ვარდის სახეობები მედიცინაში: დამასკოს თეთრი ვარდი, ასფურცელა, ფრანგული ვარდი და ასკილის ყვავილი

rosa-gallica

სურათი 1. ფრანგული ვარდი, La rose de Provins (Rosa gallica)

საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი

თავიანთი სილამაზითა და სურნელებით განთქმული ვარდები სამკურნალო თვისებებსაც მალავენ… მოდით ახლოს გავეცნოთ ვარდის სახეობებს, რომლებიც შეგვიძლია წამლად გამოვიყენოთ.  

ვარდის 3 000 სახეობიდან სამ მათგანს აქვს აღსანიშნავი სამკურნალო თვისებები. ფრანგული, იგივე „პროვანის“ (რაიონი საფრანგეთში) ვარდი (Rosa gallica) საფრანგეთში შუა საუკუნეებიდან ჩნდება, მის წითელ ფურცლებს ტრადიციულად სისხდენისა და დიარეის სამკურნალოდ იყენებდნენ. თეთრი, ანუ დამასკოს ვარდი (Rosa damascena) და ასფურცელა ვარდი (Rosa centifolia) გამოიყენებიან კოსმეტიკაში. ასევე არომატულ თერაპიასა და ოლფაქტოთერაპიაში* ძალიან კარგ შედეგებს იძლევა მათი ექსტრაქტი ნერვულ სისტემაზე, მორალური გამძლეობისა და ლიბიდოს დაქვეითების დროს. ასკილის ყვავილი (Rosa rubiginosa) საინტერესოა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო. თესლიდან ხდება მცენარეული ზეთის გამოწურვა და მისი მოხმარება.

*ოლფაქტოთერაპია, იგივე  ყნოსვითი თერაპია (ფრ.Olfactothérapie) – ფსიქო-ენერგეტიკული მეთოდია, სადაც ეთერზეთების სურნელებას იყენებენ წარსულში დაბრკოლებებისგან გასათავისუფლებად და აწყმოში ფსიქო-ემოციური წონასწორობის მოსაპოვებლად.

ფრანგული ვარდი კურნავს ანთებებსა და დიარეას

ამ ვარდის ფურცლები მდიდარია ტანინებით, რითაც აიხსნება მისი შემკვრელი თვისებები. ტანინები ქსოვილებს კრავს, ამას ემატება მათი ანტისეპტიკური და მატონიზებელი მოქმედება. შედეგად ვარდის ფურცლის ნაყენი შებერილობასა და მუცლის ტკივილის კურნავს.

damaskos-vardi

სურათი 2. დამასკოს ვარდი, (Rose damascena)

დამასკოს ვარდი და ასფურცელა ვარდი შველიან დამწვრობას, აქვეითებენ მჟავიანობას და კურნავენ შეკრულობას

დამასკოს ვარდი და ასფურცელა მდიდარია ლორწოვანი ნივთიერებით, რაც ამშვიდებს ნაწლავის ლორწოვან გარსს. „წყალთან შეხებისას ლორწოვანი ნივთიერება ჟელატინად გადაიქცევა, ფარავს ანთებით ქსოვილს და იცავს ანთებითი „ცეცხლისგან““ – გვიხსნის ჩვენი ექსპერტი. ვარდის ნაყენი ასევე საფაღარათო საშუალებაა, რომელიც შეკრულობის დროს გამოიყენება.

 ვარდი ასტიმულირებს კანსა და ნერვულ სისტემას

  • ასკილის მცენარეული ზეთი ძალიან მდიდარია კვებითი თვალსაზრისით, რადგან მის თესლში შედის დიდი რაოდენობით ომეგა-3 და ომეგა-6. ეს უკანასკნელნი კი ეხმარებიან კანს განახლებაში, მოქმედებენ ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ხელს უწყობენ შეხორცებას. ეს ზეთი ძალიან ეფექტურია სტრიების საწინააღმდეგოდ ორსულობაში (რეცეპტი  იხილეთ ქვემოთ). პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ასევე იცავენ ნერვულ სისტემას და ეხმარებიან ორგანიზმს სტრესის გადატანაში.
  • დამასკოს ვარდის ეთერზეთი არეგულირებს კანის მიერ ცხიმის წარმოქმნას და ეპიდერმისს უნარჩუნებს ელასტიურობას. ასაკოვან კანზე მოქმედებს როგორც შემკვრელი და ფორმის აღმდგენი. და ბოლოს, მასში სპირტის არსებობა, როგორიცაა სიტრონელოლი, ხელს უწყობს შეხორცებას. შრატის სახით გამოიყენება უსიცოცხლო ქსოვილებზე. ასევე ვარდის წყალი  დილის იდეალური მატონიზებელი საშუალება.

askilis-yvavili

სურათი 3. ასკილის ყვავილი (Rosa rubiginosa)

 ვარდი მოქმედებს შფოთვის, დაღლილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ

„დამასკოს ვარდის ეთერზეთი მოქმედებს სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე და ააქტიურებს ყნოსვის ნერვს, კანზე ზეთის აპლიკაციის გარეშეც კი“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. გრძნობებს აშლის და აძლიერებს ადამიანის კოცენტრაციას. „ხშირად გამოიყენება დიფუზიის სახით, მედიტაციისთვის, თუმცა ასევე გამოსაცოცხლებლადაც, მენოპაუზის დროს ემოციური დაძაბულობისას. ამ ზეთის წასმა ხდება მასაჟით. ცნობილია რომ დამასკოს ვარდის ეთერზეთი სექსუალურადაც აღაგზნებს ადამიანს. მასაჟისთვის 2 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ მცენარეულ ზეთში“ – გვირჩევს დოქტორი.

სტრიების საწინააღმდეგო ნარევის რეცეპტი:

  • 10 მლ ასკილის მცენარეული ზეთი
  • 30 მლ ავოკადოს ზეთი
  • 30 მლ ჟოჟობას ზეთი
  • 30 მლ სოიოს ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაასხით ნარევი 100 მლ-იან ქილაში. წაისვით ყოველდღე, შხაპის შემდეგ დაჭიმულ ადგილებში, რათა შეინარჩუნოთ კანის ელასტიურობა და ტენიანობა მთელი ორსულობის განმავლობაში ან სქესობრივი მომწიფების დროს მოზარდებში.

თუ არსებობს უკუჩვენებები?

  • ეთერზეთებს უნდა მოვერიდოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში და პატარა ბავშვებში.
  • ალერგიის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით გერანიოლზე, (პოტენციური ალერგენი) გაიკეთეთ ალერგიული ტესტი ზეთის გამოყენებამდე 48 საათით ადრე: დაასველეთ თითი ეთერზეთში და გადაისვით იდაყვის შიდა მხარეს.

წყარო: Top Santé, Septembre 2012, N°264 p.52-53

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s