შაქრის შემცვლელები

მურაბები

საუბრობს კაროლინ გაე, დიეტოლოგი, ფიტოთერაპევტი, პარიზი, საფრანგეთი

სტევია

ყველაზე ძლიერი

ეს რა არის?

ძლიერი დამატკბობელია (Stevia rebaudiana). ეს არის მცენარე სტევიას ექსტრაქტი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ხარობს. თეთრი ფხვნილია და ძალიან ჰგავს შაქარს. არ აგერიოთ მშრალ სტევიაში, რომელიც ასევე იყიდება და უბრალოდ გამომშრალი მცენარეა, გარდაქმნის გარეშე.

ექსპერტის აზრი

300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი და უკალორიო. მისი სტევიოციდები დაბლა სწევენ არტერიულ წნევასა და გლიკემიას. მაგრამ ამ მიზნით უმჯობესი იქნება თუ ხილსა და ბოსტნეულს მიიღებთ, ასევე ნიორსა და ზეითუნის ზეთს.
დღემდე არსებული მონაცემებით მისი გამოყენება ჯანრთელობას პრობლემას არ უქმნის. შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ როგორც სიტკბო, თუ მცენარის სპეციფიური გემო მოგწონთ, რომელიც ბოლოში დაჰყვება, მაგრამ მე მის ხმარებას, მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ.

სამზარეულოში

შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელში გამომცხვარ დესერტებში, თუ ცხობა მოკლე ხნიანი იქნება და 120°C- 180°C არ გადააჭარბებს. სტევია არ გამოდგება ზევიდან მოსაბრაწად და კარამელიზებისთვის. მაღალი ტემპერატურა აძლიერებს მის სპეციფიურ გემოს. შეგიძლიათ იხმაროთ ცხელ სასმელებში, მაწონში, იოგურტებში, ხილის სალათებში…

breakfast-174686_1280

ერითრიტოლი

იდეალურია დიაბეტიკებისთვის

ეს რა არის?

ერითრიტოლი არის პოლიოლი (polyol) ქსილიტოლის მსგავსად, ოღონდ უფრო ადვილია მოსანელებლად. ამ ნივთიერებას ვხვდებით ნესვში, მსხალში, ყურძენში, სოკოებში… წარმოებაში ერითრიტოლი მიიღება გლუკოზის სპეციალურ საფუარებთან ფერმენტაციით.

ექსპერტის აზრი

უკალორიოა, ნულოვანი გლიკემიური ინდექსის გამო არ ახდენს გავლენას ინსულინის სეკრეციაზე. ერთი შეხედვით იდეალური პროდუქტია, რადგან არც შებერილობას იწვევს. სამწუხაროდ, სამზარეულოში მისი გამოყენება ყოველთვის მარტივი არ არის.

სამზარეულოში

იგივე დოზირებით შეგვიძლია ვიხმაროთ როგორც შაქარი. მენთოლის გემო აქვს, რაც ზოგ შემთხვევაში უპირატესობაა და ზოგ შემთხვევაში ნაკლი, იმის მიხედვით თუ რას ვამზადებთ. მისი ძალიან ტკბილი გემო უცებ ქრება… სამწუხაროდ სითხეებში ცუდად იხსნება (ბლინების ცომში, სასმელებში…). კარგია ასაფუებელ ცომში.

ქსილიტოლი

ყველაზე ახლოს არის შაქართან

ეს რა არის?

ქსილიტოლი არის არყის ხის, სიმინდის… ექსტრაქტი. ქარხნული კანფეტები ხშირად მზადდება სიმინდის ქსილოტილზე (შემავსებელი E 967). იაფია, მაგრამ პოტენციურად ალერგიული და გენმოდიფიცირებული. ქსილოტილი კარგია კბილებისთვის: არის კარიესის საწინააღმდეგო, ებრძვის კბილის ნადებსა და დემინერალიზაციას.

ექსპერტის აზრი

გარეგნულად და გემოთი ყველაზე მეტად ჰგავს შაქარს, მაგრამ ნაკლებად ენერგეტიკულია. ქსილიტოლი ჩემი რჩეულია, იმ პირობით, თუ არყის ხისგან არის დამზადებული (ეტიკეტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ). თუ წარმომავლობა არ არის მითითებული ასეთ პროდუქტს მოერიდეთ. ნაკლი: ცუდი მოსანელებელია, შებერილობასა და დიარეას იწვევს.

სამზარეულოში

აქვს ხილის სურნელი, ამიტომ იდეალურია მურაბებში, კომპოტებში… ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ნამცხვრის რეცეპტებში, რომელიც არ ფუვდება (ორცხობილა…).

აგავის სიროფი

ყველაზე ნატურალური

ეს რა არის?

ეს არის კაკტუსის გაცხელებული წვენი, ცნობილია „თაფლის წყლის“ სახელითაც. შეიცავს 90% ფრუქტოზას. მისი სიროფისებური ტექსტურა აკაციის თაფლს ჰგავს, მხოლოდ უფრო თხევადია.

ექსპერტის აზრი

დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო არ იწვევს გლიკემიას. უფრო ტკბილია ვიდრე შაქარი, ამიტომ ნაკლებს მოვიხმართ. მისი პრებიოტიკი მოლეკულები სასარგებლოა ნაწლავური ფლორისთვის. სამწუხაროდ, ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო მაღლა სწევს პანკრეასისთვის მავნე, ტრიგლიცერიდების დონეს, ამიტომ დიაბეტიკები უნდა მოერიდონ. აგავის სიროფს ასევე არ ვურჩევ ჭარბი წონის მქონე ინდივიდებს, რადგან ისეთივე კალორიულია როგორც შაქარი და ამასთან წარმოადგენს ჰიპერგლიცერიდემიის რისკფაქტორს.

სამზარეულოში

არ აქვს გემო, ამიტომ არ იძლევა არომატს. კარგია ცხელი სასმელებისთვის, დესერტებისთვის (რძიანი ბრინჯი, კრემები…), ბლინებზე მოსასხმელად…

წყარო: Top Santé, N°261, Juin 2012, p. 138-139

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s