რვა ათას წლიანი მეღვინეობის ისტორიით საქართველოს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია იყოს ღვინის სამშობლო.
საქართველოში ღვინო, ათასწლეულების განმავლობაში, მთავარ როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. როგორც უწინ, დღესაც საქართველოში დღესასწაულებზე სადღეგრძელოები ითქმება და ღვინით სავსე სასმისები შეისმება. ზვრებით გარშემოტყმული მართმადიდებლური ეკლესიები საქართველოს ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია.
ტრადიციული მეღვინეობა შინ და თანამედროვე სამყაროში
ჩვენს დროში მევენახეობა ერთის მხრივ საწარმოო საქმეა, ამასთან ერთად არსებობენ ქართული ოჯახები, რომლებიც შინ აყენებენ და მიირთმევენ ღვინოს, ისინი მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ. ქართული ღვინის სააგენტოს პრეზიდენტის – გიორგი სამანიშვილის თქმით, დღეს, 2017 წელს, ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში, კორპუსის მე-9 სართულზე შეიძლება ნახოთ მეღვინეობის შემსწავლელი სემინარები.
საქართველოში ღვინის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მაღალია: ერთ სულ მოსახლეზე, წელიწადში, საშუალოდ 25 ლ. მოდის. ეს როგორც წესი სახლში დამზადებული ღვინოა. „ღვინის მარანი კვლავ მიიჩნევა ოჯახის წმინდა ადგილად“ – ასე შეაფასა იუნესკომ ქართული მეღვინეობა, როდესაც 2013 წელს, ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქვევრი, მიწაში დამარხული, გამომწვარი თიხის ჭურჭელი ათასობით ლიტრ ღვინოს იტევს და იყენებენ ღვინის ფერმენტაციისა და შენახვისთვის. ქვევრებს საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე – 6000 წლის უკან იყენებდნენ.
ისტორია: მტკივნეული საბჭოთა პერიოდი
ქართული მეღვინეობის ოქროს ხანად, ტრადიციულად, მე-19 საუკუნე მიიჩნევა. იმ დროში ქართველი არისტოკრატები ხოტბას ასხამდნენ ადგილობრივ ღვინოს. თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს, თავად ყიფიანს და სხვებს ქართული მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. მათ აერთიანებდათ მჭიდრო კავშირი ევროპასთან. საფრანგეთში მოგზაურობისას შეძენილი გამოცდილებით დაიხვეწა ქართული ღვინის დაყენების ტექნიკა. 1889 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი და დაჯილდოვებული იქნა პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე.
რუსეთის იმპერიის ქვეშ ქართული ღვინო „ცარის“ სასახლის კარზე იყო წარმოდგენილი. იმდენად უყვარდათ ქართული ღვინო, რომ გაზრდილი მოთხოვნის ნებისმიერ ფასად დასაკმაყოფილებლად ღვინის ხარისხი დაწიეს. სამწუხაროდ, მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები მიტოვებული იქნა რაოდენობის სასარგებლოდ.
1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის (1917-1921) საბჭოთა ანექსიას მოჰყვა წარმოების მოშლა, მევენახეობის ექსპროპრიაცია და ნაციონალიზაცია. საბჭოთა კავშირის მმართველობა 70 წელი ეწეოდა წმინდა მომხმარებლურ სტრატეგიას. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად უამრავი ადგილობრივი მაღალი ხარისხის ჯიში, რომელთაც შედარებით დაბალი პროდუქტიულობა ჰქონდათ, საბჭოთა პერიოდში, ჩანაცვლებული იქნა მაღალი წარმოების ნამყენებით.
