გარგრის კურკის ზეთის თვისებები

 

გარგრის კურკის ზეთი ეს არის მცენარეული, ჰიპოალერგიული ზეთი, რომელიც ჩინებული თავის მოვლის საშუალებაა.

გამოყენების გზები:

მაკიაჟის მომხსნელი

ამისათვის მაკიაჟის მცენარეული ღრუბელი ან ხელსახოცი დაასველეთ ცოტაოდენ გარგრის კურკის ზეთში და გაიწმინდეთ სახე. ბოლოს წაისვით თქვენთვის სასურველი სახის ჰიდროლატი.

დამატენიანებელი, რომელიც სახეს ალამაზებს

გარგრის კურკის ზეთის რამდენიმე წვეთი მოსრისეთ ხელისგულებზე, შემდეგ ნაზი მასაჟით, ნელა გადაისვით მთელს სახეზე. ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) სახეს ლამაზ ელფერს აძლევს. ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესენ კანის ბარიერულ ფუნქციას, არბილებენ და ხელს უწყობენ სახის დატენიანებას. ზემოთ აღწერილი მეთოდი ჩაანაცვლებს ღამის კრემს. თუმცა, დღისით გირჩევთ დღის კრემი იხმაროთ ან მზის დამცავი.

იდეალური ზეთი არომატული მასაჟისთვის

გარგრის კურკის ზეთი იდეალურია ეთერზეთების გასაზავებლად არომატულ თერაპიაში. ამ შეთხვევაში, უმთავარია ზეთების დოზირება დავიცვათ:

  • არომატული თერაპია კოსმეტიკური მიზნით: 1 ს.ფ. მცენარეულ ზეთს (10მლ) უნდა დავუმატოთ მაქსიმუმ 3 წვეთი ეთერზეთი.
  • დერმატოლოგიურ-კოსმეტიკური მოქმედებისთვის: ანუ როდესაც გვინდა ეთერზეთებმა უფრო ღრმად შეაღწიონ დერმასა და ზედაპირულ სისხლის მიმოქცევაში, 1 ს.ფ. მცენარეულ ზეთს (10მლ) ვამატებთ 6-8 წვეთ ეთერზეთს.
  • კუნთებზე, სახსრებზე, ნერვულ დაბოლოებებზე და შესაბამისად ორგანოებზე ზემოქმედებისთვის: 1 ს.ფ. მცენარეულ ზეთს (10მლ) ვამატებთ 25-30 წვეთ ეთერზეთს. თუ რაიმე პათოლოგია გვაწუხებს უმჯობესი იქნება ეს არომატული თერაპია მედიკოსმა გააკეთოს. ამ დოზირებით ეთერზეთების გამოყენება, რეკომენდებულია მხოლოდ ადგილობრივად.

ყვითელი ქერქები ჩვილის თავზე

სიცოცხლის პირველ თვეებში პატარას ზოგჯერ ყვითელი ქერქები უჩნდება. ეს, რა თქმა უნდა არ არის საშიში, თუმცა ზოგჯერ არაესთეტიურია და შეიძლება გაღიზიანდეს. მისი მორჩენა ადვილად შეგვიძლია ნუშის ან გარგრის კურკის ზეთით.

ნაზი გამწმენდი

გარგრის კურკის ზეთი იდეალურად ასუფთავებს ბავშვის პატარა ცხვირ-პირსა და ხელებს. გამოიყენეთ ნაზი ხელსახოცით.

საფენის ზეთი

პატარას საფენის გამოცვლისას წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ გარგრის კურკის ზეთი, ზეითუნის ზეთი. ან ეს ორი უკანასკნელი შევურიოთ ერთმანეთში 50/50. ნარევი უფრო ნაზი იქნება და შედეგი საუკეთესო!

წყარო: https://www.slow-cosmetique.com/le-mag/tout-sur-lhuile-de-noyau-dabricot/

გარგრის კურკის ზეთის შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:

ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14

რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი

რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას  ❤

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s