ფოტო 1. დაფნა
გამარჯობა,
გთავაზობთ რეცეპტს, როგორ გამოვიყენოთ ეთერზეთები ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ზრდასრულებში და + 6 წლის ბავშვებში.
რეცეპტი მოწოდებულია ჩვენი პარტნიორის, ფრანგული კომპანიის Compagnie des Sens – მიერ, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
დაგვჭირდება:
60 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი (ლათ. melaleuca viridiflora Solander)
40 წვეთი დაფნის ეთერზეთი
30 წვეთი პალმაროზას ეთერზეთი (ლათ. cymbopogon martinii)
50 წვეთი ნამდვილი ლავანდის ეთერზეთი (ლათ. lavandula officinalis L.).
ფრჩხილის ინფექციაზე წაისვით 2-3 წვეთი ნარევი, დილა-საღამოს. სანამ სოკოვანი დაავადება ბოლომდე ალაგდება.
თუ გაწუხებთ ასთმა ან ეპილეფსია ექიმს ჰკითხეთ რჩევა (ჭარბი დოზის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევა).
Catégories :ჩვენი რჩევები