პარადოქსია მაგრამ ზემოთხსენებული პოლიტიკისთვის ხელი არ შეუშლია გორბაჩოვის მიერ გამოცემულ „მშრალ კანონს“.* საბჭოთა კავშირი ღვინოს უფრო ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევდა, ვიდრე როგორც სოფლის მეურნეობის კეთილშობილურ პროდუქტს და ღვინის კულტურა დაუქვემდებარეს გორბაჩოვის „მშრალ კანონს“. 1986 წლის კამპანიის დროს, საბჭოთა მმართველობის ბრძანებით, ათასობით ჰექტარი ჯანმრთელი ვენახი გაიჩეხა.
*თარგმანის შენიშვნა: „მშრალი კანონი“, ე.წ. сухой закон, პირველად გამოიცა რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში, 1914-1925 წლებში და გულისხმობდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის შეზღუდვას. ძლიერი ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ რესტორნებში იყიდებოდა, აკრძალული იყო მისი კერძო პირებზე გაყიდვა.
გორბაჩოვმა 1985-1987 წლებში ხელახლა შემოიღო ალკოჰოლურ სასმელებზე შეზღუდვა: გაიზარდა არყის, ღვინისა და ლუდის ფასი. ალკოჰოლის შეძენა დღის გარკვეული პერიოდებში იყო შესაძლებელი და ისიც მცირე რაოდენობით.
„მშრალი კანონი“ ჩანაცვლებული იქნა კანონით – „ვაზისა და ღვინის შესახებ“
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ქვეყანა შედარებით სიმშვიდეს 1995 წლიდან პოულობს.
პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდში, 1998 წელს გამოიცა კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“, იურიდიული აქტი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამ კანონით მეღვინეობა გახდა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგი, ჩამოყალიბდა ეროვნული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი, განისაზღვრა მევენახეობის ზონები, და რაც მთავარია დარგი მთლიანად დაექვემდებარა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის სახელით – „სამტრესტი“.
შედარებისთვის, რუსეთმა მხოლოდ 2013 წელს ამოიღო ღვინო ალკოჰოლური სასმელების კატეგორიიდან, იგივე მოლდავეთში მოხდა 2017 წელს.
ისტორიას რომ მივყვეთ, მოდის რუსულ-ქართული კონფლიქტი. 2008 წელს მოჰყვა კრემლის ემბარგო ქართულ პროდუქტზე. მეღვინეებმა დაკარგეს კავშირი თავიანთ ტრადიციული ბიზნეს პარტნიორებთან და ახალი ბაზრების ძებნა დაიწყეს. ეს ყველაფერი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ხდებოდა.
„უცხო ღვინოები, რომელიც 50 – 100 წელია აღარავის დაულევია“ – გახლავთ კომერციული სტრატეგია
დღეს ქართული ღვინის ოფიციალური წარმოება გახლავთ 1,2 მილიონი ჰექტოლიტრი. ამ მონაცემით საქართველო შედის მსოფლიო მწარმოებელთა ოცეულში, 48 000 ჰექტარზე გაშენებული ზვრებითა და 450 რეგისტრირებული მეღვინით. ამას დავუმატოთ მევენახეები, რომლებსაც ყურძენი მოჰყავთ (სავარაუდოდ 100 000 ზე მეტი).
საქართველო წარმოებული ღვინის მოცულობით მოკრძალებულ ადგილს იკავებს, თუმცა მსოფლიო ბაზარზე მან უკვე მოძებნა თავისი ნიშა. საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები: თავისი რვა ათას წლიანი ისტორიით ის არის ღვინის სამშობლო და დღეს იქ იქმნება ისეთი განსხვავებული ღვინოები, რომელიც 50-100 წელია აღარავის დაულევია.
ქართული ღვინის კლუბიდან, ლევან ქიტიამ ლაკონურად ჩამოაყალიბა ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია:
„თუ ჩვენ გვსურს საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ, უნდა გავაცოცხლოთ ის რაც ასე გამოარჩევს ჩვენს ღვინოს: მეღვინეობის მამა-პაპური ტექნოლოგია და ღვინოების უდიდესი მრავალფეროვნება“.
