სურათი 1. ვარდისფერი როდიოლა, ისლანდია , Rhodiola rosea, Iceland, Author: Daniele Pralong
source: http://www.projectnoah.org/users/DanielePralong
საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი, ფრანკ დუბუსი
სიცივის მოყვარული ვარდისფერი როდიოლა (Rhodiola rosea, სინონიმი: Lignum rhodium) პოპულარობით სარგებლობდა ვიკინგებში. აუმჯობესებს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ აქტივობას. იდეალურია, როდესაც ენერგიისგან გამოფიტულები ვართ.
როდიოლას საუკუნეებია იყენებენ სკანდინავიელები, მონღოლები, ჩინელები და რუსები. მისი ფესვები აღადგენს ბალანსს ავადმყოფობის, სტრესისა და დაღლისგან დასუსტებულ ორგანიზმში. ანიჭებს ტონუსს და სექსუალურ ვნებასაც კი. როდიოლა ორი თვისების გამო არის პოპულარული: აქვს ძალიან ფართო მოქმედების არეალი (ჰორმონებზე, ნეიროგადამცემებზე, იმუნიტეტზე…) და მოქმედებს სწრაფად.
გვეხმარება გავუძლოთ სტრესს
სტრესის საპასუხოდ ორგანიზმი ჭარბად გამოყოფს ადრენალინსა და ნორადრენალინს (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები). როდესაც ამ ჰორმონების რეზერვები ამოიწურება კორტიზოლის მოქმედების დრო დგება, მაგრამ ეს ჰორმონი უარყოფად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე და იმუნურ დაცვაზე. „როდიოლა სწორედ აქ მოქმედებს ორ დონეზე, გვიხსნის ფრანკ დუბუსი, აუმჯობესებს ნორადრენალინის ტრანსპორტირებას, მისი რეცეპტორების მგრძნობელობას და შედეგად ამაღლებს ორგანიზმის ამტანობას. ასევე ამცირებს კორტიზოლის მიერ გამოწვეულ ჰორმონულ დარღვევებს. როდიოლი ასევე არის ანტიოქსიდანტი და ორგანიზმს იცავს ოქსიდაციური სტრესისგან, ანთებითი ფაქტორისგან.“ მიიღეთ მცენარის 100 მგ მშრალი ექსტრაქტი, დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში.
როდიოლა გვეხმარება, დაღლილობის შემდეგ, სწრაფად ჩავდგეთ ფორმაში
სულ რაღაც 15 დღეში, როდიოლა ბრწყინვალე შედეგებს გვაძლევს დაღლილობის წინააღმდეგ. რუსებმა ჩაატარეს კვლევა ღამის გუშაგებზე და აღმოჩნდა რომ როდიოლა, მოკლე ვადიან პერიოდში, აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, სმენით და მხედველობით აღქმას. „ნორადრენალინის მსგავსად, როდიოლა აუმჯობესებს აცეტილქოლინის ტრანსპორტირებასა და მისი რეცეპტორების მგრძნობელობას“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. „ეს ნეიროგადამცემი ჩართულია მეხსიერებისა და სწავლის პროცესში.“ მიიღეთ 300 მგ მშრალი ექსტრაქტი, დღეში ერთხელ, 15 დღის განმავლობაში.
როდიოლა მოქმედებს შფოთვასა და დეპრესიაზე
იცავს სეროტონინსა და დოფამინს, მათი დამშლელი ენიზმების გაუნებელყოფით. შედეგად, სასარგებლოდ მოქმედებს დაღლილობისგან გამოწვეულ დეპრესიაზე, მადის დაკარგვასა და შფოთვაზე. „ის ასევე აინჰიბირებს მონოამინოქსიდაზა A -ს დამშლელ ენზიმებს (ნერვული სისტემის დამცველი ცილა)“ -ამბობს ექსპერტი. « ანუ როდიოლა ხელს უწყობს ანტიდეპრესორების მოქმედებას.“ მიიღეთ 300 მგ მცენარის მშრალი ექსტრაქტი დღეში ერთხელ, ორი-სამი კვირის განმავლობაში.
