სტრიები

ორსული ქალი

ფოტო 1. ორსული ქალი

გამარჯობა,

გთავაზობთ რეცეპტს, როგორ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები და ეთერზეთები სტრიების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულებში, მათ შორის ორსულებში პირველი ტრიმესტრის შემდეგ.

რეცეპტი მოწოდებულია ჩვენი პარტნიორის, ფრანგული კომპანიის Compagnie des Sens – მიერ, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

დაგვჭირდება:

2 წვეთი გერანის, ნემსიწვერას ეთერზეთი (ლათ. pelargonium asperum)
4 წვეთი წვრილფოთოლა ლავანდის ეთერზეთი (ლათ. lavandula angustifolia)
4 წვეთი მწვანე მანდარინის ეთერზეთი (ლათ. citrus reticulata blanco)
50 მლ არგანის მცენარეული ზეთი

შეიზილეთ მგრძნობიარე უბნებში (საჯდომი, ბარძაყები) ნარევის 5 წვეთი, დილა-საღამოს, 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და ხელახლა დაიწყეთ აპლიკაცია საჭიროების შემთხვევაში. ორსულები მოერიდეთ მუცლის ზონას, რადგან ეს ნარევი შეიცავს მოლეკულებს კეტონების ჯგუფიდან.

ეს სინერგია შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენებს. ასთმურმა და ეპილეფსიანმა პაციენტებმა ექიმს უნდა ჰკითხონ რჩევა. ეთერზეთები არ არის რეკომენდებული ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. აპლიკაციიდან 12 საათის განმავლობაში მოერიდეთ მზეს.

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s