გარგრის კურკის ზეთი

fruits-374750_1280

გარგრის კურკის ზეთი ფლობს მრავალ სამკურნალო თვისებას, რითაც აიხსნება მისი მრავალმხრივი გამოყენება:

დამამშვიდებელი – გარგრის კურკის ზეთი შინებულად აწყნარებს კანს (დამატენიანებელი);
ანთების საწინააღმდეგო – როგორც ადგილობრივად, ისე მისი საკვები გზით გამოყენებისას;
დაბერების საწინააღმდეგო – კვებავს და კანს უნარჩუნებს სტრუქტურას, შესაბამისად აყოვნებს დაბერების პროცესს;
ანტიბაქტერიული – გარგრის კურკის ზეთს ხშირად ტანსაცმლის და სხვა მასალების დასამუშავებლადაც იყენებენ და შესაბამისად მიკრობების გამრავლებისგან იცავენ თავს;
ანტისეპტიკური – ამცირებს ინფექციის რისკს ჭრილობაზე და გაჭრისას;
ანტიოქსიდანტური – იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

როგორ უწყობს ხელს ჯანმრთელობას გარგრის კურკის ზეთი?

  1. მოქმედება სხეულზე

გარგრის კურკის ზეთი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. ამშვიდებს მას. ნათელი ფერის ზეთია, უცებ არბილებს და კანს ხდის გლუვს. კანში ღრმად აღწევს. ადვილი წასასმელია და უცებ შეიწოვება. აწყნარებს გაღიზიანებულ კანს. გარგრის კურკის ზეთის მასაჟი ძალიან უხდება მშრალი და ძალიან მშრალი კანის მქონე ინდივიდებს. გამოიყენეთ შხაპის შემდეგ, როგორც ტანის დამატენიანებელი. მსუბუქი და ნათელი ზეთია, არანაირ ზეთოვნებას არ ტოვებს კანზე. როგორც კი შეიწოვება, დიდხანს უნარჩუნებს კანს ტენს.

გარგრის კურკის ზეთი ერთერთი საუკეთესო სამასაჟე ზეთია: უცებ შეიწოვება და მასში გახსნილ ეთეზეთებსა თუ სხვა მცენრეულ აგენტებს ადვილად გადასცემს კანს. ეს ზეთი მცენარეების ინფუზიაშიც გამოიყენება, მათი სურნელების აბსორბციისთვის. მასაჟის მრავალი სახის დროს შეგვიძლია მისი გამოყენება, სადაც კი ზეთი გვჭირდება.

2. მოქმედება თმაზე

მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს გარგრის კურკის ზეთის თმაზე გამოყენება. მაგალითად – თმის ბოლოების ლამაზად დასავარცხნად. ქვემოთ ჩამოთვლილია სასარგებლო თვისებები, რასაც ბიოლოგიური  გარგრის კურკის ზეთი თმას ანიჭებს:

  • თავისი მაღალი კვებითი ღირებულების გამო (განსაკუთრებით E ვიტამინით) ეს ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდას.
  • ამცირებს თავის კანის პრობლემებს.
  • გვეხმარება უნაკლოდ ბზინვარე თმა მივიღოთ მისი გაცხიმოვნების გარეშე.
  • ცხელი ზეთით მკურნალობისას ატენიანებს თმას და ახდენს მის კვებას.
  • თმას არბილებს, შედეგად თმა უფრო დამყოლია და ადვილად ივარცხნება.

3.გარგრის კურკის ზეთი, როგორც თვალის ქვედა ქუთუთოს კრემი

გარგრის კურკის ზეთი, ნუშის ზეთის მსგავსად, შეგვიძლია გამოვიყენოთ თვალის ქვედა ქუთუთოს მოსავლელად. გვეხმარება მუქი ლაქების ალაგებაში, შეშუპების დაცხრომასა და ტონუსის მიცემაში. გარგრის კურკის ზეთს რეგულარულად თუ გამოიყენებთ, შემცირდება თვალის ირგვლივი წვრილი ხაზები და ნაოჭები.

4. სახის ზეთი

გარგრის კურკის ზეთი მშვენიერი სახის ზეთია, განსაკუთრებით მძიმე ზეთებთან შედარებით. ახალისებს კანის ფერს, კვებავს, ამცირებს სიბერის ნიშნებს სახეზე, ნაოჭებს, ხაზებს, არაერთფეროვნებას. თუმცა, ამ ზეთს უნდა მოერიდონ ადამიანები, რომელთაც აწუხებთ აკნე, ან აქვთ მისდამი მიდრეკილება. გარგრის კურკის ზეთი მეორე კატეგორიის კომოდოგენური საშუალებაა, რაც ნიშნავს მსუბუქ კომოდოგენურობას: შესაძლოა დახუროს ფორები. ამას კი, შედეგად მოჰყვება აკნესა და შავი წერტილების აყვავება.

5. გულის ჯანმრთელობა

გარგრის კურკის ზეთის საკვებად გამოყენება ძალიან უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამ ზეთმა უკვე დაამტკიცა რომ ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ვირთაგვებში და თავისუფლად შეიძლება იგივე მოქმედება ჰქონდეს ადამიანებში. შეგიძლიათ მიირთვათ სალათებთან ერთად და იმ სადილების მომზადებაში, რომლებსაც გარგრის კურკის ზეთის არომატი მოუხდება.

წყარო: http://oilhealthbenefits.com/apricot-kernel-oil/

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზირი 14 და 14ა
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
რუსთავი, შარტავას 6

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s