ანორექსია სულ უფრო ხშირად გვხვდება მოზარდებში, ზოგჯერ 8-10 წლიდან, გოგონებში და ბიჭებშიც. აუცილებელია კარგი მეთვალყურეობა რომ არ მოხდეს ზრდის შეფერხება და ფსიქოლოგიური დახმარება, რათა ბავშვებმა დააღწიონ თავი ანორექსიას.
საუბრობს მარი როზ, მორო, პედოფსიქიატრი, პარიზი, საფრანგეთი
მენტალური ანორექსია სულ უფრო ადრეული ასაკიდან იწყება, ზოგჯერ სქესობრივ მომწიფებამდე, რაც ძალიან იშვიათი იყო სულ რაღაც ათი წლის წინ. „ზოგიერთ პატარა გოგონას უცბად ეწყება კვებითი ქცევის დარღვევები, რაც მანამდე არ აწუხებდათ. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევაა. სხვა შემთხვევაში, მოზარდს ცუდი კვება შეიძლება ყოველთვის ჩვევაში ჰქონდეს და სულ მუდამ „იკენკებოდეს“ …“– ამბობს პედოფსიქიატრი. არც ბიჭები არიან გამონაკლისი: სქესობრივ მომწიფებამდე 30-40% შემთხვევაში გვხვდება ანორექსია, ხოლო მოზარდობის პერიოდში ეს მაჩვენებელი 10%-ია.
ეს ბავშვები აჩერებენ ზრდას და წონაში მატებას, ზოგჯერ ხდებიან კიდეც. თუ დროულად არ მივხედეთ ტანმორჩილნი დარჩებიან! უჩივიან თავის ტკივილს, გულისრევას, მუცლის ტკივილს…„პატარა გოგონებს ქალურობის ეშინიათ: ჰქონდეთ მკერდი, მენსტრუაცია, დაემსგავსონ დედას… უჭირთ ამ თემის გათვითცნობიერება და მასზე საუბარი. ოჯახები ხშირად ნერვიულობენ ბავშვის ჯანმრთელობაზე და მათი დამცველოთი რეაქციაც ხშირად გადაჭარბებულია“ – ასკვნის ექიმი.
ანორექსიის მკურნალობა უნდა იყოს როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა (წონა, სიმაღლე, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა) ასევე ფსიქოლოგიური, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას და მედიკამენტების მიღებას გარდამავალ პერიოდებში – მცირე დოზებით, თუ ძლიერი გაღიზიანება და შფოთვა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ოჯახური თერაპია.
გვითხარით ექიმო, რომელია განგაშის ნიშნები?
- თავიდან მოზარდი იწყებს პატარა დიეტით
სურს თავისი „სიმრგვალეების“ გაქრობა.
- შემდეგ მოდის იდეაფიქსი
კვების თემა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. თავად იწყებს მზარეულობას, ამბობს უყვარს გემრიელი საჭმელები, მაგრამ დიდ ყურადღებას აქცევს ზედმეტი არ მოუვიდეს.
- გულს ირევს
ყურადღება მიაქციეთ თუ ყოველი ჭამის შემდეგ შედის ტუალეტში.
- თანდათან ხდება, მაგრამ მალავს
ფართო ტანსაცმლის წყალობით სიგამხდრე ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
- არასოდეს არის ისეთი გამხდარი, როგორიც მას სურს
გაუკვირდება, როცა ეტყვით რომ გახდომა არ სჭირდება.
- მიისწრაფვის სრულყოფისკენ
არის ძალიან აქტიური, ბეჯითი, სკოლაში თავს წარმოაჩენს.
- ექიმთან წასვლა არ უნდა
მისი აზრით პრობლემა არ არსებობს, თქვენი ეჭვები საფუძველს მოკლებულია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ რომ თავად არაფერზე წუწუნებს…
- შეუწყდება მენსტრუაცია
ფრთხილად იყავით, ეს მძიმე ნიშანია და სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
წყარო: Top Santé, N°268 Janvier 2013, p.92
Catégories :0-დან 18 წლამდე