ცივი დაპრესვით მიღებული შიის ბიოლოგიური კარაქი

beurre-de-karite-bio-jpg

ლათინური სახელწოდება: Butyrospermum parkii
ნედლეულის წარმომავლობა: განა

სერთიფიკატი: 100% სუფთა და ნატურალური, წარმოადგენს ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის პროდუქტს, სერთიფიცირებულია  FR-BIO-01 მიერ, საფრანგეთი.

წონა: 100 გ

კარაქი – საოცრად მდიდარი თვისებებით!

მისი სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკის სავანებია. შიის კარაქი ხის კაკლისგან მზადდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეებია იყენებს. ამბობენ, ნეფერტიტი მუდმივად ხმარობდა მას! მისი მკვებავი, დამატენიანებელი და დამცველი თვისებების წყალობით შეუცვლელია, როგორც არომატულ თერაპიაში, ისე კოსმეტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული ზეთების დიდ ოჯახს მიეკუთვნება ოთახის ტემპერატურაზე მყარია და დნობას იწყებს 35°C.

beurre-de-karite-bio-jpg-1

იდეალურია:

  • მშრალი ხელებისა და ტუჩებისთვის: აიღეთ თხილის გულის ოდენა კარაქი და შეიზილეთ გამომშრალ კანზე წრიული მოძრაობით.
  • მშრალი და დაზიანებული თმისთვის: დაუმატეთ თხილის გულის ოდენა შიის კარაქი შამპუნში ან თმის მოვლის საშუალებაში, რათა სიღრმისეულად დაატენიანოს თმა.
  • რუჯის შესანარჩუნებლად: წრიული მოძრაობით შეიზილეთ ნამზეურზე.

შიის კარაქის მთავარი თვისებები:

ატენიანებს კანს: შიის კარაქი შეიცავს დიდი რაოდენობით ლიპიდებს, ეს კი საშუალებას აძლევს ადვილად გადალახოს კანის ბარიერი და დაატენიანოს ეპიდერმისის ზედა შრე, ეფექტურად და ხანგრძლივი დროით!

შემახორცებელი და დამარბილებელი: სინამონის ეთერების წყალობით შიის კარაქი არბილებს კანს. კანის ბარიერის გადალახვისას კვებავს და არბილებს კანს, შედეგად  ნაკლებად მგრძნობიარეა კანი გარეგან გამღიზიანებელზე

იცავს კანს: გამოიყენეთ რუჯის მიღებამდე ან მას შემდეგ. შიის კარაქი იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან და გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან.

კანის დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება: ასაკის მატებასთან ერთად კანის რენეგერაციის უნარი ქვეითდება. შიის კარაქში შედის E ვიტამინი, რომელსაც დიდი როლი აქვს უჯრედულ მეტაბოლიზმში და ავსებს ამ დანაკლისს. E ვიტამინი ასტიმულირებს უჯრედების განახლებასა და აღდგენას.

მეორადი თვისებები:

შიის კარაქი არის ანთების საწინააღმდეგო და ადვილად აღწევს კანში.

შემადგენლობა:  ოლეინის მჟავა, ლინოლეის მჟავა, პალმიტინის მჟავა, სტეარინის მჟავა,  არაქისის მჟავა, A და E ვიტამინი, კარიტენი, პარკეოლი, ლუპეოლი, ამირინი.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

შიის კარაქის შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:

ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14

რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი

რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s