ართროზი და რევმატიზმი

მუხლის სახსარი

ართროზი და რევმატიზმი სხვადასხვა დაავადებებია.

ართროზი დეგენერაციული დაავადებაა, ხდება სასახსრე ხრტილის ცვეთა. ამ დაავადების შემთხვევითობა იმატებს ასაკთან ერთად, მრავალჯერადი მოძრაობის, მძიმე წონის დროს. განსაკუთრებით ხშირად გვხდება ქალებში, ასევე გენეტიკური განწყობაც შეიძლება გვქონდეს ამ დაავადების მიმართ. ტკვილი ვლინდება მოძრაობის დროს და მშვიდდება მოსვენებისას. ანუ დილით გვიჭირს მოძრაობის დაწყება, ხოლო ღამე მშვიდად გვძინავს.

რევმატიზმი ქრონიკული, ანთებითი დაავადებაა და ვლინდება სახსრების ანთებით. შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დეფორმაცია. ყველაზე ხშირად იმუნური გენეზისაა (ქრონიკული პოლიართრიტული რევმატიზმი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი). ტკივილი განსაკუთრებით ღამე ვლინდება. დღის განმავლობაში ტკივილი მშვიდდება და მოძრაობა უფრო სასიამოვნოა.

დამამშვიდებელი, მცენარეული ჩაის რეცეპტი

4 გ ქაფურის (Filipendula ulmaria) ყვავილების წვეროები
4 გ გამშრალი, შავი მოცხარის ფოთოლი
4 გ გამშრალი ჭინჭრის ფოთოლი

მცენარეები ერთად ჩაყარეთ 250 მლ მდუღარე წყალში. გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ 15 წუთი.
ეს ჩაი დალიეთ სულ მცირე დღეში 2 ფინჯანი, უმჯობესია ჭამამდე.

წყარო: Top Santé, décembre 2012, N°267 p.96-98

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s