დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემი შიის კარაქით

shea-butter-recipe

გამარჯობა მეგობრებო,

გვინდოდა შიის კარაქის საფუძველზე სახის დამატენიანებელი კრემი დაგვემზადებინა, რომელიც არ იქნებოდა ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან ძვირი. ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა, ამ მართლაც ღვთიური კარაქისგან ❤ ქვემოთ მოცემული რეცეპტი შევქმენით.

კრემის შემადგენლობაში შედის შიის კარაქი, ცოტა ოდენი მშრალი ზეთები (არგანის ან ასკილის ზეთი) და საიდუმლო ინგრედიენტი – რაც ერთ მთლიანს ხდის მათ – ალოე ვერას გელი.

ლავანდის ეთერზეთს ვუმატებთ სურნელებისთვის, თუმცა თუ უსუნო კრემი გსურთ დაამზადოთ – ნუ დაუმატებთ.

ინგრედიენტები

1 ს.კ. გამდნარი შიის კარაქი (კვებავს და სანიმუშოდ ატენიანებს კანს)

1 ჩ.კ. ასკილის ზეთი (კანზე ამცირებს შეხორცებებსა და მუქი ფერის ლაქებს)

1/2 ჩ.კ. ნუშის ზეთი (ძალიან უხდება მომწიფებულ, შუახნის კანს)

1/2 ჩ.კ ცივი დაპრესვით მიღებული ალოე ვერას გელი

20 წვეთი ლავანდის ეთერზეთი (ყველაზე კეთილთვისებიანია ეთერზეთებს შორის, ამცირებს ცხიმწარმოქმნას).

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა მინის ჭურჭელში და კარგად აურიეთ. დაახურეთ თავზე (ბოლომდე არა, სანამ ზეთები ისევ თბილი იქნება), დაასვენეთ 2 საათი, ან იმდენ ხანს, ვიდრე მთლიანად გამკვრივდება. შემდეგ ჩანგლით ათქვიფეთ, მანამ სანამ რბილ, კრემისებურ კარაქს არ მიიღებთ.

წაისვით დღეში ორჯერ: საღამოს ძილის წინ და დილით – როგორც საბაზისო დამატენიანებელი.

შენახვის პირობები: ეს რეცეპტი მოიცავს ალოე ვერას, ზეთებსა და კარაქს, მაგრამ არ გვაქვს კონსერვანტები მასში, ამიტომ კრემი 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.

წყარო: http://www.bettersheabutter.com/heavenly-day-night-face-moisturizer-recipe/

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
ვაჟა-ფშაველას #21
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა
ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Comments

Laisser un commentaire