მაყვალს ბადალი არ ჰყავს მოაშუშოს ყელის ტკივილი და გასტროენტერიტი ერთნაირი წარმატებით. ეს ორივე პრობლემა კი ასე ხშირია სეზონის ცვლილებისას.
საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი, ფრანკ დუბუსი
ეს მცენარე დიდი ხნის განმავლობაში ფერმერების თავსატეხი იყო, ედებოდა და ანადგურებდა მოსავალს, თუმცა მაშინ მისი სამკურნალო თვისებები ყურადღების მიღმა რჩებოდა. ველური მაყვალი (Rubus fruticosus) ძალიან საინტერესოა ტანინების შემცველობისა და ფოთლების სამკურნალო თვისებების გამო. ეს ნივთიერებები ფიქსირდება პირის ღრუს, ყელის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელზე და იცავს მათ, თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით. ასევე ბლოკავს ვირუსებს. ამ უკანასკნელს გასამრავლებლად სჭირდება უჯრედში შეღწევა, ტანინები კი ამ პროცესს აფერხებენ. და ბოლოს, ტანინები ლორწოვანის კედლებს გაუმტარს ხდიან, კრავენ ქსოვილებს ეს კი ამცირებს ანთებით პროცესს. ამ თვისებების გამოა მაყვალი პირველი მცენარე ზამთრის „დაუპატიჟებელი სტუმრების“: გაციების, გრიპის, ვირუსების… დასახვედრად.
მაყვალი აწყნარებს დიარეას
„მაყვალი არის არასპეციფიური ანტიდიურეტიკი – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. კურნავს როგორც ვირუსულ, ისე ბაქტერიულ და პარაზიტულ დიარეას. აძლიერებს ნაწლავის კედელს და ხელს უშლის წყლის დაკარგვას, შესაბამისად ხელს უწყობს განავლის მასების ჩამოყალიბებას.“ ფლავონოიდების არსებობა ასევე უწყობს ხელს ქსოვილების გაუმტარობას. ტანინების ანტიოქსიდანტური მოქმედება ამცირებს სპაზმებს. მაყვალი ტანინებს ზომიერი რაოდენობით შეიცავს ამიტომ მისგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები შეგვიძლია +3 წლის ბავშვებშიც გამოვიყენოთ. ნაყენი განვაზავოთ 1 წვეთი /1 კგ თანაფარდობით.
მაყვალი კურნავს აფთებს, გინგივიტსა და ყელის ტკივილს
ტანინების შემკვრელი, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და შემახორცებელი თვისებები ასევე ეფექტურია პირის ღრუსა და ყელის ტკივილისას. მაყვალი ვაზოკონსტრიქტორია და ამცირებს სისხდენას. „ტანინები კარიესის პრევენციასაც ახდენენ, აგრძელებს ფრანკ დუბუსი, აყოვნებენ ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ენზიმების კბილის ზედაპირზე მოქმედებას და შესაბამისად კარიესის წარმოქმნას.“ მაყვლის ფოთლები გამოიყენება პირის ღრუს სავლების, ინფუზიონისა და ნაყენის სახით. ნაყენი უნდა განვაზავოთ: 1 კოვზი 1 ჭიქა წყალში.
მაყვალი დააშრობს კანის აქერცვლას, ეგზემასა და აკნეს ბუშტუკებს
„ტანინების სამკურნალო მოქმედების წყალობით, მაყვალი დერმატოზების ერთერთი სამკურნალო მცენარეა, აშრობს ისე, რომ ზედმეტად არ გამოაშროს“ – აღნიშნავს ჩვენი ექსპერტი. ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები კი კანს ინარჩუნებს სუფთას და აჩქარებს შეხორცებას. „ბოროტად არ გამოიყენოთ“ – ამატებს დოქტორი. კვირაში ერთხელ, კოსმეტიკური მიზნით, ლოსიონის სახით გამოყენება სრულიად საკმარისია. ხოლო სამკურნალო მიზნით: დღეში ერთხელ ორი კვირის განმავლობაში, მაგალითად აკნეს მკურნალობის დროს.
მაყვალი ახდენს ქრონიკული ბრონქიტისა და ოსტეოპოროზის პრევენციას
გემოთერაპიაში* ეს არის კვირტები და მცენარის ახალგაზრდა ნაზარდი, რომლებიც ჰომეოპათიური თვალსაზრისით გამოიყენება და არა თვით ავადმყოფობაზე ზემოქმედებისთვის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ მაყვალი განსაკუთრებით ეფექტურია ობსტრუქციული, რესპირატორული უკმარისობის დროს და ასევე ძვლოვან ქსოვილზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება გლიცერინიანი მაცერატი, მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.
უხდება თავის კანს
თავის კანზე მაყვლის ფოთლების ინფუზიას აქვს დამცველობითი და მასტიმულირებელი მოქმედება. ამ სამკურნალო ეფექტის დადგომას დრო სჭირდება. არეგულირებს თავის კანის მიერ ცხიმწარმოქმნას და შესაბამისად ძალიან უხდება ცხიმიან თმას.
*მეცნიერება რომელიც შეისწავლის მცენარეების ემბრიონული ქსოვილების სამკურნალო თვისებებს.
დიარეის სამკურნალო მცენარეული ჩაის რეცეპტი
ერთი ფინჯანის მოსამზადებლად:
– 200 მლ ადუღებული წყალი
– 1 ჩ.კ. მაყვლის გამხმარი ფოთოლი
– ჩაის დაყენებას აცალეთ 10 წუთი
მიირთვით დღეში სამი ფინჯანი, სიმპტომების გაუმჯობესებამდე
წყარო: Top Santé, novembre 2012, N°266 p.58-59
Catégories :ფიტოთერაპია