ეს უნიკალური ღვინოები მზადდება წარმოუდგენლად მდიდარი ბიომრავალფეროვნების მქონე 525 ენდემური ვაზის ჯიშისგან. რომელთაგან დღეს მხოლოდ ოცდაათია გაშენებული.
525 ვაზის ჯიშში შედის ასევე სახელგანთქმული საფერავი
წითელ ღვინოებში ყველაზე გავრცელებული და ხარისხით გამორჩეული საფერავია. წარმოშობით კახეთიდან არის, რეგიონიდან, რომელიც ყველაზე მდიდარია ქვეყანაში. აქ აყენებენ სტრუქტურულ, ტანინებით მდიდარ, არომატულ, ფერად ღვინოებს, რომელსაც დაძველების დიდი პოტენციალი აქვთ და შედეგად მომხმარებლიც ადვილად უღებს ალღოს.
აქ ურევენ მერლოსა და კაბერნეს (ფრანგული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფი) სხვა ჯიშებს, რომლებიც როგორც ჩანს საქართველოშიც კი აუცილებელად უნდა არსებობდნენ. ღვინოთა ამ ასამბლეას შეუძლია საერთაშორისო მომხმარებლის მონუსხვა.
თეთრი ღვინოებიდან ვხვდებით რქაწითელსა და მწვანეს, ესენიც ადგილობრივი ჯიშებია, როგორც მონო ასევე შერეული სახით.
მეღვინეობის ტრადიციული ტექნოლოგიები, რომლებიც მაღალი დონის ღვინოების ექსპორტისთვის იყენებენ
ქართველები წინაპრების ღვინის დაყენების ტექნოლოგიას დაუბრუნდნენ, რათა ხელახლა დაბადებულიყო ქართული ტრადიციული ღვინო და შეექმნათ მაღალლი კლასის ღვინოები. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო მთლიანად წარმოებული ღვინის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ქვევრის ღვინის წარმოებას აქტიურად მისდევენ და შეგიძლიათ დააგემოვნოთ რამდენიმე მეღვინესთან.
გიორგი მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ ონოლოგი ამბობს:
« ხისგან განსხვავებით გამომწვარი თიხა ღვინოს გემოს არ უცვლის, არამედ პირიქით, ეხმარება ხილის არომატი და ტანინები განავითაროს“.
იუნესკოს კლასიფიკაციაში „ქვევრის მეთოდის“ მოხვედრა ამ ტექნოლოგიით მიღებულ ღვინოებს მაღალ ფასს აძლევს, ამიტომაც ბოთლის ფასი 60 ევროს შეიძლება აჭარბებდეს. ეს ღვინო ცნობისმოყვარე ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს, ვისაც სურს ეზიაროს ქართულ კულტურას.
თუმცა საბჭოთა კავშირის სამომხმარებლო სტრატეგიის ათწლეულების გამოვლის შემდეგ, ქართული ღვინის ხარისხზე მუშაობა კვლავ გრძელდება. რათა იწარმოოს თანამედროვე, ხარისხის გაზრდით – უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული ღვინოები, ენდემური ჯიშებისა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების უკეთ შეცნობით. ეს ყველაფერი ვაზის ჯიშის ტიპურობის შენარჩუნებითა და კერძო ინვესტიციების მოზიდვით.
ამ დიფერენციაციულ და ხარისხობრივ მიდგომას აადვილებს ბუნებრივი პირობები. არსებობს უამრავი ხარისხიანი ტერიტორია, მიწისა და მიკრო-კლიმატის მაღალი მრავალფეროვნება. ეს მიდგომა თავისთავად რეგლამენტაციას უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც ჩარჩოში ჩასვამს ქართულ მეღვინეობას. აუცილებელია ორიგინალური დასახელებების შენარჩუნება ევროპის ბაზარზე (მათ შორის ოცამდე უკვე იდენტიფიცირებულია).
