როდესაც საქმე კანს ეხება, ზეთს უფრო მეტი ზეთი გამოჰყავს, ასე არ არის?! ყოველ შემთხვევაში ჩემი მრავალწლიანი დაკვირვება ასეთია. ჩემი სწავლიდან გამომდინარე, რასაც ძირითადად თავის მოვლის ჟურნალებში ვკითხულობდი, თინეიჯერობისა და ზრდასრული ასაკის პირველ წლებში, ვყიდულობდი თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც კანიდან ამ ე.წ. ზეთს მომაცილებდა. გულწრფელად რომ ვთქვა ძვირიანი პროდუქტები რას მიყიდია, თითქმის ყველა კანს უფრო ცხიმიანს ხდიდა, რაც აკნეს აყვავებით, ფლუქტუაციითა და ნაწიბურებით მთავრდებოდა. ეს აშკარად მანკიერი წრე იყო.
რამდენიმე წელია კვების რეჟიმი შევიცვალე და ვცდილობ პროდუქტები, რომელიც თავის მოვლისთვის მჭირდება თავად დავამზადო.
დავიწყე კვლევა-ძიება და თავის მოვლის საშუალებების თავად დამზადება. უამრავი საოცარი რაღაც აღმოვაჩინე სახის მოვლასა და ზეთებზე. ჩვენი წინაპრები სწორედ ზეთებს იყენებდნენ კანის დასატენიანებლად. როგორც აღმოჩნდა არც ისე ცუდი სიტყვა ყოფილა – ზეთი. საქმე იმაშია, რომ სწორად შერჩეული ზეთი (ან ზეთები) ძალიან უხდება კანს – როდესაც მკვებავს ვეძებთ! დღეს უამრავი სტატია იბეჭდება თავის მოვლის ნატურალურ საშუალებებზე, „სელებრითები“ გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას თუ როგორ იყენებენ ზეთს სახის დამატენიანებლად. The Huffington Post -ში გამოქვეყნებულ ჰილარი პრესტონის სტატიის თანახმად: „როდესაც ზეთს ვისვამთ კანზე, პირდაპირ შეიწოვება ეპიდერმისის ზედა შრეების მიერ, სადაც ის მომენტალურად აუმჯობესებს კანის ლიპიდური ბარიერის ფუნქციას.“
ერთ დღესაც გადავწყვიტე მხოლოდ სამი ზეთის კომბინაცია გამომეყენებინა სახეზე. 100% ზეთის დამატენიანებელის გამოყენება ნამდვილად მაშინებდა. მითუმეტეს რომ ძალიან ცხელ და ნესტიან შტატში – ფლორიდაში ვცხოვრობ! მეჩვენებოდა რომ ერბოკვერცხს ვიწვავდი სახეზე … სერიოზულად! გავბედე და დავიწყე ზეთით სახის დატენიანება, რამდენიმე დღეში დამოკიდებული გავხდი. ზეთები ადვილად იწოვებოდა სახეზე, კანი დატენიანებული იყო და რაც მთავარია მიხდებოდა, მალამაზებდა. მოდით გაგანდობთ ჩემს რეცეპტს…
არგანის ზეთი: არგანის ზეთი, არგანის ხის ხილის ექსტრაქტია, რომელიც მაროკოში იზრდება. მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, E და A ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. სწორედ ეს „საიდუმლო იარაღები“ ქმნიან ამ ზეთს კანის ერთერთ დამატენიანებელ საშუალებად. არგანის ზეთის ალტერნატივა შეიძლება იყოს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, გარგრისა და ნუშის ზეთი.
ასკილის ზეთი: ასკილის ზეთი ასკილის ნაყოფისგან მიიღება და არგანის ზეთს ეხმარება შეხორცებებისა და ლაქების შენიღბვაში. ასკილის ზეთი მდიდარია ლინოლეის მჟავით, C და A ვიტამინით. ასევე, ძალიან მსუბუქი ზეთია და კანზე ცხიმის ფენას არ ტოვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ზეთმა აკნეს აყვავებას შეიძლება შეუწყოს ხელი, ამიტომ თუ ხართ ამ რისკ ჯგუფში სხვა ალტერნატივა გამოიყენებთ. პირადად ასკილის ზეთი წარმატებით შემიცვლია ნაურუს ზეთით (ლათ. CALOPHYLLUM INOPHYLLUM).
ეთერზეთები: არსებობს მოსაზრება რომ ეთერზეთები მომწიფებულ კანს აახალგაზრდავებს, ამიტომ ვიყენებთ ლოსიონებსა და კრემებში. ქვემოთ შემოგთავაზებთ ეთერზეთებს, რომლებიც პირადად გამომიყენებია დამატენიანებელი ზეთების დამზადებისას.
არგანისა და ასკილის მარტივი დამატენიანებელი ზეთის რეცეპტი
ავტორი: Kristin Marr
ინგრედიენტები:
1 ს.კ. არგანის ზეთი ან მისი ალტერნატივა;
2 ჩ.კ. ასკილის ზეთი ან მისი ალტერნატივა;
10 წ. სახის მკვებავი ეთერზეთი, როგორიცაა: საკმევლის, ლავანდის, ბერგამოტის (Citrus bergamia) ან სტაფილოს თესლის ეთერზეთი.
მომზადების წესი:
აურიეთ ყველა ზეთი პატარა ჭურჭელში და ჩაასხით ბოთლში, რომლესაც საწვეთური აქვს, გამოსაყენებლად მარტივი იქნება. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. ეს არის ჩემი არჩეული მიქსი. ნებისმიერი ზეთის გამოყენებამდე გაეცანით მის თვისებებს და ისე შეარჩიეთ.
შენიშვნა:
თავდაპირველად დაიბანეთ სახე, გაიწმინეთ ტონიკით (თუ იყენებთ). მას შემდეგ რაც სახე სუფთა და ოდნავ ნოტიო იქნება თითებში დაიწვეთეთ ზეთი, მოსრისეთ და მასაჟით გადაისვით სახეზე. პირადად ამ დამატენიანებელს ვიყენებ საღამოს ძილის წინ და დილით შხაპის შემდეგ. ჩემი გამოცდილებით, მაკიაჟი, ზეთის წასმიდან მალევე შეგიძლიათ გაიკეთოთ. მე დამატენიანებელ მიქს ვინახავ ოთახის ტემპერატურაზე.
წყარო: http://livesimply.me/2016/01/16/homemade-easy-argan-and-rosehip-oil-moisturizer/
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები