საუბრობს კატრინ სოლანო, ექიმი სექსოლოგი, ანდროლოგი, Hôpital Cochin Paris
ორსულობის პერიოდში სექსუალური ცხოვრება უდაოდ რეკომენდებულია! თუ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეთ ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთი გიყვართ და თანაცხოვრების გრძელვადიანი გეგმები გაქვთ. სექსი ინტიმური ურთიერთობის შენარჩუნების ერთერთი საშუალებაა. გარდა ამისა, ახალშობილი გრძნობს როცა მშობლებს ერთმანეთი უყვართ.
ის რაც უნდა ვიცოდეთ…
პირველ ტრიმესტრში შეიძლება ლიბიდო დაგიქვეითდეთ, მხოლოდ იმიტომ რომ მომავალი დედა გადაღლილია. როგორც კი დაწვებით შეიძლება ძილიანობა ისე მოგეძალოთ რომ ვეღარ გაუმკლავდეთ. ორგანიზმი უნდა შეეგუოს უცხო სხეულის არსებობას. იმუნური თვალსაზრისით თქვენი პატარა თქვენგან ძალიან განსხვავებულია. ამიტომ შეიძლება გულისრევის შეგრძნებები გქონდეთ, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ეროტიულ განწყობას.
მეორე ტრიმესტრს „ორსულობის თაფლობისთვესაც“ უწოდებენ. გულისრევა და თავბრუსხვევა ქრება, მომავალი დედა თავს კარგად გრძნობს, ფორმაში და არც „გადატვირთულია“ თავისი მუცლით. თქვენი სექსუალური ზონები ძალიან კარგად მარაგდება სისხლით და შეიძლება სექსისგან ყველაზე დიდი სიამოვნება ამ დროს განიცადოთ. სწორედ ამით აიხსნება რომ ხუთი ქალიდან ერთი თავის პირველ ორგაზმს სწორედ ორსულობის დროს განიცდის!
მესამე ტრიმესტრის დროს სექსის „მექანიკა“ რთულდება, რადგან ბავშვი დიდ ადგილს იკავებს. ამ პერიოდში სექსუალურ ცხოვრებაზე კითხვები უფრო მარტივ მოხერხებულობას ეხება. უსმინეთ თქვენს სხეულს, ნიშნებს, რომელიც გსიამოვნებთ. თუ რომელიმე პოზა თქვენთვის სასიამოვნოა, ეს საფრთხეს ნამდვილად არ შეგიქმნით. თუმცა ზოგიერთი პოზა არასასიამოვნო იქნება, რადგან ბავშვი ძალიან გაწვებათ მუცელზე და სისხლძარღვებზე. პოზები, როდესაც ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე წეხართ ყველაზე უსიამოვნოა.
არ იდარდოთ, სექსის დროს ბავშვს არ ემუქრება რაიმე რისკი! რადგან ვაგინასთან მას არანაირი კონტაქტი არ აქვს, საშვილოსნოში ზის და დაცულია ამნიონური სითხით. მიგვაჩნია რომ დედის ორგაზმი დადებითაც კი მოქმედებს მასზე, ე.წ. „ჯაკუზის ეფექტს“ იწვევს.
სექსმა არ შეიძლება მშობიარობის დაწყება გამოიწვიოს, როგორც გვჯეროდა დიდი ხნის განმავლობაში. გამონაკლისს შემთხვევებში შეიძლება ექიმმა სექსისგან თავის შეკავება გირჩიოთ. და ბოლოს, უნდა იცოდეთ რომ თუ პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აქვს (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი – ა.ი.ვ ინფექცია, ჰეპატიტი, სიფილისი, ჰერპესი) ბავშვი შეიძლება ამით დაავადდეს.
ორსულობა კარგი მდგომარეობაა ახალი პოზების გამოსაცდელად, რასაც ჩვეულებრივ შეიძლება თავს არიდებდეთ. ანდა ორგაზმი განიცდოთ პენეტრაციის გარეშე, რაც სრულიად შესაძლებელია. ბავშვი სექსუალურ ცხოვრებას და მისგან სიამოვნების მიღებას ხელს ნამდვილად არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს.
წყარო: Top Santé, novembre 2012, N°266 p. 80
Catégories :სქესობრივი ცხოვრება