ყვითელი ნაღველა – იყავით მხნედ!

ყვითელი ნაღველა

ნაღველას ფესვები არის მადის მომყვანი, ანტისეპტიკი და მასტიმულირებელი. ეს მცენარე  ბიძგია, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.

საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი

მწვანე ნაღველა (Gentiana lutea) ერთერთი მწარე მცენარეა ფარმაკოპეაში. მისი აქტიური ნივთიერება 5 მიოლიონჯერ რომ განვაზავოთ, სიმწარე მაინც იგრძნობა. თუმცა მის მოსაპოვებლად მოთმინება გვმართებს, იმისათვის რომ მისი ფესვები ამოვთხაროთ 7-10 წელი უნდა ვუცადოთ. გარდა ამისა, საკმაოდ დაუმორჩილებელია! ნაღველას ღრმა და მსხვილი ფესვების ამოსაძირკვად სპეციალური ბარი გვჭირდება – „ეშმაკის ჩანგალი“. ეს მცენარე ცნობილია როგორც სიცხის დამწევი, თუმცა მისი ხელახლა აღმოჩენა მოხდა, მაშინ როდესაც აბსენტი აიკრძალა – ერთ დროს მოწოდებული საჭმლის მონელების სტიმულაციისა და მადის დაკარგვისას.

ნაღველა აადვილებს საჭმლის მონელებას

ნაღველას ფესვები ზრდის ნერწყვის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ ფერმენტების სეკრეციას. ნაწლავის გარკვეულ ენზიმებზე ზემოქმედების შედეგად. „მისი აქტიური ნივთიერება ასტიმულირებს სეკრეციას, ისე როგორც ამას ავტონომიური ნერვული სისტემა აკეთებს“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. ეს პატარა ბიძგი მჟავიანობასაც ამშვიდებს. ნაღველას ანთების საწინააღმდეგო ფესვები ზოგჯერ ნაწლავისა და კუჭის ანთებით პროცესსაც აქრობს. ნაღველას ფესვები მცენარეული ჩაის სახით უნდა მივიღოთ (1-2 ჩ.კ. 1 ფინჯანზე), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნაღველა მადის მომყვანია

„თუ საჭმლის მიღებამდე ხდება კუჭის წვენის გამოყოფა, ადამიანს მადაც უკეთესი აქვს“ – აღნიშნავს ფრანკ დუბუსი. მადის მოსაყვანად შეგვიძლია ნაყენი მივიღოთ (1 წვეთი/1 კგ-ზე თანაფარდობით), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ყვითელი ნაღველა 2

იცავს ღვიძლს

ეს მცენარე ასტიმულირებს ნაღველის გამოყოფას, რაც აადვილებს ღვიძლის დეტოქსიკაციას. ასევე აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები (მოქმედებს თავისუფალი რადიკალების წინააღმეგ) და ღვიძლის სათანადო ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ამ შეთხვევაში გირჩევთ მშრალი ექსტრაქტის კაფსულებს, რასაც ფარმაცევტული ლაბორატორიები ამზადებენ, მათივე მოწოდებული დოზირებით.

ებრძვის დეპრესიას

ნაღველას ფესვებს აქვთ იგივე მოქმედება, რაც ანტიდეპრესანტების მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ოჯახს. მოქმედებს გარკვეული ნეიროგადამცემების (სეროტონინი, დოფამინი…) წინააღმდეგ. „ნაღველა რეკომენდებულია მსუბუქი დეპრესიის დროს მადის თანმხლები დაკარგვით“ – ამბობს ექსპერტი. ნაყენი განაზავეთ წყალში ან ხილის წვენში (1 წვეთი/1 კგ თანაფარდობით) 15 დღის განმავლობაში.

ნაღველა ხელს უწყობს შეხორცებას

„ეს არის ერთერთი ტრადიციული, გამამთლიანებელი, შემახორცებელი მცენარე, (იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად), რომელიც ინდუსტრიული კოსმეტიკის ხანაში მივიწყებული იქნა“ – ამბობს ფრანკ დუბუსი. ნაღველა წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად აკნესა და კანის აქერცვლის დროს. 1 ჩ.კ. ნაყენი განაზავეთ 1 ჭიქა წყალში ან ლავანდის წყალში – ჰიდროლატში.

ასტიმულირებს იმუნურ სისტემას

„ნაღველა ზრდის სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას (თეთრი უჯრედები, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ)“- აზუსტებს ფრანკ დუბუსი. რეკომენდებულია გამოჯანმრთელების პერიოდში, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების შემდეგ. უკანასკნელ ხანს იყენებენ რადიოთერაპიაში, ლეიკოციტების სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად. ნაყენის სახით, ექიმის დანიშნულებით.

გაფრთხილება

თუ ექიმმა გამოგიწერათ ანტიდეპრესანტები (მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების ოჯახიდან) გააფრთხილეთ რომ ნაღველას ღებულობთ, რადგან შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება და არ უნდა იქნას მასთან ასოცირებული.
ნაღველის მიღება არ შეიძლება გასტრო-დუოდენური წყლულის დროს.
მისმა სიმწარემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: გულისრევა ან თავის ტკივილი, ამიტომ შედარებით დიდი შუალედებით მიიღეთ.
ნაღველას მიცემა არ შეიძლება ბავშვებში.

წყარო: Top Santé, décembre 2012, N°267 p.64-65

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s