თაფლის სხვადასხვა სახეობები და მათი პრაქტიკული გამოყენება

თაფლის სხვადასხვა სახეობები და მათი პრაქტიკული გამოყენება

honey-948452_1280

საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი

საავადმყოფოებში უკვე იყენებენ თაფლს ჭრილობების შესახორცებლად, თუმცა თაფლს კიდევ ბევრი, სხვა სამკურნალო თვისებები აქვს და მისი გამოყენება სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

საფრანგეთში, ქალაქ ლიმოჟში, ოც წელზე მეტია, პროფესორი დესკოტი ჭრილობებს თაფლით მკურნალობს, თუმცა თაფლს ის შემთხვევით არ ირჩევს, არამედ ქონდრის ბიოლოგიურ თაფლს იყენებს. მხოლოდ ეს უკანასკნელი მოქმედებს ოქროსფერი სტაფილოკოკისა და Escherichia coli -ის წინააღმდეგ. ფუტკარი – რომელი ყვავილებიდან იღებს ნექტარს გავლენას ახდენს თაფლის შემადგენლობაზე. ანუ სხვადასხვა სახის თაფლს სხვადასხვა გამოყენება აქვს. მოდით გავეცნოთ რამდენიმე მათგანს და მათ კონკრეტულ გამოყენებას.

თაფლს აქვს დაღლილობისა და ანემიის საწინააღმდეგო მოქმედება

ანემია ჰემოგლობინის ნაკლებობით არის გამოწვეული (რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენს), რაც იწვევს დაღლილობას, სიფერმკრთალეს, ქოშინს – ფიზიკური დატვირთვისას. თაფლი შეიცავს აუცილებელ ელემენტებს, რაც ამ პროტეინის შესაქმნელად არის საჭირო: რკინას, სპილენძს, მაგნეზიუმს, B6 და B9 ვიტამინს. გარდა ამისა, გლუკოზის არსებობა სწრაფად გამოაცოცხლებს ორგანიზმს ფიზიკური და ინტელექტუალური დაღლილობის დროს. რომელი თაფლი შევარჩიოთ?
წიწიბურას, რაფსის (Brassica napus) ან ნაძვის თაფლი.

აუმჯობესებს ორგანიზმის ამტანობას

თაფლის შაქრები ძირითადად წარმოდგენილია გლუკოზისა (18%) და ფრუქტოზის (80%) სახით. ამ ორეულს განსაკუთრებით ეძებენ სპორტსმენები. პირველი არის „სწრაფი“ (სწრაფად ხდება მისი შეწოვა) ხოლო მეორე „ნელი“ მოქმედების შაქარი. შედეგად შეჯიბრების დაწყებისას ჩვენ გვაქვს გამოსაყენებლად მზა შაქარი. ფრუქტოზა წარმოადგენს „ენერგეტიკულ დეპოს“, შემდგომი პერიოდისთვის, თუმცა ჰიპერგლიკემიაში არ მონაწილეობს, რადგან ნელა გარდაიქმნება გლუკოზად, ღვიძლის მიერ. რომელი თაფლი შევარჩიოთ? წიწიბურას ან სამყურას თაფლი.

honey-507147_1280

თაფლი ახდებს გულის დაავადებების პრევენციას

თაფლი შეიცავს პოლიფენოლების დიდ მრავალფეროვებას (კვერცეტინი, აკაცეტინი…). ეს ანტიოქსიდანტები მონაწილეობენ გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში, ხელს უშლიან „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას. მისი რეგულარული მოხმარება, თეთრი შაქრის ნაცვლად, ამ პრევენციას ხდის ეფექტურს. რომელი თაფლი შევარჩიოთ? მზესუმზირის ან სამყურას თაფლი.

აშუშებს ჭრილობებს

ჭრილობაზე თაფლის საფენების დადება ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას და აადვილებს შეხორცების პროცესს. რადგან ძალიან ტკბილია, შეიწოვს ბაქტერიების წყალს, ბოლომდე ახდენს ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული შტამების გაუწყლოებასაც კი. მისი მჟავე pH (3-დან 4-მდე) ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას. ასევე, შეიცავს წყალბადის ზეჟანგს (ანტისეპტიკს), ენზიმის წყალობით, რომელიც წარმოიქმნება ფუტკრის ჯირკვლებში. და ბოლოს, გერმანელ მკვლევართა გუნდმა დაამტკიცა რომ მანუკას თაფლის (Leptospermum scoparium) ეფექტურობა ეფუძნება მეთილგლიოქსალის არსებობას. მანუკას თაფლში ამ ანტიბაქტერიული მოლეკულის შემცველობა 100-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ თაფლში. რომელი თაფლი შევარჩიოთ? ქონდრის ან მანუკას თაფლი.

