საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი ფრანკ დუბუსი
ქაცვი (Hippophae rhamnoides L.) წინა ხაზზე დგას დედამიწაზე ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულების მქონე მცენარეების რიგში. შეიცავს 30-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხლის წვენი, ასევე, უიშვიათეს, უჯერ ცხიმოვან მჟავებსა და საკვები ნივთიერებების დაუჯერებლად მდიდარ პალიტრას.
ქაცვი ნაჩვენებია ანემიის დროს
ანემია თუ რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული, სპილენძით, C ვიტამინითა და პოლიფენოლებით მდიდარი ქაცვი ორგანიზმის მიერ რკინის აბსორბციის საუკეთესო პირობებს ქმნის. მიიღეთ დილას და შუადღეს 1 ს.ფ.კოვზი ქაცვის მაწონში ან იოგურტში განზავებული წვენი, 3-6 კვირის განმავლობაში.
ახდენს ინსულტის პრევენციას
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ქაცვის ზეთი ხელს უშლის ცხიმების დალექვას სისხლძარღვების კედლებზე და შედეგად სისხლძარღვების დიამეტრის შევიწროებას. „კენკრაში შემავალი ფლავონოიდები ხელს უწყობენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და შესაბამისად ანიჭებენ მათ დილატაციის (გაფართოების) უნარს, შედეგად სისხლი თავისუფლად კვებავს ქსოვილებს“ – აზუსტებს ფრანკ დუბუსი. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ქაცვი იცავს გულის კუნთის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან (რაც იწვევს უჯრედების დაბერებას), განსაკუთრებით თამბაქოს მომხმარებლებში.
ქაცვი გვიცავს გრიპისგან
ქაცვის წვენი ორგანიზმს აძლევს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მას იმუნური ძალების მობილიზებაში ეხმარება. „C ვიტამინი მარტო არ მოქმედებს ორგანიზმში, პროცესში ასევე ერთვება სელენიუმი და სპილენძი. ეს მკურნალობა უნდა ჩავიტაროთ სამი კვირის განმავლობაში“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი.
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
გრძელვადიან პერიოდში ქაცვის ზეთი ორგანიზმს იცავს გასტროდუოდენალური წყლულის განვითარებისგან. „შემახორცებელი, ანტისეპტიკური და შემკვრელი ქაცვი მჟავიანობას ასუსტებს“- ამბობს ფრანკ დუბუსი. შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, რეკომენდებულია დიარეის დროს, ასევე ბავშვებში მოქმედებს, როგორც ანტიპარაზიტული საშუალება.
იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
E ვიტამინისა და კაროტინოიდების წყალობით რომლებიც ქაცვის ზეთშია, ეს კენკრა იცავს ნერვულ სისტემას. ჟანგავს ცხიმებს და აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას. „ასევე მონაწილეობს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ალცაიმერის ტიპის, დეგენერაციული პათოლოგიების პრევენციაში“ – ამბობს ექსპერტი.
ქაცვი ამცირებს ჭარბ ქოლესტერინს
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით ქაცვის ზეთი ამცირებს ქოლესტერინ LDL (low density lipoprotein-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები), ცუდ ქოლესტერინს, კარგი ქოლესტერინის HDL სასარგებლოდ (high density lipoprotein-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები). „კენკრაში დაპრესვის შემდეგ ნარჩუნდება ბოჭკოები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ სისხლში ქოლესტერინის შემცირებაში“-ამატებს ფრანკ დუბუსი.
ებრძვის ეგზემას და კანის სიმშრალეს
„ქაცვი კანისა და ლორწოვანის კარგი შემახორცებელია. უჯრედებს ასევე აწვდის ცხიმებს, რაც აუცილებელია უჯრედის აღსადგენად“-გვიხსნის დოქტორი. ეს ჰარმონიულობა განპირობებულია ომეგა 7-ის არსებობით, რომელიც შედის კენკრაში (ველური ფორმით ომეგა 7 მხოლოდ ქაცვისა და მაკადამიას კაკლის შემადგენლობაში გვხვდება). ქაცვი ასევე ხელს უშლის კანის გამოშრობას. 5-დან 10%-მდე ქაცვის ზეთი შეურიეთ ზეითუნის ზეთში ან ბიოლოგიურ სოიოს ზეთში და წაისვით კანზე.
ქაცვი ამშვიდებს დამწვრობებს
ქაცვს აქვს ეპიდერმისის აღმდგენი თვისებები შეუღლებული ძლიერ ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან და ამიტომ გამოიყენება დამწვრობების, მზის დარტყმის, სხივური დასხივების სამკურნალოდ. ქაცვი, ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ გამოიყენებოდა დაშავებულთა სამკურნალოდ.
თუ არსებობს უკუჩვენება?
ანტიკოაგულაციური მკურნალობის დროს, ქაცვის ზეთოვან ექსტრაქტში K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, შეიძლება სისხლი კიდევ უფრო გათხელდეს.
პრაქტიკაში
სად მოვიძიოთ?
ქაცვი პიონერი მცენარეა (არახელსაყრელ გარემოში მრავლდება) კარგად იზრდება მწირ, დაუმუშავებელ და ნაკლებად მზიან მიწაზე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კლიმატი რაც უფრო მკაცრია, მისი კენკრა მით უფრო კონცენტრირებულია ვიტამინებით.
როდის მოვკრიფოთ?
როგორც წესი აგვისტოს ბოლოს.
რა ფორმით მივიღოთ?
- წვენი ძალიან მდიდარია C ვიტამინით, რომელიც დაპრესილი კენკრისგან მიიღება, შეგიძლიათ დალიოთ ნატურალური ან სიროფთან ერთად.
- ზეთი ეს არის ცივად დაპრესილი მარცვალი ან/და რბილობი. რეგენერაციული თვისებების წყალობით ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში (ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, შამპუნები…).
- საკვები დანამატის სახით (ბოჭკოები, კენკრის ექსტრაქტი ტაბლეტების სახით და ა.შ.) ბიო მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ.
ქაცვი ასევე გამოჩნდა კანფეტების, მურაბების, ჟელეების სახით…
რეცეპტი:
„დამამშვიდებელი საცხი გაღიზიანებული კანისთვის“
- 1 ს.კ. შია
- 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 1 ს.კ. ქაცვის წვენი
- 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი
- 4-5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
შეურიეთ კარიტე, მზესუმზირისა და ქაცვის ზეთი, შემდეგ ეს მასა ჩაზილეთ საცხის ფორმირებამდე.
მოასხით ქაცვის, შემდეგ ლავანდის ზეთი და კარგად აურიეთ, საცხი უნდა იყოს ჰომოგენური, არ უნდა ჰქონდეს წვეთები.
შეინახეთ მაცივარში ერთი თვის განმავლობაში.
წყარო: Top Santé, N°258, Mars 2012, p. 60-61
Catégories :ფიტოთერაპია