სურათი 1. წყარო: http://www.femininbio.com
მზის სხივების ჭარბი მოქმედების შედეგად გაჩენილ პიგმენტაციას – ლენტიგოს, ზოგჯერ არასწორად ვეძახით „სიბერის ლაქებს“. ეს ლაქები არც ასაკთან არის დაკავშირებული, და არც კანის რაიმე სახის ოქსიდაციასთან (დაჟანგვასთან), არამედ ჭარბი მელანინის წარმოქნასთან, სხეულის გარკვეულ უბნებში. თუმცა ლენტიგო ნამდვილად არის დაკავშირეული მზის აბაზანების ჭარბ მიღებასთან.
ლენტიგო ჩნდება იმ უბნებში, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებას განიცდის (ხელის ზურგი, დეკოლტე, ფეხის ტერფი). ეს არის მცირე ზომის ლაქები, მრგვალი ან ოვალური ზომის, არჩვის ფერი (ღია ყავისფერიდან მუქ ყვითელ ტონალობამდე) ან შეიძლება უფრო მუქიც. თუ არაფერს მოვიმოქმედებთ ამ ლაქებს პიგმენტაციისკენ აქვთ ტენდენცია. ამ ლაქებში ჭარბად არის წარმოდგენილი მელანინი, მზის სხივების მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად. და ბოლოს, ლენტიგო ყველა ასაკში შეიძლება გაჩნდეს, ბავშვებშიც კი.
როგორ დავიცვათ თავი?
რამდენადაც ეს პიგმეტაცია მზესთან არის დაკავშირებული, უმჯობესია, თუ გარკვეულ წესებს დავიცავთ, რათა თავიდან ავიცილოთ ლაქების გაჩენა. უმჯობესია თუ მზის აბაზანების მიღებას ექნება პროგრესული – მზარდი ხასიათი. დაწყებული აპრილი-მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში, მოერიდოთ მიეფიცხოთ მზისგულს: 11- დან 16 -საათამდე. 11 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ, 20 წუთი თავისუფლად შეგვიძლია გავირუჯოთ. ამ შემთხვევაში კანი საჭირო D ვიტამინსაც წარმოქმნის და მელანინიც რაციონალურად სინთეზირდება.
როგორ ვუმკურნალოთ ლენტიგოს?
კანში ლენტიგო ჩნდება ანტიოქსიდანტებისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის გამო. პრევენციისთვის შეგვიძლია მივიღოთ ბუნებრივი საკვები დანამატები (სინთეზურად მიღებულ ვიტამინებს არ აქვთ ის ეფექტი, რაც ნატურალურს). მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ OEMINE SOLAIRE და OEMINE B*, ორ-ორი კაფსულა ყოველ დილას, სექტემბრამდე. ეს ვიტამინები არეგულირებს პიგმენტაციას, იცავს მელანინს დაჟანგვისგან და შესაბამისად ახდებს ლენტიგოს გაჩენის პრევენციას, ამასთან ხელს უწყობს ბუნებრივი რუჯის მიღებას.
რომელი კრემი გამოვიყენოთ?
ლაქების გაჩენის შემდეგ (რომლებიც აუცილებლად მზის ჭარბი ზემოქმედების შედეგია) შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი: OEMINE MELANODERM bio*. ეს არის გარგრის კურკის ზეთზე დამზადებული, მათეთრებელი კრემი. ამ კრემის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ გარუჯვის დროს. ზაფხულში უმჯობესია თუ საღამოს წაისვამთ. დილით კი შეგიძლიათ წაისვათ -OEMINE DERM bio*, ხელებსა და სახეზე, უბნებში სადაც ლენტიგო გაჩნდა.
*სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან, შესაბამისად ნახსენები მედიკამენტები და კრემები იყიდება ფრანგულ ფარმაცევტულ ბაზარზე.
შენიშვნა: კანზე გაჩენილი ნებისმიერი პიგმენტური დაზიანება აუცილებლად აჩვენეთ დერმატოლოგს. რადგან არსებობს ლაქები, მელანოზები, რომლებმაც შეიძლება განიცადონ დეგენერაცია და საჭიროებენ მეთვალყურეობას.
წყარო: http://www.femininbio.com/sante-bien-etre/actualites-nouveautes/soleil-est-il-responsable-taches-vieillesse-lentigos-solaires-90192
Catégories :ჩვენი რჩევები