ალოე ვერა – ძალიან ნაზი ქაქტუსი თქვენი სახისთვის!

ალოე ვერა

ალოეს ჯერ კიდევ არ ვიცნობთ კარგად. ეს მცენარე უხდება ყველა ტიპის კანსა და თმას. ფოთლებში ალოეს წვენს ინახავს, რომელიც გამოიყენება როგორც ცოცხალი, ისე კონდიცირებული სახით.

არსებობს ალოეს 300 სახეობა და მათ შორის კოსმეტიკური თვისებები მხოლოდ ალოე ვერას აქვს. იგი ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში: კლეოპატრა მას ვირის რძესთან ერთად იყენებდა. ეს ეგზოტიკური სახელი ჰქვია პატარა ბუჩქს, რომელიც ყველგან იზრდება, სადაც კი სიცხე და სიმშრალეა. სახელგანთქმულ ალოეს გელს სწორედ მისი ფოთლები შეიცავენ. სიმაღლეში 80 სმ და სიგანეში 10 სმ შეიძლება გაიზარდოს.

ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით

ფოთლები ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ წელიწადში 2-3-ჯერ შეგვიძლია მოვაჭრათ ჟელეს შევაგროვებლად. გელი შეიცავს სულ მცირე 200 შენაერთს, აქედან ოცამდე მინერალსა და თორმეტამდე ვიტამინს. თვრამეტ ამინომჟავას, მათ შორის შვიდი ორგანიზმისთვის აუცილებელია (მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება, არამედ გარედან უნდა მივიღოთ), პოლისაქარიდებს (რთული შაქრები), ენზიმებსა და პროტეინებს. მთელი ეს კომპოზიცია ალოეს ჟელეს ანიჭებს უბადლო თვისებებს, განსაკუთრებით როგორც შემახორცებელსა და დამარბილებელს.

უჯრედების აღმდგენი და შემავსებელი

შემახორცებელი თვისებების წყალობით ალოე ვერას შეუძლია უჯრედებს დაეხმაროს განახლებაში. აღადგენს დაზიანებულ ეპიდერმისს ან/და ეხმარება ჯანმრთელ კანს დიდხანს შეინარჩუნოს ახაგაზრდობა. დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის უნდა გამოვიყენოთ კრემის ან ლოსიონის სახით. მისი მოლეკულები ასტიმულირებენ ფიბრობლასტების ზრდას. ეს უჯრედები დერმაში მდებარეობენ და კოლაგენს წარმოქმნიან, რაც კანს აახალგაზრდავებს და ახალისებს. ალოეს ჟელე აჩქარებს უჯრედების განახლებას და ამ მექანიზმით უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას. ეპიდერმისს ალამაზებს, ამკვრივებს და აკრიალებს.

ალოე

ალოე ვერას ჟელე – დამატენიანებელი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს!

მცენარის წვენი შეიცავს 85%, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარ, წყალს. სწორედ ეს კვებავს კანის უჯრედებს. მის დამატენიანებელ თვისებებს აძლიერებს ასევე მონო და პოლისაქარიდები. შაქრები, რომლებსაც წყლის შეკავება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ შედის ალოეს ჟელე დღისა და ღამის კრემებში, ტანის რძეებში. კვლევებმა ასევე აჩვენა რომ ეს მცენარე დადებითად მოქმედებს კანის რქოვანა შრის ბარიერულ ფუნქციაზე. მოკლედ რომ ვთქვათ: ეპიდერმისში წყალი „ებმება მახეში“ და ვეღარ ორთქლდება. შედეგად კანი უფრო დიდხანს არის დატენიანებული.

…და ლორწო?

მოყვითალო, ნარინჯისფერი ფერი აქვს, არ აგვერიოს ჟელეში, ლორწო, იგივე ლატექსი, ფოთლის გარეთა ნაწილებში მდებარეობს. ვიცით რომ საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და გამოიყენება ჰომეოპათიაში. მისი კანზე წასმა არ შეიძლება რადგან შეიძლება გააღიზიანოს.

ალოე ვერას გელი აწყნარებს გაღიზიანებას

საკმარისია გავჭრათ ალოე ვერას ფოთოლი, იმისათვის რომ წვენი გამოყოს და ღია ჭრილობას როგორც აღმდგენი ნახვევი ისე შემოევლება. ზუსტად ასევე მოქმედებს კანზე. ჰემოსტატური, ბაქტერიოციდული, ანესთეზიური და შემახორცებელი ალოე ვერას ჟელე იდეალურია მსუბუქი დამწვრობებისა და ჭრილობებისთვის. ამასთან ამსუბუქებს ტკივილს. შეიცავს სტეროიდებს (ბუნებრივი ჰორმონები) და პოლისაქარიდებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ამ თვისებების გამო ალოე ვერას ჟელეს ხშირად ვხვდებით გარუჯვის შემდგომი თავის მოვლის საშუალებებში და გაღიზიანებული კანის დამამშვიდებლებში. გარდა ამისა, აქვს ფერმენტის მსგავსი მოქმედება, სუსტი ექსფოლიაციური (ნაზად აცილებს მკვდარ უჯრედებს) და შემკვრელი (ამკვრივებს ქსოვილებს). რაც სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის.

წყარო: Top Santé, décembre 2012, N°267 p.32-34

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s