უცხოელი ტექნიკური და ეკონომიკური ექსპერტების დახმარებით ახალი თაობის ქართველი მეღვინეები ცდილობენ მოერგონ კომერციულ მოთხოვნებს და მოახდინონ ბაზრის დივერსიფიკაცია, ეროვნული და არაპროგნოზირებადი რუსული ბაზრის მიღმა.
წარმოების 40% ჩინებული ღვინოა და უკვე გადის ექსპორტზე ცენტრალურ აზიაში, რუსეთსა და ჩინეთში. საქართველო თუ გააკეთებს აქცენტს მსოფლიოში უნიკალური ღვინოების წარმოებაზე, შეურევს ენდემურ და საერთაშორისო ჯიშებს, ნამდვილად უკეთ წარმოჩინდება. ასევე იქნება განსხვავებული და შეიძენს მყარ საექსპორტო შესაძლებლობებს, როგორც დასავლეთის ისე აზიის ბაზრებზე.
ღვინო და ტურიზმი, როგორც პოლიტიკური საკითხები
საქართველო 69 000 კვ.მ ფართობისაა და მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. მსოფლიო გეოგრაფიის მასშტაბით თუ ავიღებთ – ქვიშის მარცვლის ხელაა. თუმცა ღვინოს ფუნდამენტური ადგილი უკავია კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით.
მეღვინეების ძალისხმევას თან ახლავს დარგის განვითარების პოლიტიკური ნება: ფინანსური დახმარება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რამდენიმე სტრატეგიულ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან (შეთანხმებას 2017 წლის მაისში მოეწერა ხელი, რომლის თანახმად ქართული ღვინო ჩინეთის საზღვარზე 0% დაიბეგრება) და რაც მთავარია ქართული ღვინის წარმოდგენა მსოფლიო დონეზე. ქართული ღვინო სისტემატიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე (Vinexpo, Prowein…). ბორდოს ღვინის გამოფენაზე სწორედ საქართველოა პირველი მოწვეული ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო.
ღვინის გზა ანუ ენოტურიზმი მთავრობის ერთერთი სტრატეგიაა და გვპირდება რომ ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებისთვის კარგი ბიძგი იქნება. საქართველო ტურისტების რაოდენობით ყოველ წელს ახალ რეკორდს ამყარებს (გასულ წელს 7 მილიონი ტურისტი ესტუმრა ქვეყანას, მათი რაოდენობა ყოველ წელს 7-8%-ით მატულობს). ადგილობრივი მწარმოებლები ცდილობენ მიიზიდონ ამ ტალღის ნაწილი შინ.
გამოწვევა დიდია: თუ საქართველო მკაფიოდ განისაზღვრება როგორც „ღვინის ქვეყანა“ პოსტსაბჭოთა ხალხებისთვის და ფლობს სათანადო ინფრასტრუქტურას (სასტუმროები, მასტერკლასები და ა.შ.) დააკმაყოფილოს ეს პუბლიკა, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები მხოლოდ ზვრებისა და მარნების დათვალიერებას აღარ დასჯერდებიან. პეიზაჟის სიმდიდრე აღარ იქნება საკმარისი და საჭირო გახდება ქართველებმა ამ ექსპერტების მოლოდინებსაც უპასუხონ.
თუკი მთავრობა პოლიტიკურად ემიჯნება მოსკოვს, ეკონომიკური კავშირები მაინც ძლიერად არსებობს (2015 წელს რუსეთი თურქეთის შემდეგ თბილისის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური პარტნიორი იყო). მომავალ წლებში თუ საქართველო მიაღწევს დააკმაყოფილოს წარმოებისა და მოხმარების ევროპული ნორმები და არ ექნება ვალდებულებები მის დღევანდელ ბაზრებთან (რუსეთი, ცენტრალური აზია…), გამორჩეული ღვინოები, რომელიც საფრანგეთში გამოჩნდება აუცილებლად დაიმკვიდრებს თავს.
წყარო: https://www.mon-viti.com/experts/international/vers-un-nouvel-age-dor-des-vins-georgiens
Catégories :მეცნიერება