ფრჩხილის ლაქის ხმარების წესები

hand-1498936_1280

საუბრობს მიშელ ლო მეთღი, ფირმა La Roche-Posay დერმატოლოგი და მრჩეველი 

ფრჩხილის ლაქი ქიმიური ნივთიერებაა

მართალია. ფრჩხილის ლაქი შედგება მინერალური ან ორგანული პიგმენტებისგან და ფისებისგან. ცხიმიანობის გასაზრდელად და ადვილად წასასმელად – გასამაგრებლებსა  (სილიციუმი) და გამხსნელებს (აცეტონი, ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი  და ეთილის აცეტატი) უმატებენ. ეს ნივთიერებები აორთქლების შემდეგ ლაქის გამაგრებას ახდენენ. ტოლუოლი აძლევს დამახასიათებელ სუნს. ლაქი ასევე შეიცავს ემულსიურ აგენტებს (წყალი, ზეთები).

ფრჩხილის ლაქის ხშირი წასმა არ არის სასარგებლო 

მართალია, რადგან ფრჩხილი სუსტდება, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი იყოფა ან გოფრირებულია უფრო კერატინიზაციის პრობლემასთან გვაქვს საქმე (კერატინის წარმოქმნის დარღვევა, რომელიც ფრჩხილის შემადგენლობაში შედის). ეს უკანასკნელი გამოწვეულია ვიტამინების ან მინერალური მარილების ნაკლებობით ან აგრესიული საყოფაცხოვრებო პროდუქტების გამოყენებით. დამატებით თუ მივიღებთ ოლიგოელემენტებს და ვიტამინებს შეიძლება გვიშველოს. განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ სარეცხ საშუალებებთან კონტაქტს და ხელთათმანები ვიხმაროთ.

ფრჩხილის ლაქი ფრჩხილებს აზიანებს

მცდარია და მართალია. ფრჩხილის დაცვა შეგვიძლია თუ ჯერ დამცავ ფენას წავისვამთ. შედეგად ფრჩხილს დავიცავთ გაყვითლებისგან და სხვადასხვა პიგმენტების მოქმედებისგან. ასევე დამცავი ფენა გაასწორებს ჯერ კიდევ შეუმჩნეველ ღარებს ფრჩხილზე. ამის შემდეგ დავიცადოთ ოცი წუთი და შემდეგ წავისვათ ლაქის ორი თხელი ფენა, რათა არ მოვახდინოთ ფრჩხილის „ასფიქსია“.  დასასრულს, იდეალური იქნება ერთი დამცავი ფენის გადასმა. დროთა განმავლობაში ლაქი თავის ბოთლში ცომისებური ხდება, არ შეიძლება გამხსნელის ჩასხმა, რადგან ეს უკანაკნელი ცვლის მის ფორმულას, რომელიც ზეთებისა და წყლისგან შედგება და თავის მხრივ იცავს ნუნებს.

ლაქის წასმებს შორის ფრჩხილი უნდა დავასვენოთ

მართალია. დრო და დრო ფრჩხილს სუნთქვის საშუალება მიეცით. მაგალითად, ზამთარში ფეხის ფრჩხილზე ნუ წაისმევთ ლაქს. თუ გიჭირთ ლაქის გარეშე ყოფნა, წასმასა და წასმას შორის, სულ მცირე, ორდღიანი შუალედი მაინც გააკეთეთ.

ფრჩხილები თუ დაღარულია, მტკვრევადი და დასუსტებული, უმჯობესია თუ ლაქს არ წავისვამთ

მცდარია. ეს მოსაზრება არ არის ბოლომდე მართალი. რადგან ფრჩხილის ლაქს თუ ჭარბად არ მოვიხმართ (ბოროტად არ ვიყენებთ) ფრჩხილს გარკვეულწილად ისიც იცავს. თუ სამკურნალო ნივთიერებებსაც შეიცავს ეს კიდევ ერთი უპირატესობაა, მაგალითად იცავს დაყოფისა და ღარებისგან. ჩვენი ფრჩხილები ყოველდღიურად ღებულობს ტრავმებს: ეს იქნება კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭვდვა, საოჯახო საქმეები, დასუფთავება თუ ხშირი კონტაქტი წყალთან. ლაქის ფენა ფრჩხილს ხდის უფრო მტკიცეს და გარეგანი აგრესიული აგენტებისთვის ნაკლებად შეღწევადს.

ფრჩხილი კარგად ღებულობს იმ ლაქებს, რომლებიც გამხსნელებს არ შეიცავენ

მართალია. ლაქის შექმნისას პირველ რიგში ითვალისწინებენ რომ ფორმულამ კონტაქტისას არ გამოიწვიოს ალერგია. ფრჩხილი თუ მოხვდა კანზე, განსაკუთრებით თვალის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილში, შეიძლება გამოიწვიოს ამ ტიპის რეაქცია. პირველ რიგში ალერგიის გამომწვევები შეიძლება იყვნენ კანიფოლი და ფიჭვიდან მიღებული ფისი. თუმცა, ასევე გამხსნელებმა (აცეტონი, ტოლუოლი), დიდი ხნით შეიძლება დააზიანონ კერატინი და გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

რეკომენდებულია სამკურნალო ლაქების გამოყენება

მართალია. თუმცა ეს ლაქები უნდა შევარჩიოთ ფრჩხილისა და წასმის მიხედვით. ფრჩხილს თუ აქვს ღარები, იყოფა და იმტვრევა – სილიციუმით გამდიდრებული ლაქი დაგვჭირდება. ეს უკანანასკნელი ამაგრებს კერატინს და ამცირებს ფორებს. ეს ლაქი რეკომენდებულია მათთვის, ვინც მთელი წლის განმავლობაში ხმარობს ფრჩხილის ლაქს, რადგად დამამშვიდებელი აგენტებით არის მდიდარი. უფრო სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია თუ დერმატოლოგს მიმართავთ და შესაძლებელია, დამატებით, გოგირდის შემცველი ამინომჟავები დაგჭირდეთ.

საშიშია თუ მუქი ფერის ლაქი ფრჩხილს ღებავს 

მცდარია. უფრო არაესთეტიურია, ვიდრე საშიში. შეიძლება ფრჩხილის ზედაპირის ნაზი პოლირება მოვახდინოთ, ან დაველოდოთ სანამ ფრჩხილი სრულად გაიზრდება, რასაც ერთი წელი დასჭირდება. ფეხის ფრჩხილებს წლების მატებასთან ერთად აქვს გასქელებისა და ფერის შეცვლის ტენდენცია. ასევე შეგვიძლია მათი პოლირება მოვახდინოთ.

ლაქის მოსაშორებელი აგრესიული აგენტია?

ლაქის მოშორებისას ფრჩხილები თეთრდება? ეს ფრჩხილის რეაქციაა აცეტონზე. უმჯობესია, თუ ლაქის მოსაშორებელს შეცვლით. ყურადღება მიაქციეთ სუნს, ძლიერი სუნის გამხსნელი აშრობს და ასუსტებს ფრჩხილებს. შეარჩიეთ უფრო ნაზი ფორმულა, აცეტონის გარეშე. 

წყარო: Top Santé, N°258 mars 2012 p.36-37

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s