ხის სოკო შიიტაკე ასტიმულირებს იმუნიტეტს

shiitake-7002_1280

საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი ფრანკ დუბუსი

შიიტაკე ოცი წელია რაც სახელს იხვეჭს და მეორე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სოკოებს შორის. ეს უმიზეზოდ არ ხდება: მკვლევარები გვარწმუნებენ რომ შიიტაკე ჩვენს ბუნებრივ დამცველობით ძალებს აძლიერებს!

შიიტაკე (Lentinus edodes) სოკოა, რომელიც აზიურ მუხაზე იზრდება, სახელად – „შიი“. შიიტაკე თავისი რბილი ტექსტურის, ხის არომატისა და სასარგებლო თვისებების გამო ათასწლეულებია აზიაში საკვებად გამოიყენება. თუმცა ეს სოკო მაინც დღეგრძელობის წამლად არის მიჩნეული. იაპონელი მეცნიერები 80-იან წლებში დაინტერესდნენ მისით, ვარაუდობდნენ რომ ანტიკანცერული მოქმედება ჰქონდა, რაც დადასტურდა კიდეც.  „ეს სოკო დღეს ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, როგორც ქიმიოთერაპიის დამატება“ – ადასტურებს ფრანკ დუბუსი. მის იმუნოსტიმულატორულ როლს განაპირობებს პოლისაქარიდები (რთული შაქრები), გარდა ამისა, მათ საინტერესო ანტივირუსული მოქმედებაც აქვთ. მომავალში იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალო თვისებებიც შეიძლება აღმოაჩნდეთ, მაგალითად შიდსის (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი).

შიიტაკე აყოვნებს დაბერების პროცესს

შიიტაკე კარგი ანტიოქსიდანტია, ფენოლების (ან პოლიფენოლების) წყალობით. „ეს მოლეკულები იცავენ უჯრედებს, თავისუფალი რადიკალების დაჭერით“ – ამბობს ფრანკ დუბუსი. მათი რეგულარული მოხმარება სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად, გრძელვადიან პერიოდში, გვაძლევს შედეგს. ხელს უშლიან გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს.

მოქმედებს ვირუსების წინააღმდეგ

შიიტაკეს ერთერთი უმთავრესი ფუნქცია არის იმუნური სისტემის სტიმულირება. მისი პოლისაქარიდები ხელს უწყობენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებისგან თავდაცვაში: ამოიცნობენ ვირუსებს და ანეიტრალებენ. შიიტაკეს ხშირად უწერენ გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისთვის. ასევე გამოიყენება გინგივიტისა და აფთების დროს პირის ღრუს სავლებად.

ებრძვის კიბოს

უკვე თხუთმეტი წელია შიიტაკე გამოიყენება ქიმიოთერაპიაში, რადგან მისი ერთერთი პოლისაქარიდი – ლენტინანი აძლიერებს კიბოს „მკვლელი“ უჯრედების მოქმედებას, რაც აჩვენა არაერთმა კვლევამ. რამდენიმე სამედიცინო გუნდი პაციენტებს შიიტაკეს ინტრავენურ ინექციას უკეთებს მაღალი დოზებით, პანკრეასის, ღვიძლისა და ნაწლავის კიბოს დროს. სხვა სიმსივნეების დროს მისი გამოყენება შესწავლის პროცესშია.

სასარგებლოა მისი გამოყენება შიდსის დროს

ამ სოკოს სამიზნე მოქმედება აქვს ზუსტად იმუნურ სისტემაზე. მისი სამკურნალო თვისებები დადასტურებულია იმუნური სისტემის დეფიციტით მიმდინარე დაავადებების დროს, როგორიცაა შიდსი. „ქალაქ რენში (საფრანგეთი) ექიმი შევალიეს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შიიტაკე აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას – ამბობს ჩვენი ექსპერტი. ასევე ახდენს ოპორტუნისტული დაავადებების განვითარების პრევენციას (ინფექციები, რომლებიც იმუნური დეფიციტის დროს ვითარდება)“.

შიიტაკე დაბლა წევს ქოლესტერინს

„შიიტაკე საკვები ბოჭკოების კარგი წყაროა, რომლებიც ლიპიდების დონეს სისხლში დაბლა სწევენ“ – ამბობს ფრანკ დუბუსი. მაგრამ, გარდა ამისა, შეიცავს შენაიერთს, სახელად -ერითადენინი, რომელსაც აქვს ჰიპოქოლესტეროლემიური მოქმედება (სისხლში ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა). შიიტაკეს ეს თვისებაც მეცნიერულად დადასტურებულია.

mushroom-911942_1280

არსებობს უსართხოების ზომები შიიტაკეს მიღებისას?

  • შიიტაკე არ უნდა გამოვიყენოთ ჰიპერეოზინოფილიის დროს 

ალერგიების დროს გვაქვს სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის, კერძოდ, ეოზინოფილების მომატება

  • არ შეიძლება გამოვიყენოთ ორსულებში

ასევე მეძუძურ ქალებსა და პატარა ბავშვებში

  • გამოვიჩინოთ სიფრთხილე ანტიკოაგულაციური მკურნალობის დროს

შიიტაკემ შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება. ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კანზე გამონაყარის სახით. 

შიიტაკე პრაქტიკაში

სად შევიძინოთ?

აზიურ და ბიო მაღაზიებში. შიიტაკე იყიდება მშრალი სოკოს (დეჰიდრატირებული) სახით და ცოცხალი, ასევე კაფსულებსა და ამპულებში. აზიურ მაღაზიებში, როგორც წესით, დეჰიდრატირებული სახით იყიდება.

შეგვიძლია ჩვენთითონ მოვიყვანოთ?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ თავად მოაშენოთ. არსებობს შიიტაკეს მოსაშენებელი ნაკრები, რომელიც რამდენიმე თვეში მოგცემთ სოკოს.

როგორ გამოვიყენოთ?

უმჯობესია თუ წვნიანს მოვამზადებთ, რათა ვისარგებლოთ მისი აქტიური ნივთიერებებით. შიიტაკეს პოლისაქარიდები წყალშიხსნადია.

წყარო: Top Santé, N°261, Juin 2012, p. 72-73

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s