შიის კარაქის თვისებები

3-bienfaits-du-beurre-de-karite

ფოტო:google.com

შიის კარაქი, იდეალური საკვები თქვენი კანისთვის ❤

შიის კარაქი ბუნების ერთერთი საოცრებაა, თუმცა მაინც გამორჩეული საოცრება. აფრიკელი ხალხის მიერ ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა: კანის, ჩვილის მოსავლელად, ჭრილობების მოსაშუშებლად და საკვებად. შიის ხე წმინდა მცენარედ მიიჩნეოდა, რადგან როგორც ღვთის წყალობა უხდებოდა კანს, თმას, უნარჩუნებდა სილამაზესა და ჯანმრთელობას. ეს მცენარე ეგვიპტელი დედოფლის, ნეფერტიტის სილამაზის საიდუმლოს ინახავს. ქვემოთ გიამბობთ რატომ არის შიის კარაქი კანის ასეთი ძლიერი გამაახალგაზრდავებელი და დამცველი დაბერებისა და კლიმატის მავნე ზემოქმედებისგან.

რა არის შიის კარაქი?

შიის კარაქი შიის ხის კაკლის ექსტრაქტია, იზრდება დასავლეთ აფრიკის სავანებში, ინგლისური სახელწოდება მოდის მისი ბამბარული (მალიში მცხოვრები ხალხი) სახელიდან „შიი“, რაც წმინდანს ნიშნავს. როგორც წმინდა ხეს, განსაკუთრებულად ექცევიან. იზრდება 60 ფუტამდე სიგრძის, არ ყვავის სანამ 20 წელს არ მიაღწევს და ცოცხლობს 200 წელიწადზე მეტს. მოსავალს ქალები იღებენ, ამტვრევენ და ხარშავენ, კარაქის გამოსაყოფად. ცხელ საჰარასა და სავანაში შიის კარაქი იცავს კანს მზისა და დეჰიდრატაციისგან. ხალხი ამ კარაქს ათასწლეულების განმავლობაში იყენებდა კანის დასაცავად მზისა და მშრალი ქარებისგან, ასევე კანის პრობლემებზე, პატარა ჭრილობებსა და დამწვრობებზე სამკურნალოდ.

კანისა და თმის ბუნებრივი მოვლა

შიის კარაქს განსაკუთრებულ თვისებებს მისი მდიდარი შემცველობა ანიჭებს: უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფიტოსტეროლები, E და D ვიტამინი, პროვიტამინი A და ალანტოინი. ყველა ეს კომპონენტი ნატურალურია, ამიტომაც შიის კარაქი ძალიან სასარგებლოა კანისა და თმისთვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან შია:

  • ასწორებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებსა და შეხორცებებს
  • ანტიოქსიდანტია
  • ანთების საწინააღმდეგო
  • ღრმა დამატენიანებელი
  • ასტიმულირებს ზედაპირულ სისხლის მიმოქცევას
  • აძლიერებს კანს
  • იცავს კანს
  • გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან
  • ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას (კანი ხდება მკვრივი, ელასტიური და უფრო ახალგაზრდა)
  • ასადავებს მცირე დავწვრობებსა და შეხორცებებს
  • შველის კუნთების ტკივილს
  • სხეულს ანიჭებს ფიზიკურ გამძლეობას

შიის კარაქის მრავალმხრივი გამოყენება სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

