თუ ფიტნესს მისდევთ და წონაში არ იკლებთ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნორმალურია! როგორც კი სპორტულ აქტივობას მივყოფთ ხელს იცვლება ჩვენი მეტაბოლიზმი, ორგანიზმი მოძრაობაში მოდის (კუნთები, ორგანოები, სახსრები…). კუნთის მასა მსხვილდება და რამდენადაც კუნთი უფრო მძიმეა ვიდრე ცხიმი, ნორმალურია თუ სასწორი კვლავ იგივე წონას აჩვენებს, თუნდაც 1 კვირის განმავლობაში დღეში ერთი საათი ვივარჯიშოთ.
იმისათვის რომ ვარჯიშის ხალისი არ დავკარგოთ ვარჯიშს რაციონალური კვება დავუმატოთ. ვარჯიში უფრო ეფექტური იქნება ყოველდღე მცირე დოზებით, ვიდრე კვირაში სამჯერ მაღალი დატვირთვით. ასევე ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია მუდამ წონის კლებაზე არ ვიფიქროთ, ამიტომ ათ დღეზე ადრე ნუ აიწონებით. ეს დრო სჭირდება ორგანიზმს ფეხი აუწყოს ახალ ჩვევებს და დაიჩუტოს.
რჩევა: წონის კონტროლის მაგივრად გაიზომეთ გარშემოწერილობები: მოინიშნეთ ბლოკნოტში თქვენი გულმკერდის, წელის, მენჯისა და ბარძაყის ზომები. ათი დღის შემდეგ განსხვავება ბევრად შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე აწონვა.
წყარო: Top Santé, novembre 2012, N°266 p. 152
Catégories :ჩვენი რჩევები