გამარჯობა მეგობრებო,
მინდა შემოგთავაზოთ თმის დამატენიანებელი ნიღაბის რეცეპტი, სწრაფი და მარტივი მომზადების წესი ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.
როგორც ავტორი კომენტარებში გვირჩევს მოცემული ინგრედიენტებიდან აბუსალათინის ზეთს თუ ამოვიღებთ სახის დამატენიანებელს მივიღებთ, (რადგან ფიქრობს რომ აბუსალათინის ზეთი ძალიან ცხიმიანია კანისთვის), თუმცა ალბათ გააჩნია სახის კანის ტიპს, ძალიან მშრალი კანის მქონეებმა შეგიძლიათ დატოვოთ.
დაგვჭირდება:
შიის კარაქი (საუკეთესო წარმომავლობა განა),
ქოქოსის ზეთი
ნუშის ზეთი
აბუსალათინის ზეთი
ჟოჟობას ზეთი
როზმარინისა და ლავანდის ეთერზეთები სურნელებისთვის.
არასოდეს გადაყაროთ თაფლისა და არაქისის კარაქის ქილები, ისინი კრემის საუკეთესო კონტეინერებია 🙂
ასევე დაგვჭირდება საშუალო ზომის ჯამი, სუფრისა და ჩაის კოვზები.
მომზადების წესი:
შიის კარაქს დავუმატოთ 4 ს.კ. ქოქოსის ზეთი, 1 ს.კ. ნუშის ზეთი, 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1 ჩ.კ. როზმარინის ეთერზეთი, 1 ჩ.კ. ლავანდის ეთერზეთი. ეს უკანასკნელნი სასიამოვნო სურნელს აძლევს კრემს. შემდეგ ეს ყველაფერი მიქსერით ავურიოთ ერთგვაროვანი, რბილი კონსისტენციის მიღებამდე.
აბა გამოიცანით რომელი ზეთი აძლევს ასეთ კრემისებურ კონსისტენციას ნარევს?
რა თქმა უნდა ქოქოსის ზეთი! 🙂
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები