ცნობილია რომ ნემსიწვერას (ლათ. pelargonium X asperum Ehrhart ex Willdenow) ყვავილებს ვიყენებთ კოსმეტილოგიაში, თუმცა ამ მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, ფუნგიციდური და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი თვისებები. საბოლოოდ, ნემსიწვერას ეთერზეთი ჩინებული საოჯახო მკურნალია.
საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი, ფრანკ დუბუსი
მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, ნემსიწვერა (pelargonium x asperum) მაღრიბის, რეიუნიონისა და მადაგასკარის ტრადიციული კულტურაა. ეს არის პარფიუმერების სანატრელი მცენარე, ცნობილი თავისი სამკურნალო თვისებებით. მან მრავალ ჰიბრიდს დაუდო საფუძველი და მეტნაკლედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ჩინეთში.
ხელს უწყობს პატარა ჭრილობების შეხორცებას
ნემსიწვერას ეთერზეთი აჩერებს სისხლდენას. ხელს უწყობს შეხორცებას, არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული. მშვენიერი სამკურნალო საშუალებაა პატარა ჭრილობების მოსაშუშებლად, გაპარსვის, ეპილაციის შემდეგ, პირველი ხარისხის დამწვრობების, მწერების ნაკბენების, აკნეს გამონაყარის სამკურნალოდ. ასევე მოქმედებს ეგზემასა და იმპეტიგოს საწინააღმდეგოდ. პირის ღრუში აშუშებს აფთებს და აჩერებს ღრძილებიდან სისხდენას. „ეთერზეთი ყოველთვის უნდა წავისვათ გასუფთავებულ და დამშრალებულ ჭრილობაზე, აუცილებლად რომელიმე მცენარეულ ზეთში განზავებული სახით, მაგალითად კალენდულას მცენარეული ზეთში. 1 ჩ.კ. მცენარეულ ზეთს დავაწვეთოთ 1-2 წვეთი ეთერზეთი « – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. სუფთა სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ ძალიან მიზნობრივი მოქმედებისთვის (1 წვეთი ნაკბენზე ნახვევის გაკეთებისას), რადგან ჭრილობაზე სუფთა სახით ძალიან აგრესიულად იმოქმედებს. პირის ღრუს სავლების მომზადებისას გამოიყენეთ მცენარეული წყალი.
აჩქარებს სოკოვანი დაავადების მკურნალობას
ნემსიწვერას ეთერზეთი აჩქარებს ფუნგიციდური მედიკამენტების მოქმედებას (სოკოს საწინააღმდეგო). ეს მისი ერთერთი გამორჩეული თვისებაა. „ნემსიწვერას ზეთი უნდა გამოვიყენოთ გარეგანი სახით“ – აზუსტებს ფრანკ დუბუსი. ვაგინალური ან საშარდე სისტემის მიკოზის დროს შეიზილეთ მცირე მენჯის ღრუში 2 წვეთი ნემსიწვერას ეთერზეთი – განზავებული თქვენს რჩეულ მცენარეულ ზეთში.
ნემსიწვერა მატებს ტონუსს მომწიფებულ კანს
კიდევ ერთი საინტერესო თვისება: ნემსიწვერას ეთერზეთი არეგულირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფას, რომელიც ეპიდერმისს უნარჩუნებს ელასტიურობას. კანი მშრალია თუ ცხიმიანი მუდმივად ცდილობს დაბალანსებას. „ეთერზეთი რეკომენდებულია მომწიფებული, შუახნის კანისთვის, სიბერის ლაქების, ნაოჭების საწინააღმდეგოდ – აგრძელებს ჩვენი ექსპერტი, ნემსიწვერას ეთერზეთი არის როგორც ტონუსის მიმცემი და შემკვრელი, ასევე ანტიოქსიდანტი“. ყოველდღიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ მცენარეული წყალი ტონიკის სახით.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
„ნემსიწვერას სისხლის მიმოქცევის ხელშემწყობი მოქმედება უფრო მეტად კოსმეტოლოგიაშია ცნობილი (როზაცეას ე.წ. „კუპეროზის“ საწინააღმდეგო მოქმედება), ვიდრე ზოგად მედიცინაში“ – აღნიშნავს ფრანკ დუბუსი. მაგრამ ნემსიწვერა ასევე ასუფთავებს ვენებს და ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას. ეს თავიდან აგვაცილებს შეშუპებების ჩამოყალიბებას, რაც იწვევს ცელულიტსა და დამძიმებული ფეხების შეგრძნებას. ნემსიწვერა ამშვიდებს ასევე ბუასილს.
ნემსიწვერა ამშვიდებს სახსრების ტკივილს
„ნემსიწვერა უხდება შეშუპებულ და მტკივნეულ სახსრებს“ – გვიამბობს ჩვენი ექპერტი. ნემსიწვერას 2 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ ჩვეულებრივი ფიჭვის 2 წვეთ ეთერზეთსა და 1 ჩ.კ. კრაზანას ეთერზეთში. შემდეგ ამ ნარევით კარგად დაიზილეთ სახსრები.
ებრძვის სტრესს, გაღიზიანებასა და მოწევის სურვილს
„ანტისპაზმური და დამამშვიდებელი ნემსიწვერას ეთერზეთი ტრანსპორტის აუტანლობის დროს გამოიყენება დიფუზიის სახით და პრემენსტრუალური ტკივილისა და სტრესით გამოწვეული კუნთების დაჭიმულობის დროს მასაჟის სახით“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. დააწვეთეთ 1-2 წვეთი ნემსიწვერას ეთერზეთი ცხვირსახოცზე და შეისუნთქეთ. განაზავეთ მცენარეულ ზეთში და დაიზილეთ კისერი. ზოგი ეთერზეთს სუნავს, როდესაც მოწევის სურვილი აქვს. დიფუზია არ გადააცილოთ 15 წუთს, დღეში ორჯერ.
აფრთხობს კოღოებს
სიტრონელას მსგავსად შეიცავს კოღოების საწინააღმდეგო მოლეკულებს (ტანსაცმელზე დაიწვეთეთ 1 წვეთი ეთერზეთი). ასევე შეგიძლიათ გაახმოთ ნემსიწვერას ფოთლები და გარდერობში დააწყოთ ჩრჩილის პეპლებისგან დასაცავად.
წყარო: Top Santé, août 2012, N°263 p.56-57
Catégories :ფიტოთერაპია