აუტიზმის ეტიმოლოგია ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა საექიმო საზოგადოებაში არსებობს კონსესუსი გამომწვევთა მრავალფეროვნებასთან და მის ორგანულ წარმოშობასთან დაკავშირებით. აუტიზმის მიმართ გენეტიკური წინასწარ განწყობა დღეს უკვე დამტკიცებულია. სადღეისოდ, მკვლევარები მუშაობენ იმ გამომწვევების განსაზღვრასა და გამოვლენაზე, რამაც შეიძლება აუტიზმის მდგომარეობის სპექტრი მოგვცეს. აქვე უნდა დავაზუსტოთ რომ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა ფაქტორთა კომბინაცია, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განსაზღვრული.
აუტიზმის მულტიფაქტორული საფუძვლიდან გამომდინარე არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული სამი გარემოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აუტიზმი:
გენეტიკური წინასწარ განწყობა, რაც მეცნიერულად არის დამტკიცებული;
ნეირობიოლოგიური წინაპირობა, რომლის თანახმად დარღვევის გამომწვევი ცენტრალური ნერვული სისტემაა;
გარემოს მავნე ზემოქმედებით შექმნილი წინაპირობა: აუტიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს გარემოს დაბინძურება, ინფექციური აგენტები, მძიმე მეტალები და ა.შ.
წყარო: http://www.autisme.qc.ca/tsa/recherche/etiologie.html
Catégories :0-დან 18 წლამდე