თხილის ზეთს მდიდარი თვისებები აქვს, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისა და თმის მოსავლელად. აქვს დამაბალანსებელი მოქმედება და ძალიან სასიამოვნოა გამოსაყენებლად.
რა არის თხილის ზეთი?
თვისებები
თხილის ზეთი თხილის ცივი დაპრესვით მიიღება, ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, თუმცა არა მარტო კულინარიაში! აქვს სასიამოვნო სურნელი, ზეთი არის ძალიან ნაზი და ადვილად აღწევს ეპიდერმისში. კანზე არ ტოვებს ცხიმოვან შრეს.
სასარგებლო თვისებები
თხილის ზეთი არის დამარბილებელი და მკვებავი, უხდება ყველა ტიპის კანს, იცავს მათ დეჰიდრატაციისგან. ფიტოსტეროლების წყალობით, რომლებსაც ის შეიცავს, თხილის ზეთს აღმდგენი და შემახორცებელი მოქმედება აქვს. მისი გამოყენება შეგიძლიათ აკნესა და შავი წერტილების სამკურნალოდ, რამდენადაც არეგულირებს კანის ცხიმწარმოქმნას. მომწიფებულ კანს (შუახნის ადამიანები), რომელიც გამუდმებით ანტიოქსიდანტებს ეძებს, ამდიდრებს ოლეინის მჟავითა და E ვიტამინით.
თხილის ზეთის სასარგებლო თვისებები კანზე
გამოყენების მეთოდები
ოცნებობთ აბრეშუმივით კანზე? წაისვით თხილის ზეთი! შეგიძლიათ მარტო გამოიყენოთ ან ეთერზეთებთან ერთად. მისი გამოყენება ადგილობრივადაც შეგიძლიათ, მაგალითად ჭრილობის შესახორცებლად და გასაქრობად, სტრიებზე…
თხილის ზეთის სასარგებლო თვისებები სახეზე
გამოყენების მეთოდები
არის არა-კომოდოგენური და გვეხმარება სახის არაერთგვაროვნების შენიღბვაში. მაგალითად, გამონაყარის დროს (აკნე, შავი წერტილები) არეგულირებს ჭარბი ცხიმის წარმოქმნას და აპატარავებს ფორებს. თხილის ზეთი ასევე ძალიან კარგი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი გამოყენება ადგილობრივადაც შეგიძლიათ, მაგალითად ნაოჭების უბნებში: მცირეოდენი ზეთი შეიზილეთ წრიული მასაჟით.
თხილის ზეთის სასარგებლო თვისებები თმაზე
გამოყენების მეთოდები
ატენიანებს ყველა ტიპის თმას, ისე რომ არ ამძიმებს მათ: თხილის ზეთი გამოიყენება თმის სიგრძესა და ბოლოებზე. აცალეთ 30 წუთი მოქმედება და შემდეგ ჩამოიბანეთ. განსაკუთრებით უხდება ცხიმიან თმას, ცხიმწარმოქმნის რეგულირებით. თუ თხილის ზეთის ნიღაბს მთელი ღამე გაიჩერეთ თმაზე, მიიღებთ საუკეთესო შედეგს, თუმცა შემდეგ თმის ძირები კარგად უნდა ჩამოიბანოთ.
როგორ შევარჩიოთ თხილის ზეთი?
უნდა გამოიყენებოდეს როგორც კოსმეტიკური ისე საკვები მიზნით, უმჯობესია თუ იქნება ბიოლოგიური და ცივი დაპრესვით მიღებული.
სილამაზის სამი რეცეპტი შინ მოსამზადებლად, თხილის ზეთის საფუძველზე
კანის მკვებავი:
მიქსის მოსამზადებლად აიღეთ 50 მლ თხილის ზეთი, ამდენივე ჟოჟობას ზეთი, 60 წვეთი ქონდრის ეთერზეთი და 9 წვეთი E ვიტამინი.
თმისა და სახის ნიღაბი
ცხიმის წარმოქმნის დასარეგულირებლად
ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს.კ. თხილის ზეთი, 2 ს.კ. მწვანე თიხა, ცოტაოდენი ცხელი წყალი – სასურველი კონსისტენციის მისაღებად. წაისვით და გაიჩერეთ 30 წუთი თმაზე და 15 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ.
გამწმენდი ნიღაბი
სუფთა და ნათელი კანის მისაღებად
შეურიეთ ერთმანეთში 1 ს.კ. თხილის ზეთი, 1 ს.კ. ჭინჭრის პუდრა და 1 ს.კ. რომარინის ჰიდროლატი.
გაფრთხილება:
თხილის ზეთი არ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიან ზეთოვან მარცვლეულზე.
წყარო: http://www.doctissimo.fr/beaute/beaute-naturelle/huiles-vegetales/huile-de-noisette
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
„ფრანგული ზეთები“ გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები, ფრანგული ბიო პროდუქცია, ჩვენი რჩევები