შიის კარაქი ბუნებრივად არსებულ საშუალებებს შორის ერთერთი საუკეთესოა, როგორც დამატიანებელი, დაბერების საწინააღმდეგო და კანის დამცველი! გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, კლიმატის მავნე ზემოქმედებისგან, დეჰიდრატაციისა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებებისგან. მოკლედ, დაბერების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ხელს უწყობს კოლაგენის პროდუქციას და შედეგად კანს აძლიერებს, რამდენადაც ეს პროტეინი ახალგაზრდული კანის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია. კანი ხდება უფრო ელასტიური, სიცოცხლით სავსე, ნასაზრდოვები და ნათელი. თუ გაქვთ ნაოჭები, წვრილი ხაზები, „ყვავის ფეხები“, ან მშრალი და ძალიან მშრალი კანი, დაზიანებული და უსიცოცხლო კანი, შიის კარაქი ყველაფერს ამას აალაგებს და კანს მოუვლის ისე რომ მან კვლავ დაიბრუნოს სიცოცხლის უნარი და სილამაზე. როგორ დამატიანენებელი, შიის კარაქი საუკეთესოა მსოფლიოში, ის ისეთ საუკეთესო პროდუქტებაც კი ჯობია, როგორიცაა ასკილისა და არგანის ზეთი ცივ თუ ცხელ სეზონში დაბერებისგან თავის დასაცავად.

შიის კარაქი იდეალურად უვლის კანს ზამთარში და ზაფხულში რუჯის მიღების შემდეგ. იდეალურად ატენიანებს კანს, ამდიდრებს ვიტამინებით, საკვები ინგრედიენტებით და იცავს კანს ზამთრის სიცივესა თუ ზაფხულის ხვათში. ასევე ტუჩის ძალიან კარგი ბალზამია, როდესაც ზამთრის ყინვასა და სიცივეში გვინდა შევინარჩუნოთ ტუჩის ბუნებრივი სილამაზე.

რამდენადაც შია ბუნებისგან ბოძებული პროდუქტია და არა სინთეზურად მიღებული საშუალება, შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ჩვილის მოსავლელად. ის არის ნატურალური, ნაზი და რბილი ნებისმიერი ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით პატარას აბრეშუმისებური მგრძნობიარე კანისთვის. პატარას შეგიძლიათ წაუსვათ აბაზანის მიღების შემდეგ, ეგზემაზე შესახორცებლად ან გამომწვარზე. თუ გამოიყენებთ ბიოლოგიურ, სუფთა შიის კარაქს დარწმუნებული იქნებით რომ ბავშვს ქიმიური აგენტებისგან სრულიად თავისუფალ საშუალებას ახმარებთ. შიის კარაქზე არჩევანი ჩვენი ეკოლოგიური არჩევანიც არის, რამდენადაც ბუნებისგან ბოძებულ საშუალებას ვიყენებთ და არა ქიმიური სინთეზით მიღებულ, ტოქსინებით სავსე პროდუქტს.

შია თმას ანიჭებს სიცოცხლეს

ღრმა დამატენიანებელი თვისების გამო შიის კარაქი იდეალურად უვლის თმას. გამომშრალი, უსიცოცხლო, დავარდნილი, დაყოფილი თუ დაზიანებული თმა აუცილებლად გამოცოცხლდება შიის კარაქის ნიღაბის შემდეგ. ეს იქნება სუფთა შიის კარაქი თუ შიის კარაქის კონდიციონერი, ორივე დაუბრუნებს თმას სიცოცხლის უნარს, სიმსუბუქესა და ბზინვარებას. შიის კარაქის ნიღაბი თმას მოუხდება ნებისმიერ დროს, თუმცა განსაკუთრებით ზაფხულის ხვათში და ტროპიკულ ზონაში, სადაც თმამ უნდა გაუძლოს მზესა და ოკეანის, მდინარისა თუ ტბის წყალს. არდადეგებიდან რომ დაბრუნდებით კვლავ განაგრძეთ თმის მკურნალობა.

რეცეპტი: ყოველ საღამოს თმაში შეიზილეთ თხილის გულის ოდენა შიის კარაქი, შეიხვიეთ თბილი პირსახოცით და გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ შამპუნით დაიბანეთ ჩვეულებრივ, წაისვით შიის კარაქის კონდიციონერი ან სუფთა შიის კარაქი, იმის მიხედვით რამდენად გამომშრალი და დაზიანებულია თმა.

 

წყარო: http://www.naturepurity.com/holistic/sheabutter.html

შიის კარაქის შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზ 14ა
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
რუსთავი, შარტავას 6

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

„ფრანგული ზეთები“ გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s