედან ხდება პატარა ღრუბელით ფიქსაცია და მეორე მეთოდი გაზით ან სილიკონის ზეთის წნევით ხდება შეკავებაა. „რეციდივი არც თუ ისე იშვიათია. გამოჯანმრთელება 95% შემთხვევაში გვაქვს და ხშირად რამდენიმე ოპერაციის ჩატარება გვჭირდება“.
წყარო: Top Santé, N°258 mars 2012 p.70
Catégories :ჩვენი რჩევები