თაფლი არჩენს ყელის ტკივილს

სიტკბოს მაღალი შემცველობის გამო თაფლი აძლიერებს ნერწყვისა და ლორწოს სეკრეციას, რაც არბილებს ყელს და ამშვიდებს მშრალ ხველას. ერთ წელზე უფროს ბავშვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი უფრო ეფექტურია, ვიდრე კლასიკური სიროფები. მისი ანტიოქსიდანტი და ანტიმიკრობული თვისებები აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ხელს უწყობს პატარას მშვიდ ძილს. პატარას მიეცით 1 ჩ.კ. თაფლი, 30 წუთით ადრე დაძინებამდე. რომელი თაფლი შევარჩიოთ? ევკალიპტის, ფორთოხლისა და წიწიბურას თაფლი.

honey-1006972_1280

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

თაფლი მონაწილეობს ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებაში და შეიცავს ენზიმებს, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში. არსებობს თაფლის სახეობები, რომლებიც კუჭის მაღალ მჟავიანობას აქვეითებენ. მიიღეთ 1 ან 2 ჩ.კ. დღეში. რომელი თაფლი შევარჩიოთ? ქონდრის ან აკაციის თაფლი. 

თაფლი ასუფთავებს და ატენიანებს კანს

ეგვიპტელები თაფლს იყენებდნენ როგორც თავის მოვლის საშუალებას. შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, ამიტომ კანს კარგად წმენდს. ანტიოქსიდანტების არსებობა იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისა და დაბერებისგან. და ბოლოს, შაქრის მაღალი შემცველობა იცავს კანს დეჰიდრატაციისგან. რომელი თაფლი შევარჩიოთ? ლავანდის თაფლი. 

პრაქტიკაში

როგორ შევარჩიოთ თაფლი? 

მუქი ფერის თაფლის სახეობები (ნაძვის, წიწიბურას, წაბლის…) უფრო მეტად ანტიოქსიდანტები არიან ვიდრე ღია ფერის თაფლები (ლავანდის, რაფსის, აკაციის…).

სამედიცინო თაფლი

ახალ-ზელანდიური მანუკას თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ ჭრილობებსა და დამწვრობებზე. ამ თაფლის შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ.

რეცეპტი:

აღმდგენი ნიღაბი თაფლითა და ლავანდით

  • 1 ს.კ. დაფქული ნუში
  • ლავანდის მცენარეული წყალი
  • 1/2 ჩ.კ. ლავანდის თაფლი

ნუში გახსენით ლავანდის წყალში, სანამ რძე არ წარმოიქმნება, შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. ლავანდის თაფლი.
ნარევი წაისვით კვირაში ერთხელ მგრძნობიარე და უსიცოცხლო კანზე. აცალეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. შედეგად, კანი სუფთავდება და მშვიდდება, ტოვებს სირბილისა და სიხასხასის შეგრძნებას. ეს რძე კანზე ტოვებს დამატენიანებელ შრეს, რომელიც განაგრძნობს მოქმედებას.

სიფრთხილის ზომები:

  • თაფლი არ შეიძლება მივცეთ 1 წლამდე ბავშვს. თაფლი შეიძლება შეიცავდეს Clostridium botulinum (ბოტულიზმის გამომწვევის) სპორებს. ამ ასაკში ნაწლავური ფლორა ჯერ კიდევ ნაზია, იმისათვის რომ გაუვნებელჰყოს ისინი.
  • თაფლი არ შეიძლება თუ ადამიანს მომატებული აქვს ტრიგლიცერიდების დონე
  • აწუხებს ლითიაზი (კენჭები)
  • გაითვალისწინეთ: მცენარის მტვერზე ალერგია, მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში იწვევს თაფლზე ალერგიას.

წყარო: Top Santé, N°262 juillet 2012 p.76-77

 

 

Comments

Laisser un commentaire