სურათი 2. ვარდისფერი როდიოლა, ისლანდია
Rhodiola rosea, Iceland, Author: Daniele Pralong
source: http://www.projectnoah.org/users/DanielePralong
აუმჯობესებს ფიზიკურ ამტანობას
ათლეტები როდიოლას იყენებდნენ ფიზიკური ამტანობისა და კოორდინაციისთვის. რუსები და ვიკინგები ხანგრძლივი ბრძოლის წინ იღებდნენ მას. „როდესაც ენერგიას ვხარჯავთ ჟანგვითი რეაქციები წარმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს“ ხაზს უსვამს ფარმაცევტი. „როდიოლა ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით ახდენს კუნთების დაღლილობის პრევენციას.“ მიიღეთ 100 მგ მშრალი ექსტრაქტი დღეში ერთხელ, ფიზიკურ დატვირთვამდე ორი კვირით ადრე და დატვირთვის შემდეგ, კვლავ ორი კვირის განმავლობაში.
აძლიერებს იმუნურ სისტემას
„როდიოლა იმუნურ სისტემაზე მოქმედებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდით,“ გვიხსნის ფრანკ დუბუსი. „საინტერესოა მისი გამოყენება, იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ინფექციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ.“ მიიღეთ 300 მგ მშრალი ექსტრაქტი დღეში ერთხელ, ორი-სამი კვირის განმავლობაში. ქიმიოთერაპიის დროს ჯერ ექიმს გაესაუბრეთ, სანამ როდიოლას მიიღებდეთ.
როდიოლა მაღლა სწევს ლიბიდოს…
პრინცი დანილა გალიცკის სასიყვარულო თავგადასავლები, რომელიც XIII საუკუნეში ცხოვრობდა უკრაინაში, სწორედ როდიოლას დამსახურება იყო – ჰყვება ფრანკ დუბუსი. როდიოლა უფრო სეროტონინზე მოქმედებს, რომელიც სექსუალურ აქტივობაშია ჩართული, ვიდრე უბრალოდ სექსუალურ სურვილზე.“ ეს რუსულ კვლევადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც აჩვენებს როდიოლას ეფექტურ მოქმედებას ერექციის დარღვევებზე. მიიღეთ 100 მგ მცენარის მშრალი ექსტრაქტი დღეში ერთხელ, ორი, სამი კვირის განმავლობაში.
თუ არსებობს უკუჩვენებები?
არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი). როდიოლას ფესვებმა შეიძლება ფსიქიური აშლილობის ეპიზოდები გამოიწვიოს. არ მიიღოთ საღამოს, ძილს დაგიფრთხობთ.
მოერიდეთ დიაბეტიკებში, ჰიპერტონიკებსა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ მყოფ პაციენტში. არ მიიღოთ ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად, რომლებიც ძალიან მკაცრ დოზირებას მოითხოვენ, მაგალითად, ანტიკოაგულანტები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები…
პრაქტიკაში
რუსეთი პიონერია როდიოლას კვლევაში
პირველი მეცნიერები, რომლებიც როდიოლათი დაინტერესდნენ, იყვნენ რუსები. მათი შრომები მხოლოდ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში. და მას შემდეგ კიდევ ათი წელი დასჭირდა რომ ამ კვლევებით დაინტერესებულიყვნენ.
სად მოვიძიოთ?
პარაფარმაციასა და ბიო მაღაზიებში. არსებობს საკვები დანამატის სახით კაფსულებში და ასევე სპირტოვანი მაცერაცია.
სად მოჰყავთ როდიოლა?
შვეიცარიაში, აგრონომიულ კვლევით ცენტრში (Changins-Wadenswil). ველური როდიოლა ჰიმალაისა და ციმბირის მდელოებზე მოდის, თუმცა ჭარბი კრეფის გამო გადაშენების პირას არის.
წყარო: Top Santé, Janvier 2013, N°268 p.58-59
Catégories :ფიტოთერაპია