შიის კარაქი კანის დაბერების პრევენციისა და თმის სილამაზისთვის

beurre-de-karite

შიის კარაქი უჯრედების ინტენსიური აღმდგენია, იცავს კანსა და თმას დაბერებისგან. სხეულსა და სახეზე აქვს ხანგრძლივი დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება. შიის კარაქი მდიდარი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, აღადგენს ნაოჭებსა და სტრიებს. გამოაცოცხლებს მშრალ და დაზიანებულ თმას. იცავს კანს რადიაციული და ულტრაიისფერი სხივებისგან. მოქმედებს როგორც მზის დამცავი, შეგიძლიათ იხმაროთ როგორც გარუჯვამდე ისე მას შემდეგ. კანს იცავს როგორც სიცივისგან, ასევე მზისგან.

შიის კარაქი – თვისებები და მოქმედება
შიის კარაქით კანის დაბერებისგან ვიცავთ თავს. შიის კარაქი კანის ზედაპირზე უხილავ შრეს ქმნის, რომელიც კანს იცავს დეჰიდრატაციისგან და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, როგორიცაა მზე და ქარი, ასევე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას. შიის კარაქი მალამოდ ედება გაღიზიანებულ კანს და ძალიან ეფექტური აღმდგენია. შიის კარაქი ბუნებრივად არსებული დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია!

შიის კარაქი ორსულთა და მეძუძურთათვის
შიის კარაქი ორსულობისა და ლაქტაციის დროს გვიცავს სტრიების გაჩენისა და ჩამოყალიბებისგან. ჩვილებში შეგვიძლია გამოვიყენოთ საფენისგან გამოწვეული სიწითლის დასამშვიდებლად. ბავშვს შეგვიძლია წავუსვათ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება, ყველანაირი რისკის გარეშე!

ტუჩების, ცხვირისა და სხეულისთვის
შიის კარაქი ძალიან ეფექტურია სიცივისგან გამომშრალი ტუჩების სამკურნალოდ, ანიჭებს მათ ბუნებრივ ბზინვარებას, ასევე ამშვიდებს ალერგიებისა და გაციების დროს გაღიზიანებულ ცხვირს. შიის კარაქის გამოყენებით კანი ხდება აბრეშუმივით ნაზი, ხასხასა, ტენიანი და გლუვი.

სპორტისთვის
ძალიან ეფექტურია იდაყვისა და მუხლის სახსრებისთვის, ტერფებისა და ქუსლებისთვის. შიის კარაქის გამოყენება რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობამდე და მას შემდეგ. რამდენიმე წასმის შემდეგ კანი ხდება უფრო რბილი, აპატარავებს კოჟრებს, ე.წ. „მაზოლებს“. შიის კარაქი სწრაფად უბრუნებს კუნთებს ფორმას ტოქსინების ელინიმაციითა და კანის აღდგენით.

…და მაინც რა არის შიის კარაქი?
შია, ლათინური სახელწოდება- Butyrospermum parkii არის 15მ სიმაღლის ფოთლოვანი ხე აღმოსავლეთ აფრიკაში. თავად სახელი „შია“ კარაქის ხეს ნიშნავს. ხემ შეიძლება იცოცხლოს 3 საუკუნე და მისმა დიამეტრმა მაღწიოს 3 მეტრს.

გამოყენების წესი
შიის კარაქი, ეს არის 100% მცენარეული და ბუნებრივი პროდუქტი. მისი ცომისებური ფორმა დნება 28°C და გვაძლევს ზეთოვან, გამჭვირვალე და გამოსაყენებლად მზა სუბსტანციას. თხილის გულისოდენა შიის კარაქი დაიდეთ ხელს გულზე და მოსრისეთ. წაისვით კანზე: სახესა და სხეულზე.
თმაზე პირდაპირ შეგიძლიათ შეიზილოთ, თავი შეიხვიეთ ნოტიო პირსახოცით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიაბანეთ.

წყარო:
http://www.inkanat.com/fr/arti.asp?ref=beurre-karite

შიის კარაქის შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზ 14ა
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
რუსთავი, შარტავას 6

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s