მეოცე საუკუნის დაავადებები, რომლებიც ვაქცინების შემოტანის შემდეგ გაქრნენ

surati 1

სურათი 1. დაავადებების შემთხვევითობა აშშ -ში 1888 წლიდან

ფოტოს სრული ვერსია:

დაავადებების შემთხვევითობა აშშ ში 1888 წლიდან

დღეს თუ პოლიომიელიტი, წითელა და დიფტერია პრაქტიკულად აღმოფხვრილია განვითარებულ ქვეყნებში, ეს სწორედ მათი შესაბამისი ვაქცინების წყალობით. ეს ინფორმაცია ეფუძნება Pittsburg – ის უნივერსიტეტის კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 28 ნოემბერს, ჟურნალში: New England Journal of Medicine. ამ კვლევამ საშუალება მოგვცა თვალი შეგვევლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1 საუკუნის განმავლობაში გამოვლენილ ყველა დაავადებაზე.

კვლევა ეფუძნება მონაცემთა ბაზას სახელად: « Project Tycho », ეს ბაზა ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომია, რაც თავისთავად გვეხმარება საზოგადოების ინფორმირებულობაში და შესაბამისად სასიკვდილო, გადამდები დაავადებების დამარცხებაში. კვლევა დაფინანსდა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ – National Institutes for Health (NIH), კვლევის შესახებ ინფორმაცია და პრესრელიზიც სწორედ ამ საიტზეა ხელმისაწვდომი.

პროექტი Tycho შეიცავს ზუსტ ინფორმაციას ყოველ თვეში დაავადებების შემთხვევითობის შესახებ, რაც სავალდებულოა ამერიკაში 1888 წლიდან. ეს გახლავთ ძალიან ძვირფასი ინფორმაცია, მისი წყალობით მეცნიერებმა შეძლეს 56 ინფექციური დაავადების განვითარების ვიზუალიზაცია ერთი საუკუნის განმავლობაში. განსაკუთრებით რვა ეპიდემიის: ყვავილი, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, A ჰეპატიტი, დიფტერია და ყივანახველა. ეს არის რვა ინფექცია, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინები დღეს არსებობს. მკვლევარებმა თითოეულ მათგანზე შეადგინეს დიაგრამა, რაზეც წითელი ხაზით არის აღნიშნული წელი, როდესაც ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქნა დაწყებული.

 

NIH სტატიაში ვკითხულობთ:

„უმეტეს დავადებათა შემთხვევაში წითელი ხაზი არის გარდამტეხი, გვაქვს დაავადებათა გავრცელების დაუყოვნებელი და სწრაფი ვარდნა. „მაღალი შემთხვევითობიდან“ უცებ გადავდივართ, შავ ხაზზე – „ნულოვან შემთხვევითობაზე“. მაგრამ ზოგიერთი დაავადებისთვის, როგორიცაა წითელა და დიფტერია, ვაქცინაციას არ ჰქონია უეცარი ეფექტი. ამ ამბავს, მეცნიერები, თავიანთ კვლევაში, შემდეგნაირად ხსნიან: საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ დამოკიდებულებამ და ჯანდაცვაში გატარებულმა ზომებმა, შესაძლოა გავლენა მოახდინა პოპულაციაში დაავადების მდგრადობაზე. “

Diphtheria

სურათი 2. დიფტერიის ყოველკვირეული შემთხვევითობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

Rubella

სურათი 3. წითურას ყოველკვირეული შემთხვევითობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

Polio

სურათი 4. პოლიომიელიტის ყოველკვირეული შემთხვევითობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

HepatitisA

სურათი 5. A ჰეპატიტის ყოველკვირეული შემთხვევითობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

 

NIH ექიმი Irene Eckstrand, სტატიის ერთერთი ავტორი, ამბობს: „ეს ანალიზები ძალიან მყარი არგუმენტია ვაქცინაციის სასარგებლოდ, რათა მოვახდინოთ ინფექციური დაავადებების პრევენცია და გაუნებელყოფა, მათ შორის ჩვენი დროის ინფექციების“.

პრესრელიზში ამის შესახებ ვკითხულობთ:

„ამ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა 100 მილიონი, მძიმე, გადამდები ინფექციური დაავადების შემთხვევა თავიდან იქნა აცილებული. რა საკვირველია ეს ყველაფერი ვაქცინაციის შემოღების წყალობით“, აცხადებს სტატიის პირველი ავტორი -Willem G. van Panhuis. „თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ზოგიერთი დაავადების შემთხვევითობის აღმასვლის შესახებაც გვაქვს მონაცემები, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფიქსირდება. ეს ხდება მაშინ ,როდესაც ადამიანებს ავიწყდებათ რამდენად საშიშია ეს ინფექციები და უარს ამბობენ ვაქცინაციაზე.“

წყარო: http://www.slate.fr/life/80765/eradication-maladies-vaccins-infographie

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s